ზიტაზონიუმი 10მგ #30ტ
ზიტაზონიუმის ყოველი ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერების - ტამოქსიფენის 10 მგ-ს (ტამოქსიფენის ციტრატის ფორმით).
ტაბლეტი, ასევე, შეიცავს: ლაქტოზას, სახამებელს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, პოლივიდონს, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატს, მაგნიუმის სტეარატს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიესტროგენული საშუალება
ACT კლასიფიკაციის კოდი: L02BA01
გამოყენების ჩვენებები: პრეპარატი გამოიყენება სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ.
უკუჩვენებები:- ორსულობა ან ლაქტაციის პერიოდი;
- წარსულში არსებული ალერგიული რეაქციები (მაგალითად: სახის ან პირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, გამონაყარი კანზე) ტამოქსიფენის ან სხვა ზემოთ მოცემული კომპონენტის მიმართ.
- ღრმა ვენების თრომბოზი (ვენებში თრომბების გაჩენა);
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. უსაფრთხოების ზომები:
ლაბორატორული გამოკვლევის ჩატარება მკურნალობის დაწყებამდე, მაგალითად: ტესტი ორსულობაზე ან სხვა ნებისმიერი გამოკვლევა ორსულობის გამოსარიცხად, ასევე, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციური სინჯები.
მაღალი არტერიული წნევის ან სისხლში შაქრის მომატებული დონისას. შესაძლებელია ზიტაზონიუმის ტაბლეტების მიღება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
მკურნალობის კურსის განმავლობაში ექიმი პერიოდულად ამოწმებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, სისხლის ზოგიერთი გამოკვლევის დანიშვნით. მას შეუძლია მიზანშეწონილად ჩათვალოს მხედველობის ფუნქციის კონტროლი და პერიოდული გინეკოლოგიური გამოკვლევები.
აუცილებელია ექიმის ინფორმირება, საშოდან უჩვეულო სისხლდენის ან გამონადენის ან საშოს ქავილის დროს, ასევე, ტაბლეტების მიღებისას ტკივილის დროს. ახალგაზრდა ქალებმა, რომლებიც იღებენ ზიტაზონიუმს, უნდა მიმართონ ექიმს მენსტრუაციის შეწყვეტის ან ციკლის დარღვევის (საშვილოსნოდან სისხლდენა) შემთხვევაში. მათ, ასევე, ექიმთან ერთად უნდა განიხილონ კონტრაცეპტული საშუალებების გამოყენება. საჭიროა უსაფრთხო მეთოდის შერჩევა, რომელიც არ იქნება დაკავშირებული ჩასახვის საწინაამღდეგო პრეპარატების მიღებასთან.
თუ დარღვეულია თირკმლის ფუნქცია, საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება.
სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება დაუშვებელია ზიტაზონიუმის მიღება შემდეგ პრეპარატებთან ერთად:
- ალოპურინოლი
- ანტიკოაგულანტები;
- ჩასახვის საწინაამღდეგო ტაბლეტები;
პაციენტები, რომლებიც იტარებენ სარძევე ჯირკვლის კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობას, ჩვეულებრივ, იღებენ სხვა პრეპარატებსაც, მაგალითად: ციტოსტატური მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობს სიმსივნური უჯრედების მოსპობას. ამ სამკურნალო საშუალებების კომბინაციით შეიძლება მოიმატოს თრომბოემბოლური გართულებების რისკმა. ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა:
შეიძლება ადგილი ჰქონდეს მხედველობის დარღვევას, რომელიც ხელს უშლის ავტომობილის უსაფრთხო მართვას. თავბრუსხვევის და მხედველობის დარღვევის შემთხვევაში არ შეიძლება ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა. დოზირება:
რეკომენდირებული დღიური დოზა შეადგენს 20 მგ-ს. დოზის მომატებისას დადებითი თერაპიული ეფექტის გაძლიერება არ არის დადასტურებული. 30-40 მგ დოზის ყოველდღიური გამოყენება შესაძლებელია, ძირითადად, პაციენტებისათვის სარძევე ჯირკვლის კიბოს გვიანი სტადიით. მკურნალობის ჩვეულებრივი კურსი გრძელდება 3-5 წელი. ტაბლეტების მიღება საჭიროა გარკვეული ინტერვალებით დღის განმავლობაში. პრეპარატის მიღების დავიწყებისას იგი მიიღება გახსენებისთანავე, სანამ დადგება შემდეგი ტაბლეტის მიღების დრო. ორმაგი დოზა არ მიიღება გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
შემთხვევით ჭარბი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ან მიმართვა უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში. პაციენტმა თან უნდა იქონიოს ეს ინსტრუქცია და დარჩენილი ტაბლეტები ექიმის ინფორმირებისათვის. გვერდითი ეფექტები:
ტამოქსიფენს შეუძლია არასასურველი ეფექტების გამოიწვევა. მათ შორის - წამოხურება სახეზე, სისხლდენა ან გამონადენი საშოდან, გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი, ტამოქსიფენით მკურნალობის საწყის ეტაპზე ტკივილი სიმსივნის უბანში (სიმსივნის ანთებითი ჰიპერემია). ზოგიერთ სხვა არასასურველ ეფექტს აქვს უფრო ზოგადი ხასიათი: მადის დაქვეითება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება ორგანიზმში სითხის შეკავება ან თმის ცვენა. შეიძლება განვითარდეს კანის დაზიანება ან ცვლილება (ეგზანთემა). რეგისტრირებულია ჰიპერმგრძობელობის რეაქციები, ასევე ანგიონევროზული შეშუპება.
ძალიან დიდი დოზების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა ან მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, რქოვანას შემღვრევა და ბადურას ცვლილება.
ზიტაზონიუმის ტაბლეტებს შეუძლია გააძლიეროს მიდრეკილება ღრმა ვენების თრომბოზისა და ფილტვის არტერიის ემბოლიისადმი.
მკურნალობის კურსის დასაწყისში სისხლში კალციუმის მაღალი დონე (ჰიპერკალცემია) შეიძლება აღენიშნოთ ავადმყოფებს ძვლებში მეტასტაზებით.
ლაბორატორიული გამოკვლევებით შეიძლება გამოვლინდეს თრომბოციტების და სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, ზოგჯერ ანემია ან თრომბოციტოპენია. იშვიათ შემთხვევებში აღწერილია ნეიტროპენია - ზოგჯერ მძიმე ფორმით. გარდა ამისა, შეიძლება მოიმატოს ღვიძლის ფერმენტების დონემ ღვიძლის სხვა სინჯებთან ერთად. ასევე, შეიძლება მოიმატოს სისხლში ტრიგლიცერიდების დონემ, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების შედეგად.
პაციენტებს, რომლებიც იღებენ ტამოქსიფენს, აღენიშნებათ საშვილოსნოს ფიბრომა, ენდომეტრიუმის ცვლილებები. შესაძლებელია საკვერცხეების კისტების განვითარება და არარეგულარული მენსტრუალური ციკლი. გამოშვების ფორმა:
10 ტაბლეტი 1 ბლისტერში, 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15-25°C, სინათლისა და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! ვარგისიანობის ვადა:
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტით. მწარმოებელი:
ფარმაცევტული ქარხანა ეგის სს უნგრეთი
EGIS PHARMACEUTICALS LTD HUNGARY