newhospitals

ზოკორი ფორტე 40მგ #14ტ

ზოკორი ფორტე 40მგ #14ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
4784ნახვა
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება: სიმვასტატინი, simvastatine
სამკურნალო ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები
შემადგენლობა:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერება სიმვასტატინს 40 მგ-ს შეიცავს.
დამხმარე ნივთიერებები: ბუტილჰიდროქსიანიზოლი, ასკორბინის მჟავა, ლაქტოზას ჰიდროქსიდი, ლიმონმჟავა, ცელულოზა მიკროკრისტალური, ჟელატინიზებული სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრმელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, რკინის ოქსიდი წითელი.
აღწერილობა: შემოგარსული ტაბლეტები 40 მგ: აგურის-წითელი ფერის ოვალური ფორმის ტაბლეტები მარკირებით MSD 749 ერთ მხარეზე და გლუვი მეორე მხარეზე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰიპოლიპიდემიური საშუალება – გმგ-CoA – რედუქტაზას ინჰიბიტორი. კოდი ATC: C10AA01
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ზოკორი ფორტე (სიმვასტატინი) წარმოაგდნეს ჰიპოლიპიდემიურ პრეპარატს, რომელიც მიიღება სინთეზური გზით Aspergillus terreus ფერმენტაციის პროდუქტისაგან.
ფარმაკოდინამიკა:
პერორალური მიღების შემდეგ სიმვასტატინი, რომელიც წარმოადგენს არააქტიურ ლაქტონს, განიცდის ჰიდროლიზს შესაბამისი ბეტა-ჰიდროქსიმჟავა წარმოებულის წარმოქმნით. უკანასკნელი ძირითად მეტაბოლიტს წარმოადგენს და გააჩნია მაღალი მაინჰიბირებელი აქტივობა გმგ-CoA (3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოენზიმი A) – რედუქტაზას მიმართებაში, ფერმენტისა, რომელიც ქოლესტერინის ბიოსინტეზის საწყის და ყველაზე მნიშვნელოვან სტადიას აკატალიზებს. კლინიკურმა კვლევებმა უჩვენეს ზოკორის ეფექტურობა სისხლის პლაზმაში საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL), ტრიგლიცერიდების, და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (VLDL) დონეების შემცირებასთან მიმართებაში, და ასევე მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონის მომატებასთან მიმართებაში (HDL), პაციენტებში ჰეტეროზიგოტური ოჯახური და არაოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, და ასევე შერეული ჰიპერლიპიდემიით იმ შემთხვევებში, როდესაც ქოლესტერინის მომატებული დონე რისკ-ფაქტორს წარმოადგენს და მხოლოდ დიეტის დანიშვნა საკმარისი არ არის. შესამჩნევი თერაპიული ეფექტი აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში, მაქსიმალური – 4-6 კვირის შემდეგ მკურნალობის დაწყებიდან, ეფექტი შეინარჩუნება თერაპიის გაგრძელებისას. სიმვასტატინის მიღების შეწყვეტისას ქოლესტერინის საერთო შემადგენლობა უბრუნდება საწყის დონეს, რომელიც დადგინდა მკურნალობის დაწყებამდე.
სიმვასტატინის აქტიური მეტაბოლიტი არის გმგ-CoA – რედუქტაზას სპეციფიკური ინჰიბიტორი, ფერმენტისა, რომელიც გმგ-CoA-ისაგან მევალონატის წარმოქმნის რეაქციას აკატალიზებს. რადგანაც გმგ-CoA-ს კონვერსია მევალონატად ქოლესტერინის ბიოსინთეზის საწყის ეტაპს წარმოადგენს, ითვლება, რომ ზოკორის გამოყენება არ უნდა იწვევდეს ორგანიზმში პოტენციურად ტოქსიკური სტეროლების დაგროვებას. გარდა ამისა, გმგ-CoA ადვილად მეტაბოლიზდება აცეტილ-CoA-მდე, რომელიც ორგანიზმში ბიოსინთეზის მრავალ პროცესში ღებულობს მონაწილეობას.
სიცოცხლისუნარიანობაზე სიმვასტატინის ზეგავლენის სკანდინავიურ კვლევაში (4S), ზოკორით თერაპიის ზეგავლენა საერთო სიკვდილობაზე (პაციენტების მონაწილეობის დროის მედიანა 5,4 წელია) შეფასებულ იქნა 4444 პაციენტზე გულის იშემიური დაავადებით და საერთო ქოლესტერინის საწყისი დონით 212-309 მგ/დლ (5,5-8,0 მმოლ/ლ). მოცემულ, მრავალცენტრულ, რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებულ კველვაში ზოკორი ამცირებდა საერთო სიკვდილიანობის საშიშროებას 30%-ით, გულის იშემიური დაავადებით სიკვდილობას 42%-ით, არაფატალური დადასტურებული მიოკარდიუმის ინფარქტის სიხშირეს 37%-ით. ზოკორი ასევე ამცირებდა კორონარული სისხლის მიმოქცევის აღდგენისათვის ოპერაციების (აორტო-კორონარული შუნტირება და კანიდან ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა) ჩატარების აუცილებლობის რისკს 37%-ით. პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, ძირითადი კორონარული გართულებების განვითარების საშიშროება მცირდებოდა 55%-ით. გარდა ამისა, ზოკორი მნიშვნელოვნად (28%-ით) ამცირებდა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის სასიკვდილო და არასასიკვდილო დარღვევების (ინსულტებისა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევები) განვითარების საშიშროებას.
გულის დაცვის 5 წლიან მრავაცენტრულ, რანდომიზებულ ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში (Heart Protection Study-HPS) ზოკორით თერაპიის ეფექტურობა წარმოდგენილი იყო 20536 პაციენტში ჰიპერლიპიდემიით ან მის გარეშე, რომლებიც გულის იშემიური დაავადების განვითარების მაღალ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ, რაც დაკავშირებული იყო შაქრიანი დიაბეტის, ინსულტის და სისხლძარღვების სხვა დაავედებების არსებობასთან. მკურნალობის დაწყებამდე პაციენტების 33%-ში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე 166 მგ/დლ-ზე ნაკლები იყო, 25%-ში LDL-ის დონე იყო 116 მგ/დლ-დან 135 მგ/დლ-მდე და 42%-ში LDL-ის დონე 135 მგ/დლ-ზე მაღალი იყო.
მოცემულ კვლევაში, პლაცებოსთან შედარებით ზოკორი დოზით 40 მგ დღეში საერთო სიკვდილიანობას 13%-ით ამცირებდა, გულის იშემიურ დაავადებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის რისკი მცირდებოდა 18%-ით, ძირითადი კორონარული გართულებების (არასასიკვდილო მიოკარდიუმის ინფარქტი ან სიკვდილი, დაკავშირებული გულის იშემიურ დაავადებასთან) განვითარების რისკი 27%-ით, კორონარული სისხლის მიმოქცევის (აორტო-კორონარული შუნტირება და კანიდან ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა) აღდგენისათვის ოპერაციული ჩარევის აუცილებლობის განვითარების რისკი – 30%-ით, პერიფერული სისხლის მიმოქცევის და არაკორონარული რევასკულარიზაციის სხვა სახეობების აღდგენის აუცილებლობის განვითარების რისკი 25%-ით. გულის უკმარისობასთან დაკავშირებით ჰოსპიტალიზაციის სიხშირე მცირდებობა 17%-ით. ძირითადი კორონარული და სისხლძარღვოვანი გართულებების განვითარების საშიშროება მცირდებოდა პაციენტების 25%-ში გულის იშემიური დაავადებით ან მის გარეშე, ავადმყოფების ჩათვლით შაქრიანი დიაბეტით, პერიფერული სისხლძარღვების დაავადებებით და ცერებროვასკულარული პათოლოგიით. ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით ზოკორი 21%-ით ამცირებდა სისხლძარღვოვანი გართულებების განვითარების საშიშროებას, პერიფერული სისხლის მიმოქცევის აღდგენის ოპერაციების, ქვედა კიდურების ამპუტაციისა და ტროფიკული წყლულების განვითარების ჩათვლით.
სხვა მრავალცენტრულ, პლაცებო-კონტროლირებულ კვლევაში 404 პაციენტის მონაწილეობით, ზოკორი კორონარული ანგიოგრაფიის მონაცემებით ანელებდა კორონარული ათეროსკლეროზის და ათეროსკლეროზის როგორც ახალი უბნების, ასევე ახალი ტოტალური ოკლუზიების განვითარების პროგრესირებას, მაშინ როდესაც პაციენტებში, რომლებიც სტანდარტულ მკურნალობას ღებულობდნენ, აღინიშნებოდა კორონარული არტერიების ათეროსკლეროზის პროგრესირება.
ორი კვლევის ქვეჯგუფების ანალიზმა, რომელიც მოიცავდა 147 პაციენტს ჰიპერქოლეტსერინემიით (IV ტიპის ჰიპერლიპიდემია ფრედრიქსონის კლასიფიკაციით) უჩვენა, რომ ზოკორის ჯგუფში, სადაც დღეში 20-80 მგ-ს ღებულობდნენ, ტრიგლიცერიდების დონე მცირდებოდა 2-39%-ით (პლაცებოს ჯგუფში – 11-13%-ით), დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის დონე 23-35 %-ით (პლაცებოს ჯგუფში 1-3%-ით), ყველა ტიპის ლიპოპროტეინების, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების გარდა, 26-43%-ით (პლაცებოს ჯგუფში – 1-3%-ით), ხოლო მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე იზრდებოდა 9-14%-ით (პლაცებოს ჯგუფში – 3%-ით).
7 პაციენტში დისბეტალიპოპროტეინემიით (III ტიპის ჰიპერლიპიდემია ფრედრიქსონის კლასიფიკაციით), ზოკორი დოზით 80 მგ/დღეში ამცირებდა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს 5%-ით (პლაცებოს ჯგუფში – 8%-ით), ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე კი 60%-ით (პლაცებოს ჯგუფში – 4%-ით).
ფარმაკოკინეტიკა:
მეტაბოლიზმი. სისხლის პლაზმაში სიმვასტატინის მთავარი აქტიური მეტაბოლიტებია ბეტაჰიდროქსიაციდი და მისი 6’-ჰიდროქსი, 6’-ჰიდროქსიმეთილ, და 6’-ექსომეთილენ წარმოებულები. სისხლის პლაზმაში სიმვასტატინინის მეტაბოლიტების მაქსიმალური კონცენტრაცია ერთჯერადი მიღებიდან 1,3 – 2,4 საათის შემდეგ მიიღწევა. არსებობს მონაცემები სიმვასტატინისა და მისი მეტაბოლიტების მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის შესახებ 4 საათამდე პერიოდში და მისი ნელი შემცირებით 12 საათის შემდეგ დაახლოებით 10%-ით. სიმვასტატინის მიღებისას რეკომენდებულ თერაპიულ დოზებში (5-80 მგ დღეში) შენარჩუნებულია სისხლისმიმოქცევაში აქტიური მეტაბოლიტების AUC (კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ ფართობი) პროფილის ხაზოვანი თვისება. ხაზოვანი დამოკიდებულება შენარჩუნებულია დოზის 120 მგ-მდე მომატებისას.
სიმვასტატინი არააქტიური ლაქტონის, რომელიც ადვილად ჰიდროლიზდება და გარდაიქმნება β-ჰიდროქსიმჟავად, L-654,969, გმგ-CoA რედუქტაზას ძლიერ ინჰიბიტორად. სისხლის პლაზმაში წარმოდგენილი მეტაბოლიტი L-654,969 და კიდევ 4 აქტიური მეტაბოლიტი. გმგ-CoA რედუქტაზას ინჰიბირება საფუძვლად უდევს β-ჰიდროქსიმჟავას (აქტიური ინჰიბიტორების) ყველა ფარმაკოკინეტიკურ კვლევას. ყველა ეს მონაცემი ვლინდება სიმვასტატინის დანიშვნისას სისხლის პლაზმაში.
შეწოვას ექვემდებარება სიმვასტატინის მიღებული პერორალური დოზის დაახლოებით 85%.
განაწილება. პერორალური მიღების შემდეგ ვლინდება ღვიძლში სიმვასტატინის უფრო მაღალი კონცენტრაციები, ვიდრე სხვა ქსოვილებში.
სიმვასტატინის აქტიური ფორმის L-654,969 შემცველობა სისტემურ სისხლისმიმოქცევაში შედაგენს მიღებული დოზის 5%-ზე ნაკლებს, ამ რაოდენობის 9% ცილებთან არის შეკავშირებული.
ღვიძლში სიმვასტატინის აქტიური მეტაბოლიზმის შედეგია (60%-ზე მეტი მამაკაცებში) მისი დაბალი შემცველობა სისხლში.
ჰემატოენცეფალურ ბარიერში და ჰემატოპლაცენტარულ ბარიერში სიმვასტატინის შეღწევის შესაძლებლობა არ არის შესწავლილი.
გამოყოფა
ღვიძლში პირველადი გასვლისას სიმვასტატინი მეტაბოლიზდება პრეპარატისა და მისი მეტაბოლიტების შემდგომი გამოყოფით ნაღველთან ერთად.
გამოკვლევისას პრეპარატის 100 მგ ინიშნებოდა კაფსულებში (5 X 20 მგ), დანიშნული სიმვასტატინი C14 გროვდებოდა სისხლში, შარდსა და ფეკალიებში. დანიშნული პრეპარატის დაახლოებით 60% გამოვლინდა განავლის მასაში, და მხოლოდ 13% - შარდში.
AUC ვარიაციის კოეფიციენტი არ არის დამოკიდებული სიმვასტატინის დოზაზე. მოცემულ კვლევაში პაციენტები ღებულობდნენ სიმვასტატინის ტაბლეტებს დოზებით 5, 10, 20, 60, 90 და 120 მგ. საკვების მიღება (სტანდარტული ჰიპოქოლესტერინული დიეტის ფარგლებში) სიმვასტატინის მიღების შემდეგ არ არღვევს პრეპარატის ფარმაკოკინეტიკურ პროფილს. ერთჯერადი დოზის მიღების და სიმვასტატინით ხანგრძლივი მკურნალობისას ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლებით ჩანს, რომ სიმვასტატინი ხანგრძლივი გამოყენებისას ქსოვილებში არ გროვდება. ინჰიბიტორების მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 1,3-2,4 საათის განმავლობაში.
პაციენტების გამოკვლევისას თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) პრეპარატის ერთი დოზის მიღების შემდეგ გმგ-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში დაახლოებით 2-ჯერ უფრო დიდი იყო, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში.
ჩვენებები:
გულის იშემიური დაავადება (გიდ) ან გულის იშემიური დაავადების განვითარების მაღალი რისკი
პაციენტებში გიდ-ის განვითარების მაღალი რისკით (ჰიპერლიპიდემიის არსებობისას ან მის გარეშე), მაგალითად, პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, პაციენტებში ინსულტით ან სხვა ცერებროვასკულარული დაავადებებით ანამნეზში, პაციენტებში პერიფერული სისხლძარღვების დაავადებებით, ან პაციენტებში გიდ-ით ან გიდ-ს მიდრეკილებით ზოკორი ნაჩვენებია:
• საერთო სიკვდილიანობის რისკის შესამცირებლად, გიდ-ს შედეგად სიკვდილიანობის შემცირების ხარჯზე;
• მძიმე სისხლძარღვოვანი და კორონარული გართულებების განვითარების რისკის შესამცირებლად
- არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტი
- კორონარული სიკვდილი
- ინსულტი
- რევასკულარიზაციის ოპერაციები
• კორონარული სისხლის მიმოქცევის აღდგენის ოპერაციების (როგორიცაა აორტო-კორონარული შუნტირება და კანიდან ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა) ჩატარების აუცილებლობის რისკის შემცირება;
• პერიფერული სისხლის მიმოქცევის და სხვა სახის არაკორონარული რევასკულარიზაციის აღდგენის ოპერაციული ჩარევის აუცილებლობის რისკის შემცირება;
• სტენოკარდიის შეტევებთან დაკავშირებით ჰოსპიტალიზაციის რისკის შემცირება.
ჰიპერქოლეტერინემია
• თუ დიეტისა და მკურნალობის სხვა არამედიკამენტოზური მეთოდების გამოყენება არასაკმარისია, ზოკორი ფორტე ინიშნება დიეტასთან ერთად, შემდეგი მიზნებისათვის:
- საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, ტრიგლიცერიდების, B აპოლიპოპროტეინების (აპო B) მომატებული დონის შესამცირებლად.
- მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონის მომატება პაციენტებში პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით, ჰეტეროზიგოტული ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის ჩათვლით (IIა ტიპის ჰიპერლიპიდემია ფრედრიქსონის კლასიფიკაციით) ან შერეული ჰიპერქოლესტერინემიით (IIბ ტიპის ჰიპერლიპიდემია ფრედრიქსონის კლასიფიკაციით)
• დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების/მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და საერთო ქოლესტერინის/ მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მაჩვენებლების შემცირება
• ჰიპერტრიგლიცერიდემია (IV ტიპის ჰიპერლიპიდემია ფრედრიქსონის კლასიფიკაციით)
• დიეტის ან მკურნალობის სხვა მეთოდების დროს ავადმყოფებში ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და B აპოლიპოპროტეინების მომატებული დონის შესამცირებლად.
• პირველადი დისბეტალიპოპროტეინემია (III ტიპის ჰიპერლიპიდემია ფრედრიქსონის კლასიფიკაციით).
პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით – ზოკორი ფორტე ამცირებს პერიფერული სისხლძარღვოვანი გართულებების განვითარების საშიშროებას (რევასკულარიზაციის ოპერაციების ჩატარების, ქვედა კიდურების ამპუტაციის, ტროფიკული წყლულების განვითარების).
პაციენტებში გიდ-ით და ჰიპერქოლესტერინემიით ზოკორი ფორტე ანელებს კორონარული ათეროსკლეროზის განვითარებას, ახალი გართულებების განვითარების სიხშირის შემცირების ჩათვლით.
უკუჩვენებები:
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
• ღვიძლის დაავადება აქტიურ ფაზაში ან სისხლის პლაზმაში ტრანსამინაზების უცნობი ეტიოლოგიის მდგრადი მომატება.
• ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი
სიფრთხილით:
• სიმვასტატინმა, გმგ-CoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, შეიძლება ზოგჯერ მიოპათია გამოიწვიოს. ბევრ პაციენტს, რომლებმაც სიმვასტატინით მკურნალობის დროს რაბდომიოლიზი განიცადეს, გართულებული ანამნეზი ჰქონდათ, მათ შორის თირკმლის უკმარისობა აწუხებდათ, როგორც წესი შაქრიანი დიაბეტის შედეგად. ასეთი პაციენტები საჭიროებენ უფრო სათანადო დაკვირვებას. ოპერაციულ ჩარევამდე რამდენიმე დღით ადრე, და ასევე პოსტოპერაციულ პერიოდში, სიმვასტატინით მკურნალობა ასეთ პაციენტებში დროებით უნდა შეწყდეს.
• პაციენტებში, შრატის ტრანსამინაზების მდგრადი მომატებული დონით, რომელიც 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს, პრეპარატი უნდა მოიხსნას.
• თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ), სათანადოდ უნდა შეფასდეს დღეში პრეპარატის 10 მგ-ზე მეტი დოზის დანიშვნის მიზანშეწონილობა. თუ ასეთი დოზირება აუცილებელია, მისი დანიშვნისას სიფრთხილეა საჭირო.
• მკურნალობის დაწყებამდე ალკოჰოლის ჭარბი მიღება.
ორსულობისა და ძუძუთი კვების გამოყენება:
ზოკორი ფორტე უკუნაჩვენებია ორსულებში. ვინაიდან ორსული ქალებისათვის პრეპარატის უსაფრთხოება დამტკიცებული არ არის და არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ორსულობის დროს პრეპარატით მკურნალობას სარგებელი მოაქვს, ორსულობის დადგენის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. შვილოსნობის ასაკის ქალებში სიმვასტატინი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაინიშნოს, თუ ორსულობა ნაკლებ სავარაუდოა. თუ ზოკორით მკურნალობის პროცესში, ქალი დაორსულდა, პრეპარატი უნდა მოიხსნას, ხოლო თვით ქალი კი გაფრთილებულ უნდა იქნას ნაყოფისათვის შესაძლო საფრთხის შესახებ.
სიმვასტატინი ან მისი მეტაბოლიტების დედის რძეში გამოყოფის შესახებ მონაცემები არ არსებობს. ლაქტაციის პერიოდში ზოკორის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში, გათვალისწინებულ უნდა იქნას, რომ ბევრი სამკურნალო პრეპარატი დედის რძეში გამოიყოფა, და არსებობს სერიოზული გვერდითი მოვლენის განვითარების საშიშროება, ამიტომ ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.
პედიატრიულ პრაქტიკაში გამოყენება:
ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გამოყენების შესახებ მონაცემები არასაკმარისია, ამიტომ ბავშვებში გამოყენება რეკომენდებული არ არის.
გამოყენების მეთოდები და დოზები:
პრეპარატ ზოკორი ფორტეთი მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს უნდა დაენიშნოს სტანდარტული ჰიპოქოლესტერინული დიეტა, რომელიც მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში უნდა იქნას დაცული.
ზოკორის რეკომენდებული დოზები – 5 –დან 80 მგ-მდე, მიიღება დღეში ერთხელ საღამოს საათებში. ზოკორის დოზის შერჩევისას, მისი შეცვლა ხდება ინტერვალით არა ნაკლებ 4 კვირისა, მაქსიმალური დღიური დოზის მიღწევამდე 80 მგ დღეში ერთხელ საღამოს საათებში.
პაციენტები გულის იშემიური დაავადებით (გიდ) ან გულის იშემიური დაავადების განვითარების მაღალი რისკით
ზოკორის სტანდარტული საწყისი დოზა პაციენტებისათვის გულის იშემიური დაავადების განვითარების მაღალი რისკით კომბინაციაში ჰიპერლიპიდემიასთან ან მის გარეშე (შაქრიანი დიაბეტის, ანამნზეში გადატანილი ინსულტის ან სხვა ცერებროვასკულური დაავადებების, პერიფერული სისხლძარღვების დაავადებების, გულის იშემიური დაავადების არსებობისას) შეადგენს 40 მგ-ს დღეში ერთხელ საღამოს საათებში. მედიკამენტოზური თერაპიის დანიშვნა შეიძლება ერთდოულად დიეტასა და სამკურნალო ფიზკულტურასთან ერთად.
პაციენტები ჰიპერქოლესტერინემიით, რომელთაც ზემოთ ჩამოთვლილი რისკ ფაქტორები არ გააჩნიათ
ზოკორის სტანდარტული საწყისი დოზა შეადგენს 20 მგ-ს დღეში ერთხელ საღამოს საათებში. პაციენტებისათვის, რომლებისთვისაც აუცილებელია დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონის დაქვეითება, საწყისი დოზა შეიძლება შეადგენდეს 40 მგ-ს დღეში ერთხელ საღამოს საათებში. პაციენტებში მსუბუქი ან ზომიერი ჰიპერქოლესტერინემიით ზოკორით თერაპიის დაწყება შეიძლება დოზით 10 მგ დღეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ზემოთ აღწერილი სქემის შესაბამისად (იხ. “გამოყენების მეთოდები და დოზები/გულის იშემიური დაავადება”).
პაციენტები ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით
ზოკორის რეკომენდებული დოზა შეადგენს 40 მგ-ს დღეში ერთხელ საღამოს საათებში, ან 80 მგ დღეში 3-ჯერ: 20 მგ დილით, 20 მგ დღე და 40 მგ საღამოს. ასეთ პაციენტებში ზოკორი გამოიყენება კომბინაციაში მკურნალობის სხვა მეთოდებთან, რომლებიც ამცირებენ ქოლესტერინის დონეს (მაგალითად, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზი) ან მათ გარეშე, თუ ისინი არ არის ხელმისაწვდომი.
თანმხლები თერაპია
ზოკორი ფორტე შეიძლება დაინიშნოს როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე კომბინაციაში ნაღვლის მჟავეების სექვესტრანტებთან.
პაციენტები, რომლებიც ღებულობენ ციკლოსპორინს, დანაზოლს, ჰემფიბროზილს ან სხვა ფიბრატებს (ფენოფიბრატების გარდა), ან ნიაცინს ლიპიდების შემამცირებელ დოზებში (≥ 1გრ/დღეში) კომბინაციაში სიმვასტატინთან, ზოკორის მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში. პაციენტებისათვის, რომლებიც ზოკორთან ერთად ღებულობენ ამიოდარონს ან ვერეპამილს, ზოკორის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს (იხ. განსაკუთრებული მითითებანი/მიოპათია/რაბდომიოლიზი და სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება).
თირკმლის უკმარისობის დროს
ვინაიდან ზოკორი ფორტე გამოიყოფა მცირე რაოდენობით თირკმლების მიერ, ავადმყოფებში თირკმლის ზომიერად გამოხატული უკმარისობით დოზა კორექციას არ საჭიროებს. პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ), სათანადოდ უნდა შეფასდეს დღეში პრეპარატის 10 მგ-ზე მეტი დოზის დანიშვნის მიზანშეწონილობა. თუ ასეთი დოზირება საჭიროა, პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს
ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.