newhospitals

ზო-20 20მგ #20ტ GMP

ზო-20 20მგ #20ტ GMP
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
4220ნახვა

შემადგენლობა:

პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - სიმვასტატინის 20 მგ-ს.

 

მოქმედების მექანიზმი:
ზო-20 - ჰიპოქოლესტერინემიული პრეპარატი. ზო-20-ის აქტიური ნივთიერება - სიმვასტატინი ორგანიზმში განიცდის ჰიდროლიზს შესაბამის ჰიდროქსიმჟავას წარმოებულამდე, ახდენს 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოენზიმ A (HMG-CoA)-)-რედუქტაზას ინჰიბირებას ანუ მოქმედებს ფერმენტზე, რომელიც წარმოადგენს ქოლესტერინის ბიოსინთეზის საწყისი სტადიის კატალიზატორს.
ზო-20 ამცირებს საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებისა (დსლ) და ძალინ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (ძდსლ) შემცველობას სისხლის პლაზმაში. ასევე, იწვევს მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (მსლ) შედარებით მატებასა და ტრიგლიცერიდების დონის შემცირებას.
ზო-20 ეფექტურია საერთო ქოლესტერინის და დსლ-ის დონის შესამცირებლად ჰეტეროზიგოტური ოჯახური და არაოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის დროს. ასევე - შერეული ჰიპერლიპიდემიის დროს, როცა ქოლესტერინის მაღალი დონე ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია.
პრეპარატის მოქმედება ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში, ხოლო 4-6 კვირაში მიიღწევა მაქსიმალური თერაპიული ეფექტი. სამკურნალო ეფექტი შენარჩუნებული რჩება პრეპარატით მკურნალობის გაგრძელების შემთხვევაში.
სიმვასტატინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პლაზმის ცილებს უკავშირდება 95%, ღვიძლში "პირველადი გავლის" შემდეგ გამოიყოფა ნაღვლის საშუალებით.

 

ჩვენება:
ჰიპერქოლესტერინემია:
- პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით დაავადებულებში საერთო ქოლესტერინისა და ქოლესტერინი/დსლ გაზრდილი შეფარდების შემცირება, როცა დიეტოთერაპია და სხვა არაფარმაკოლოგიური ღონისძიებანი უშედეგოა; სიმვასტატინი ზრდის მსლ-ის შემცველობას და ამით ამცირებს დსლ/მსლ და საერთო ქოლესტერინი/მსლ შეფარდებებს.
- კომბინირებული ჰიპერქოლესტერინემიისა და ჰიპერტრიგლიცერიდემიის დროს ქოლესტერინის გაზრდილი დონის შემცირება, როცა ჰიპერქოლესტე-რინემია რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.
გულის იშემიური დაავადება;
პრეპარატი ნაჩვენებია პაციენტებში:
- საერთო სიკვდილიანობის შემცირების მიზნით;
- კორონარული პათოლოგიით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკის მიზნით;
- თავის ტვინის სისხლმომარაგების გარდამავალი დარღვევებისა და ინსულტის განვითარების რისკის შემცირების მიზნით;
- კორონარული სისხლის მიმოქცევის აღსადგენად ოპერაციის საჭიროების შემცირების მიზნით;
- კორონარული ათეროსკლეროზის პროგრესირების შეფერხების მიზნით.

 

უკუჩვენება:
ღვიძლის დაავადებები (აქტიურ ფაზაში), ტრანსამინაზების აქტივობის მყარი მატება (უცნობი ეტიოლოგიის), ორსულობა, ლაქტაცია, პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა. პრეპარატი არ ინიშნება ბავშვთა ასაკში.

 

უსაფრთხოების ზომები:
ზო-20-ით მკურნალობის დაწყებამდე და თერაპიული კურსის მიმდინარეობისას პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ჰიპოქოლესტერინულ დიეტაზე, ამავე დროს პერიოდულად ჩაიტაროს ღვიძლის ფუნქციური სინჯები. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ზო-20-ის დღიურ დოზას 80 მგ-ს, საჭიროა ღვიძლის ფუნქციების კვლევა ჩაიტარონ ყოველ 3 თვეში ერთხელ. სიმვასტატინით მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ტრანსამინაზების აქტივობის ტრანზიტორული ზომიერი მატება, რომელიც მიმდინარეობს უსიმპტომოდ და არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას. თუ ტრანსამინაზების დონე 3-ჯერ აჭარბებს დასაშვებ ზღვრულ ნორმას და აქვს მუდმივი ხასიათი, საჭიროა პრეპარატის მოხსნა.
ზო-20 ზრდის არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების მოქმედებას, ხოლო ციტოსტატიკებთან, იტრაკონაზოლთან, ფიბრატებთან, ნიკოტინის მჟავას მაღალ დოზებთან კომბინაციაში - მიოპათიის განვითარების რისკს. პაციენტებმა კუნთების ტკივილის, სისუსტის ან მომატებული მგრძნობელობის გამოვლენისთანავე უნდა მიმართონ ექიმს და კრეატინფოსფოკინაზას მნიშვნელოვანი მატების ან მიოპათიის განვითარების რისკის არსებობისას, საჭიროა ზო-20-ით მკურნალობის შეწყვეტა. ზო-20-სა და აზოლის წარმოებული ამტიმიკოზური საშუალებების ერთდროული დანიშვნისას საჭიროა ავადმყოფებზე განსაკუთრებული ყურადღება (მოსალოდნელია სისუსტის განვითარება და კრეატინფოსფოკინაზის დონის მატება).
ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის დროს, დსლ-რეცეპტორების სრული არარსებობისას, ზო-20-ით მკურნალობა სასურველ შედეგს არ იძლევა.

 

დოზირება და მიღების წესი:
ჰიპერქოლესტერინემიის დროს პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთჯერადად საღამოს. დოზის მომატებისას საჭიროა ოთხკვირიანი ინტერვალების დაცვა. მაქსიმალური დღიური დოზაა 80 მგ.
თუ დსლ-ის დონე მცირდება 75 მგ/დლ (1.94 მმოლ/ლ) ან პლაზმის საერთო ქოლესტერინის დონე მცირდება 140 მგ/დლ (3.6 მმოლ/ლ) და მეტად, საჭიროა ზო-20-ის დოზის შემცირება.
ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის დროს დღიური დოზაა - 40 მგ ერთჯერადად საღამოს, ან დღიური დოზა 80 მგ (გაყოფილი 3 მიღებაზე - 20 მგ დილით, 20 მგ შუადღისას, 40 მგ საღამოს).
გულის იშემიური დაავადების დროს მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისათვის საწყისი დოზა შეადგენს 20 მგ-ს ერთჯერადად საღამოს. საჭიროებისას დოზის კორექციას ახდენენ ისევე, როგორც ჰიპერქოლესტერინემიის შემთხვევაში.
ციკლოსპორინებთან, ფიბრატებთან ან ნიაცინთან კომბინაციაში სიმვასტატინის მაქსიმალური დოზა შეადგენს 10 მგ/დღეში.
ვინაიდან ზო-20-ის ელიმინაცია თირკმლების საშუალებით მინიმალური რაოდენობით ხდება, თირკმლის ფუნქციის ზომიერი დაზიანების მქონე პაციენტები არ საჭიროებენ დოზის კორექციას. ხოლო თირკმლის ფუნქციის გამოხატული დაზიანების მქონე პირებში (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ ნაკლები) სიმვასტატინის დღეში 10 მგ-ზე მეტი დოზით დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილე და მუდმივი კონტროლი.

 

გვერდითი მოვლენები:
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ასთენია; მუცლის ტკივილი, ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, დიარეა, დისპეპსია, პანკრეატიტი, ღებინება; გამონაყარი კანზე, ქავილი, ალოპეცია; ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია (ანგიონევროზული შეშუპება, ფოტოსენსიბილიზაცია, კანის ჰიპერემია, მგლურასებრი სინდრომი, რევმატიული პოლიმიალგია, ვასკულიტი, ართრიტი, ართრალგია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, ედს-ის მატება), ლაბორატორიული მაჩვენებლების გადახრა (ღვიძლის ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზის, გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზის, ჩონჩხის კუნთების კრეატინფოსფოკინაზის დონის მატება, ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილებები).
ზო-20 მთლიანობაში კარგად გადაიტანება, შესაძლებელია მცირედ გამოხატული და სწრაფად გარდამავალი გვერდითი მოვლენების გამოვლინება.

 

ვარგისიანობა და შენახვის პირობები:
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

 

გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი 20 მგ, შეფუთვაში 20 ტაბლეტი.

 

დანიშნულება:
ექიმის რეცეპტის მიხედვით!

 

მწარმოებელი ფირმა:
შ.პ.ს. "ჯი-ემ-პი" (საქართველო)

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.