newhospitals

ზენტელი-(ალბენდაზოლი)

ზენტელი-(ალბენდაზოლი)
ანოტაციის მომწოდებელია
4.2
1
რეკომენდაცია
2შეფასება
56929ნახვა
ALBENDAZOLE GLAXOSMITHKLINE, დიდი ბრიტანეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ტაბლეტები; შეფუთვაში 1 ც. 1 ტაბ. ალბენდაზოლი . . . . 400 მგ

პერორალური სუსპენზია ფორთოხლის არომატით: ფლაკონში 10 მლ. 10 მლ ალბენდაზოლი . . . . 400 მგ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰელმინთური და ანტიპროტოზოული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ზენტელი (ალბენდაზოლი) წარმოადგენს მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიპარაზიტულ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება ინტესტინული და ქსოვილოვანი პარაზიტებით - Enterobius vermicularis, Askaris lumbricoides, Trichuris trichiura, Ankylostoma duodenale, Necator Americanus, Strongyloides stercoralis, Hymenolepis nana, Taenia spp., Giardia intestinalis - გამოწვეული როგორც მონო-, ისე შერეული ინვაზიების სამკურნალოდ.

ჩვენებები: - ნემატოდოზები (ასკარიდოზი, ენტერობიოზი, ანკილოსტომიდოზი, ნეკატოროზი, ტრიქოცეფალოზი); - სტრონგილოიდოზი; - ნეიროცისტიცერკოზი, გამოწვეული Taenia solium-ის ლენტური ფორმით; - ღვიძლის, ფილტვების, პერიტონეუმის ექინოკოკოზი, გამოწვეული Echinococcus granulosus-ის ლენტური ფორმით; - ლამბლიოზი; - ტოქსოკაროზი; - როგორც დამხმარე საშუალება ექინოკოკური კისტის ქირურგიული მკურნალობის დროს.

დოზირების რეჟიმი: პრეპარატი მიიღება პერორალურად. არ საჭიროებს სხეულის მასის განსაზღვრას და დოზის დადგენას წონის მიხედვით. არ საჭიროებს უზმოზე მიღებას ან საფაღარათო საშუალებების მიღებას. პრეპარატი ინიშნება 1 წლიდან. [u]ენტერობიოზი დღიური დოზა: 1-2 წლის ასაკის ბავშვები: 200 მგ, ანუ 4% ორალური სუსპენზიის 5 მლ (10 მლ ფლაკონის 1/2). მოზრდილები და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 400 მგ, ანუ 4% ორალური სუსპენზიის 1 X 10 მლ ფლაკონი ან ზენტელი ტაბ. 400 მგ. მკურნალობის ხანგრძლივობა: ერთჯერადი დოზა. [u]ასკარიდოზი, ანკილოსტომოზი ტრიქოცეფალოზი დღიური

დოზა: 1-2 წლის ასაკის ბავშვები: 200 მგ, ანუ 4% ორალური სუსპენზიის 5 მლ (10 მლ ფლაკონის 1/2). მოზრდილები და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 400 მგ, ანუ 4% ორალური სუსპენზიის 1 X 10 მლ ფლაკონი ან ზენტელი ტაბ. 400 მგ. მკურნალობის ხანგრძლივობა: ერთჯერადი დოზა. [u]Anguillula ინვაზია ტენიაზი (სხვა პარაზიტულ ინვაზიებთან ასოცირებული) დღიური დოზა: მოზრდილები და 2 წელზე

უფროსი ასაკის ბავშვები: 400 მგ, ანუ 4% ორალუირ სუსუპენზიის 1 X 10 მლ ფლაკონი ან ზენტელი ტაბ. 400 მგ. მკურნალობის ხანგრძლივობა: 1 დოზა დღეში ერთხელ, 3 დღის განმავლობაში. ლამბლიოზი დღიური დოზა: ბავშვები: 400 მგ, ანუ 4% ორალური სუსპენზიის 1 X 10 მლ ფლაკონი ან ზენტელი ტაბ. 400 მგ. მკურნალობის ხანგრძლივობა: 1 დოზა დღეში ერთხელ, 5 დღის განმავლობაში. ტრიქინელოზი ბავშვები: 15 მგ/კგ/დღეში, ორ დოზად გაყოფილი. მოზრდილები: 800 მგ/დღეში, ორ დოზად გაყოფილი. მკურნალობის ხანგრძლივობა: 1 დოზა დილით და საღამოს 10-15 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ღვიძლის ფერმენტების, ტრანსამინაზების, აქტივობის მცირე ან ზომიერი მომატება. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. დერმატოლოგიური რეაქციები ხანგრძლივი მკურნალობის დროს: შექცევადი ალოპეცია, კანზე გამონაყარი, ქავილი. სხვა: ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები: - მომატებული მგძნობელობა პრეპარატის და ბენზიმინდაზოლის ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გადაწყდეს საკითხი ლაქტაციის შეწყვეტის შესახებ.
შენა

ხვის პირობები და ვადა: ტაბლეტები ინახება არა უმეტეს 30C ტემპერატურაზე; სუსპენზიები ინახება არა უმეტეს 30C ტემპერატურაზე და მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა - 5 წელი.

თამარი
2014-09-12
საჭიროებს თუ არა ზენტელი და ბრონხო იმუნალ_პ რეცეპტს?
ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
ლელა
2014-09-19
ზენტელი ვიყიდე და რეცეპტი არუნდა
ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.