ჟოსტერინი #20კაფს
შემადგენლობა:
ხეშავის დაწვრილმანებული ნაყოფები -0,297 გ; კალციუმის სტეარატი;
ხეშავის დაწვრილმანებული ნაყოფები -0,297 გ; კალციუმის სტეარატი;
ნაყოფების ფხვნილი ასევე შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს, ანთოციანებს, ფისებს, ფლავონოიდებს (ქვერცეტინი, რამნეტინი, კემფეროლი, რამნოციტრინი). ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ჟოსტერინის კაფსულებს აქვს საფაღარათო მოქმედება, რაც განპირობებულია მასში ანტრაგლიკოზიდების შემცველობით, აღნიშნული ნივთიერებები აღიზიანებენ ნაწლავების ინტერორეცეპტორებს და აძლიერებენ პერისტალტიკას, მოქმედებენ მსხვილ ნაწლავზე და განაპირობებენ მის სწრაფად დაცლას. ჩვენება:
გამოიყენება ატონური და სპასტიური ყაბზობისას. ძირითადი მოქმედების გარდა ამჟღავნებს ადგილობრივ ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიტურ, შემომგარსველ, ბაქტერიციდულ თვისებებს. რეკომენდებულია კოლიტის, ბუასილის, სწორი ნაწლავის წყლულისა და ნახეთქების დროს. უკუჩვენება:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
- ჰემორაგიული სისხლდენა;
- ქრონიკული ქოლეცისტიტი. მიღების წესი და დოზირება:
1 კაფსულა დღეში ერთხელ ძილის წინ, ყოველ მეორე დღეს. მიღების ხანგრძლივობა და ინტერვალი ინიშნება ინდივიდუალურად. შეფუთვა:
10 კაფსულა ბლისტერზე, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში. შენახვა:
ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ სინათლისაგან დაცულ ადგილას გაცემის წესი:
ურეცეპტოდ; ვარგისიანობის ვადა:
1 წელი;



