ზოკარდისი 7,5 მგ
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): zofenopril calcium
პრეპარატი ზოკარდისი® შეიცავს კალციუმის ზოფენოპრილს, რომელიც მიეკუთვნება არტერიული წნევის დამწევ მოქმედი საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით ანგიოტენზინ- გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები. ზოკარდისი® გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: • მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია); • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი პაციენტებში გულის უკმარისობის სიმპტომებით ან სიმპტომების გარეშე, ასევე პაციენტებში, რომლებიც არ ღებულობდნენ სისხლის კოლტების დამშლელ პრეპარატებს (თრომბოლიზური თერაპია). 2. პრეპარატი ზოკარდისის® მიღების წინ ზოკარდისი® უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში: • თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 6 "პრეპარატი ზოკარდისის® შემადგენლობა") • თუ წარსულში ადგილი ჰქონდა ალერგიულ რეაქციებს ნებისმიერი სხვა აგფ ინჰიბიტორის, მაგალითად კაპტოპრილის ან ენალაპრილის, მიმართ • თუ წარსულში ადგილი ჰქონდა სახის, ცხვირის და ყელის არეში მძიმე შეშუპებას (კვინკეს შეშუპება), რომელიც უკავშირდება ადრე ჩატარებულ თერაპიას აგფ ინჰიბიტორებით, ან გაქვთ მემკვიდრეობითი/იდიოპათური ანგიონევროზული შეშუპება (კანის, ქსოვილების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის და სხვა ორგანოების სწრაფი შეშუპება). • ღვიძლის მძიმე დაავადებები • თირკმლის არტერიის შევიწროება • ორსულობის მე-3 თვიდან (თავი შეიკავეთ ზოკარდისის® გამოყენებისგან ორსულობის ადრეულ ეტაპზე) - იხ. პარაგრაფი ორსულობის შესახებ • შვილოსნობის ასაკის ქალები, თუ ისინი არ იყენებენ ეფექტურ კონტრაცეფციას. ზოკარდისის® გამოიყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა: ზოკარდისის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს შემდეგ შემთხვევებში: • თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა და ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები • თუ გაქვთ თირკმელების დარღვევებით ან თირკმლის არტერიის შევიწროებით განპირობებული მაღალი არტერიული წნევა (ვაზორენალური ჰიპერტენზია) • ახლად გადატანილი თირკმლის ტრანსპლანტაცია • დიალიზით მკურნალობა • მკურნალობა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზის ჩატარებით (თირკმელების დიალიზის ანალოგიური პროცედურები, როდესაც ხდება სისხლის გაწმენდა მავნე ქოლესტერინისაგან) • სისხლში ალდოსტერონის ჰორმონის პათოლოგიურად მაღალი კონცენტრაცია (პირველადი ალდოსტერონიზმი) • გულის სარქველის ხვრელის შევიწროება (აორტის ხვრელის სტენოზი) ან გულის კედლის გასქელება (ჰიპერტროფული კარდიომიოპათია) • თუ გაწუხებთ ან წარსულში გაწუხებდათ ფსორიაზი (კანის დაავადება, რომელიც ხასიათდება აქერცლილი, ვარდისფერი ლაქებით) • მწერების ნაკბენების საწინააღმდეგოდ მიმართული მკურნალობის ჩატარება დესენსიბილიზაციის მეთოდით („ალერგიის საწინააღმდეგო ინექციები"). ზოკარდისით® მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება, განსაკუთრებით პირველი დოზის მიღების შემდეგ (ამის რისკი უფრო მაღალია დიურეზული საშუალებების ერთდროული მიღების, დაბალმარილიანი დიეტის პირობებში ან გაუწყლოების შემთხვევაში). აღნიშნული მდგომარეობის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, და შემდეგ დაწექით ზურგზე. ოპერაციის ჩატარებამდე ანესთეზიის წინ აუცილებელია აცნობოთ ანესთეზიოლოგს პრეპარატი ზოკარდისის® მიღების შესახებ. ეს შესაძლებლობას მისცემს მას ნარკოზის დროს გააკონტროლოს პაციენტის არტერიული წნევა და გულის რიტმი. აღნიშნულის გარდა, თუ თქვენ გადატანილი გაქვთ მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი და: • თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა (ვერცხლისწყლის სვეტის <100 მმ) ან სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა (გულის მხრივ დარღვევების შედეგად განვითარებული) - ზოკარდისის® მიღება რეკომენდებული არ არის. • თუ თქვენი ასაკი აღემატება 75 წელს - ზოკარდისი® მიიღება განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით. აცნობეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულოად (ან შეიძლება იყოთ ორსულად). რეკომენდებული არ არის ზოკარდისის® მიღება ორსულობის ადრეულ ეტაპზე; არ შეიძლება მისი მიღება ორსულობის 3 თვიდან, რადგან ამ შემთხვევაში პრეპარატმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს (იხ. პარაგრაფი ორსულობის შესახებ). ზოკარდისის® მიღება ბავშვებისათვის და მოზარდებისათვის რეკომენდებული არ არის. სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით. განსაკუთრებით აცნობეთ ექიმს შემდეგი პრეპარატების მიღების შესახებ: • პრეპარატები, რომლებიც იწვევს სისხლში კალიუმის კონცენტრაციის გაზრდას (კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეზული საშუალებები, მაგალითად, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი, ან კალიუმის დანამატები), კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები • ლითიუმი (გამოიყენება გუნება-განწყობის აშლილობის სამკურნალოდ). • საანესთეზიო საშუალებები • ნარკოტიკული პრეპარატები (მაგალითად, მორფინი) • ანტიფსიქოზური საშუალებები (გამოიყენება შიზოფრენიის და ანალოგიური დაავადებების სამკურნალოდ) • ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაგალითად, ამიტრიპტილინი და კლომიპრამინი • არტერიული წნევის დასაქვეითებელი სხვა პრეპარატები და სისხლძარღვების გამაფართოვებელი საშუალებები (მათ შორის ბეტა-ბლოკერები, ალფა-ბლოკერები და დიურეზულები, მაგალითად, ჰიდროქლორთიაზიდი, ფუროსემიდი, ტორასემიდი) • ნიტროგლიცერინი და სხვა ნიტრატები, რომლებიც გამოიყენება გულ-მკერდის არეში ტკივილის დროს (სტენოკარდია) • ანტაციდები, ციმეტიდინის ჩათვლით (გამოიყენება გულძმარვისა და კუჭის წყლულის სამკურნალოდ) • ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ) და სხვა იმუნოდეპრესანტები (სამკურნალოსაშუალებები, რომლებიც აქვეითებს ორგანიზმის დამცავ რეაქციას) • ალოპურინოლი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ) • ინსულინი ან დიაბეტის სამკურნალო პერორალური პრეპარატები • ციტოსტატიკები (გამოიყენება კიბოს ან ორგანიზმის დამცავ სისტემაზე მოქმედი დაავადებების სამკურნალოდ) • კორტიკოსტეროიდები (ძლიერი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები) • პროკაინამიდი (გამოიყენება გულის რიტმის დარღვევების დროს) • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს, მაგალითად, ასპირინი ან იბუპროფენი). • სიმპათომიმეტიკური პრეპარატები (ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატები, ასთმის ან პოლინოზის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატის ჩათვლით, ან პრესორული ამინები, მაგალითად, ადრენალინი). პრეპარატი ზოკარდისის® საკვებთან და სასმელთან მიღება: ზოკარდისის® მიღება შეიძლება ჭამის დროს ან უზმოზე, მაგრამ უკეთესია ტაბლეტების მიღება წყლის მიყოლებით. ალკოჰოლი აძლიერებს ზოკარდისის® ჰიპოტენზიურ ეფექტს (არტერიული წნევის დაქვეითება); პრეპარატის მიღების დროს ალკოჰოლური სასმელების გამოყენებასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს. ორსულობა და ძუძუთი კვება ორსულობა: აცნობეთ ექიმს თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება იყოთ ორსულად). თუ გეგმავთ ორსულობას, ან ორსულობის დადგენის შემთხვევაში, სავარაუდოდ თქვენი ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას ზოკარდისის® მიღების შეწყვეტის შესახებ და გირჩევთ სხვა პრეპარატს. ზოკარდისის® მიღება ორსულობის ადრეულ ეტაპზე რეკომენდებული არ არის; არ შეიძლება მისი მიღება ორსულობის 3 თვიდან, რადგან ამ შემთხვევაში პრეპარატმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს. ძუძუთი კვება: აცნობეთ ექიმს, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვების დაწყებას. ზოკარდისი® რეკომენდებული არ არის მეძუძური დედებისთვის; ამიტომ, თუ გეგმავთ ძუძუთი კვების გაგრძელებას, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა პრეპარატი - განსაკუთრებით თუ ბავშვი ახალშობილი ან დღენაკლულია. ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე აღნიშნულმა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან დაღლილობა. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში თავი შეიკავეთ ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისგან. მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი ზოკარდისის® ზოგიერთი კომპონენტის შესახებ მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას - თუ თქვენ გაქვთ აუტანლობა შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ, მკურნალობის დაწყების წინ კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს. მოცემული პრეპარატი რეკომენდებული არ არის ბავშვებისათვის და მოზარდებისათვის. 3. პრეპარატი ზოკარდისის® მიღების წესი: ზოკარდისის® მიღებისას ყოველთვის ზუსტად შეასრულეთ ექიმის მითითებები. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ზოკარდისის® მიღება შეიძლება ჭამის დროს ან უზმოზე. უკეთესია ტაბლეტების მიღება წყლის მიყოლებით. მომატებული არტერიული წნევის მკურნალობა (ჰიპერტენზია): ზოკარდისის® ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 15 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. ექიმი დოზებს ადგენს თანდათანობით საუკეთესო ეფექტის მისაღებად (როგორც წესი, ოთხი კვირის ინტერვალით). ჩვეულებრივ, ხანგრძლივი ჰიპოტენზიური ეფექტი აღინიშნება დღე- ღამეში 30 მგ ზოკარდისის® მიღების შემთხვევაში. ზოკარდისის® დღე-ღამის მაქსიმალური დოზა შეადგენს 60 მგ, ერთ ან ორ მიღებაზე განაწილებით. გაუწყლოების, მარილოვანი უკმარისობის ან სხვა დიურეზული საშუალებების (შარდმდენი საშუალებების) მიღების შემთხვევაში მკურნალობის დაწყება საჭიროა 7,5 მგ ზოკარდისის® მიღებით. დარღვევები თირკმელების ან ღვიძლის მხრივ: ღვიძლის საშუალო ხარისხის უკმარისობის ან თირკმელების საშუალოდან მძიმე ხარისხამდე უკმარისობის მქონე პაციენტებს ექიმის მიერ ენიშნებათ ზოკარდისის® ნახევარი დოზა (15 მგ). დიალიზის ჩატარების შემთხვევაში საწყისი დოზა შეადგენს ჩვეულებრივი თერაპიული დოზის მეოთხედ ნაწილს (7,5 მგ). მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი: ზოკარდისით® მკურნალობის დაწყება აუცილებელია სიმპტომების გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში. მიიღეთ ზოკარდისის® ტაბლეტები ორჯერ დღე-ღამეში - დილით და საღამოს - ქვემოთ მითითებული სქემის შესაბამისად: • 7,5 მგ ორჯერ დღე-ღამეში - მკურნალობის პირველ და მეორე დღეს. • 15 მგ - მკურნალობის მესამე და მეოთხე დღეს. • მეხუთე დღიდან დოზა იზრდება 30 მგ-მდე ორჯერ დღე-ღამეში. • არტერიული წნევის მაჩვენებლის შესაბამისად მკურნალ ექიმს შეუძლია შეცვალოს დოზა ან დანიშნოს მაქსიმალური დოზა • ამის შემდეგ აუცილებელია მკურნალობის ჩატარება ექვსი კვირის განმავლობაში ან მეტხანს, თუ გულის უკმარისობის სიმპტომები კვლავ რჩება. პრეპარატი ზოკარდისის® დოზის გადაჭარბება: ზედმეტი ტაბლეტების შემთხვევით მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ გადაუდებელი დახმარების უახლოეს განყოფილებას (თუ შესაძლებელია, თან იქონიეთ დარჩენილი ტაბლეტები, შეფუთვა ან წინამდებარე ჩანართი). დოზის გადაჭარბების ყველაზე ხშირ სიმპტომებს და ნიშნებს წარმოადგენს არტერიული წნევის დაცემა გულყრით (ჰიპოტენზია), გულის რიტმის მნიშვნელოვანი შენელება (ბრადიკარდია), სისხლის ბიოქიმიური მაჩვენებლების შეცვლა (ელექტროლიტები) და თირკმელების ფუნქციის დარღვევა. თუ დაგავიწყდათ პრეპარატი ზოკარდისის® დოზის მიღება: პრეპარატის დოზის მიღების გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ შემდეგი დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ. მაგრამ, თუ დოზის მიღებიდან გავიდა დიდი დრო (მაგალითად, რამდენიმე საათი), და უკვე შემდეგი მიღების დრო ახლოვდება, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ შემდეგი ტაბლეტი ჩვეულებრივ დანიშნულ დროს. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ. ზოკარდისის® მიღების შეწყვეტა: ზოკარდისის® მიღების შეწყვეტამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, მიუხედავად იმისა, იღებთ თუ არა ამ პრეპარატს არტერიული წნევის მომატებასთან დაკავშირებით თუ მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ. მოცემული პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 4. შესაძლო გვერდითი მოქმედება: როგორც ნებისმიერ პრეპარატს, ზოკარდისსაც® შეუძლია გვერდითი მოქმედებების გამოწვევა, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში. აგფ ინჰიბიტორების მიღებასთან დაკავშირებული უმეტესი გვერდითი მოქმედებები ატარებს შექცევად ხასიათს და ქრება მკურნალობის დასრულების შემდეგ. ხშირი გვერდითი მოქმედებები (ათი ნამკურნალები პაციენტიდან ერთზე ნაკლები სიხშირე): • გადაღლა (დაღლილობა) • გულისრევა და/ან ღებინება • თავბრუსხვევა • თავის ტკივილი • ხველა
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოქმედებები (ასი ნამკურნალები პაციენტიდან ერთზე ნაკლები სიხშირე): • ზოგადი სისუსტე • კუნთების სპაზმი • კანზე გამონაყარი. იშვიათი გვერდითი მოქმედებები (ათასი ნამკურნალები პაციენტიდან ერთზე ნაკლები სიხშირე): • სწრაფად განვითარებადი შეშუპება და ქავილი, განსაკუთრებით სახის, პირის და ყელის არეში, სუნთქვის შესაძლო გაძნელებით. ზოკარდისის® გამოყენებისას რეგისტრირებული გვერდითი მოქმედებების გარდა, შემდეგი მოვლენები აღწერილია აგფ ინჰიბიტორების გამოყენების შემთხვევაში: • თავბრუსხვევით, მხედველობის დარღვევით, გონების დაკარგვით (გულყრა) მიმდინარე არტერიული წნევის გამოხატული დაცემა მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდის შედეგად • გულის გახშირებული ან არარეგულარული რიტმი, გულისცემა და ტკივილი გულ-მკერდის არეში (მიოკარდიუმის ინფარტქი ან სტენოკარდია). • ცნობიერების დარღვევა, მოულოდნელი თავბრუსხვევა, მხედველობის მოულოდნელი დარღვევა და/ან სხეულის ერთ მხარეს მგრძნობელობის დაკარგვა (იშემიური ტიპის ტვინის სისხლმიმოქცევის გარდამავალი დარღვევა ან ინსულტი). • პერიფერიული შეშუპება (კიდურების ქსოვილებში სითხის დაგროვება), ფეხზე დგომისას დაბალი არტერიული წნევა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, კუნთების ტკივილი და/ან სპაზმი. • თირკმელების ფუნქციის დაქვეითება, შარდის დღე-ღამის მოცულობის შეცვლა, შარდში ცილების არსებობა (პროტეინურია), იმპოტენცია. • ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, შეკრულობა, პირის სიმშრალე. • ალერგიული რეაქციები, მაგალითად, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, კანის აქერცვლა, გაწითლება, გასივება და კანზე ბუშტუკების წარმოქმნა (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), ფსორიაზის მიმდინარეობის გაუარესება (კანის დაავადება, რომელიც ხასიათდება აქერცლილი, ვარდისფერი ლაქებით), თმის ცვენა (ალოპეცია). • გაძლიერებული ოფლდენა და გაწითლება. • ხასიათის შეცვლა, დეპრესია, ძილის დარღვევა, კანის მგრძნობელობის შეცვლა, მაგალითად წვა, ჩხვლეტა ან დაბუჟება (პარესთეზია), წონასწორობის დარღვევა, გონების არევა, ხმაური ყურებში (ტინიტუსი), გემოს აღქმის დარღვევები, არამკვეთრი მხედველობა. • სუნთქვის გაძნელება, ფილტვებში სასუნთქი გზების შევიწროება (ბრონქოსპაზმი), სინუსიტი, სისველე ცხვირიდან ან ცხვირის გაჭედვა (რინიტი), ენის ანთება (გლოსიტი), ბრონქიტი. • კანის გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის ან კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (ჰეპატიტი, პანკრეატიტი), ნაწლავის ობსტრუქცია (გაუვალობა). • ცვლილებები სისხლის მაჩვენებლებში, მაგალითად, ჰემოგლობინის, ერითროციტების, ლეიკოციტების ან თრომბოციტების მაჩვენებლების ცვლილებები, ან სისხლის ყველა სახის უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია). მიმართეთ ექიმს სწრაფად განვითარებული სისხლჩაქცევების, ყელში აუხსნელი ტკივილის ან ციებ-ცხელების შემთხვევაში. • სისხლში ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზი) და ბილირუბინის აქტიურობის მომატება, სისხლში შარდოვანას და კრეატინინის კონცენტრაციის მომატება. • ერითროციტების დაშლით გამოწვეული ანემია (ჰემოლიზური ანემია), რომელიც ვლინდება გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის უკმარისობის შემთხვევაში. გვერდითი მოქმედებების გაძლიერების, ან ისეთი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ჩანართში, აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 5. პრეპარატი ზოკარდისის® შენახვის წესი: პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
მოცემული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. არ შეიძლება ზოკარდისის® გამოყენება შეფუთვაზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ("ვარგისია") გასვლის შემდეგ. პრეპარატის კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან გადაგდება არ შეიძლება. სამკურნალო პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. 6. დამატებითი ინფორმაცია: პრეპარატი ზოკარდისის® შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერება - კალციუმის ზოფენოპრილი 30 მგ. სხვა კომპონენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, კროსკარმელოზის ნატრიუმის მარილი, მაგნიუმის სტეარატი, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 400 და მაკროგოლი 6000 (იხ. პარაგრაფი 2 "მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოკარდისის® ზოგიერთი კომპონენტის შესახებ"). პრეპარატი ზოკარდისის® აღწერა და შეფუთვა: ზოკარდისი® 30 არის თეთრი ფერის მოგრძოაპკისებური გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით, 15, 25 აპკისებური გარსით დაფარული ტაბლეტი შეფუთვაში და 4, 7, 14, 28 აპკისებური გარსით დაფარული ტაბლეტი შეფუთვაში პერფორირებული უჯრედებით. შეიძლება ბაზარზე ყველა სახის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით. ვარგისიანობის ვადა: 36 თვე
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები
მწარმოებელი კომპანია: Menarini Manufacturing Logistics and Services S.r.L
მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
გამოშვების ფორმა: 30მგ შემოგარსული ტაბლეტი #28
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
1. პრეპარატი ზოკარდისის® აღწერა და გამოყენება:მწარმოებელი კომპანია: Menarini Manufacturing Logistics and Services S.r.L

სად შევიძინოთ?
სულ 284 აფთიაქშიდიღმის მასივი, V კვარ. კორპ..3 ა.
ალაზნის გამზირი ბაზრის მიმდ. ტერიტორია
ამბროლაური, კოსტავას № 7
ქ.თბილისი, ვარკეთილი მე-3 მ/რ კორპ № 336
თემქა Õ XI მკ/რ 14 კორპ.--თბილისი