newhospitals

ზალაინი 300მგ #1ვაგ.სუპოზ.

ზალაინი 300მგ #1ვაგ.სუპოზ.
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
5363ნახვა

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება:
300 მგ სერტაკონაზოლის ნიტრატი ყოველ ვაგინალურ სუპოზიტორიაში.
დამხმარე ნივთიერებები:
მყარი ნახევრად სინთეზური გლიცერიდები - ვიტეფსოლი და სუპოცირი, კოლოიდური კაჟბადის დიოქსიდი უწყლო.

 

აღწერილობა: ოვალური ფორმის თეთრი ცვილისებრი სუპოზიტორია, სუნის გარეშე.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. იმიდაზოლისა და ბენზოთიოფენის წარმოებული.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
სერტაკონაზოლი წარმოადგენს იმიდაზოლისა და ბენზოთიოფენის წარმოებულს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების ფართო სპექტრით. თერაპიულ დოზებში გააჩნია ფუნგიციდური და ფუნგისტატური ეფექტები. აქტიურია Candida სახეობის (C. albicans, C.tropicals, C.spp.) სხვა პათოგენური სოკოების (Pityrosporum orbiculare, Malassezia spp.), და დერმატოფიტების (Trichophyton da Microsporum) მიმართ. სერტაკონაზოლს ასევე გააჩნია ანტიბაქტერიული აქტივობა გრამდადებითი ბაქტერიების (სტაფილოკოკებისა და სტრეპტოკოკების), Gardnerella vaginalis, Enterococcus faecalis, Bacteroides, Trichomonas vaginalis მიმართ. სერტაკონაზლი არ თრგუნავს in vitro Lactobacillus spp. სიცოცხლისუნარიანობას.
სერტაკონაზოლის მოქმედების მექანიზმი გულისხმობს, სოკოს უჯრედის მემბრანის მნიშვნელოვანი კომპონენტის - ერგოსტეროლის ბიოსინთეზის დათრგუნვას, და კონკურენტულ ანტაგონიზმს უჯრედული კედლის სხვა კომპონენტთან - ტრიპტოფანთან, რაც იწვევს დეზორგანიზაციასა და უჯრედული კედლის განვლადობის მომატებას, პათოგენური მიკროორგანიზმის განადგურებას და დესტრუქციას.

ფარმაკოკინეტიკა:
გამოყენების შემდეგ სერტაკონაზოლის მაღალი კონცენტრაციები საშოს სანათურში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ნარჩუნდება და მნიშვნელოვნად აღემატება როგორც მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცეტრაციებს, ასევე ფუნგიციდურ კონცენტრაციებს (in vitro გამოკვლევების საფუძველზე) C.albicans, C.glabrata და სხვა სოკოებთან მიმართ, რომლებიც არ მიეკუთვნება Candida სახეობას.
ვაგინალური გამოყენებისას, პლაზმაში აქტიური ნივთიერების კონცენტრაციები ვერ აღწევენ დეტექციის ზღურბლს. სერტაკონაზოლის რადიოაქტიური ნიშნულით ვაგინალური გამოყენების შემდეგ სისხლის პლაზმაში ნიშნული აღმოჩენილ არ იქნა.

 

ჩვენებები:
კანდიდას სახეობის სოკოებით გამოწვეული, საშოს ლორწოვანი გარსის ინფექციების (კანდიდოზური ვულვოვაგინიტი) ადგილობრივი მკურნალობა.

 

გამოყენების წესი და დოზირება:
სუპოზიტორია ზალაინი გამოიყენება ინტრავაგინალურად ერთჯერადად.
პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია გარეთა სასქესო ორგანოების დაბანვა, ნეიტრალური ან ტუტე საპონის გამოყენებით. ერთი სუპოზიტორია შეიყვანება ღრმად საშოში, ზურგზე წოლით მდგომარეობაში, საღამოს ძილის წინ.
თუ დაავადების კლინიკური სიმპტომები კვლავ არსებობს, შვიდი დღის შემდეგ შეიძლება შევიყვანოთ კიდევ ერთი სუპოზიტორია.
სუპოზიტორიებით მკურნალობის პერიოდში, სასქესო ბაგეების და მიმდებარე უბნების თანმხლები ინფექციის (კანდიდოზური ვულვიტის) არსებობისას საჭიროა დამატებით გამოვიყენოთ ზალაინ კრემი გარეთა სასქესო ორგანოების და პერიანალურ მიდამოში.

 

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა სერტაკონაზოლის, სუპოზიტორია ზალაინის სხვა კომპონენტების, ან იმიდაზოლის წარმოებულების მიმართ.

 

ჭარბი დოზირება:
ინტრავაგინალური გამოყენებისას პრეპარატ ზალაინით ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა. პრეპარატის შემთხვევით შიგნით მოხვედრისას ნაჩვენებია კუჭის გამორეცხვა და სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება.

 

განსაკუთრებული მითითებანი:
დამახასიათებელი სიმპტომების არარსებობისას, საშოს ლორწოვან გარსზე კანდიდას სახეობის სოკოს გამოვლენა, ვაგინალური სუპოზიტორია ზალაინის გამოყენების ჩვენებას არ წარმოადგენს.
კანდიდოზის დიაგნოზის დადასტურებისას მნიშვნელოვანია დადგინდეს და აღმოიფხვრას საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ინფექციის განვითარებასა და შენარჩუნებას. სასქესო ორგანოების ჰიგიენისათვის რეკომენდებულია გამოიყენოთ ნეიტრალური საპონი, სინთეტიკური ტანსაცმლის ნაცვლად გამოვიყენოთ ბამბის ქვედა საცვალი, თავი ავარიდოთ საშოს ინტენსიურ დაბანვას და ა.შ.
სუპოზიტორიით მკურნალობის პერიოდში სასურველია გარეთა სასქესო ორგანოებსა და პერიანალურ მიდამოში დამატებით გამოვიყენოთ სოკოს საწინააღმდეგო კრემი. საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სოკოვან ინფექციებთან დაკავშირებული სხვა ინფექციების მკურნალობა.
პრეპარატის გამოყენებისას რეკომენდებულია თავი შევიკავოთ სქესობრივი კონტაქტებისაგან. რეინფექციის თავიდან ასაცილებლად ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს საკითხი სქესობრივი პარტნიორის პარალელური მკურნალობის შესახებ.
პრეპარატის გამოყენებისას მატულობს პრეზერვატივის ან დიაფრაგმის გახევის საშიშროება. თუ სქესობრივი აქტის დროს გამოიყენება პრეზერვატივი, რეკომენდებულია მოცემული ვაგინალური სუპოზიტორია გამოვიყენოთ აქტის შემდეგ.
მენსტრუაცია, სუპოზიტორიას გამოყენებისათვის უკუჩვენებას არ წარმოადგენს.

 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ორსულობისა და ლაქტაციის დროს სერტაკონაზოლის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს. პრეკლინიკურმა კვლევებმა უჩვენეს, რომ სერტაკონაზოლს არ გააჩნია ტერატოგენული და ემბრიოტოქსიკური ეფექტები. ინტრავაგინალური შეყვანის შემდეგ პრეპარატის სისტემური მოქმედების არარსებობისა და პრეპარატის გამოყენების მეთოდის (ერთჯერადი შეყვანა) გათვალისწინებით, სუპოზიტორია ზალაინის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ექიმის შეფასებით მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისა და ბავშვისათვის.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშოაბის უნარზე:
ვაგინალური სუპოზიტორია ზალაინის გამოყენება ზეგავლენას არ ახდენს ამ უნარზე.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
სუპოზიტორია ზალაინისა და ადგილობრივი სპერმიციდული კონტრაცეპტივების ერთად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს სპერმიციდული ეფექტი, ამიტომ მათი ერთობლივი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ზალაინ სუპოზიტორიათი მკურნალობის ფონზე ლატექსური პრეზერვატივების ან საშვილოსნოს რგოლების გამოყენება რეკომენდებული არ არის მათი დაზიანების საშიშროების გამო.

 

შეფუთვა:
1 ვაგინალური სუპოზიტორია შეფუთულია ბლისტერში, ხოლო შემდეგ გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. პრეპარატს ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30°С ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

აფთიაქდიან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

 

მწარმოებელი:
ლაბორატორია თერამექსი, მონაკო
ფერერ ინტერნასიონალ ს/ს ლიცენზიით ბარსელონა, ესპანეთი
ფარმაცევტული ქარხანა ეგის ს/ს
უნგრეთი

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.