ხოლოსასი 120მლ ფლ
ზოგადი დახასიათება: ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ბლანტი, მუქი-ყავისფერი ფერის სიროფის მსგავსი სითხე მომჟავო-მოტკბო გემოთი და სპეციფიკური სუნით. შემადგენლობა:
ასკილის ნაყოფების ექსტრაქტი.
დამხმარე ნივთიერებები: შაქარი. გამოშვების ფორმა:
სიროფი. ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბილიური პათოლოგიების სამკურნალო საშუალება.
ათქ კოდი A05A X 10. ფარმაკოლოგიური თვისებები:
ქოლოსასი აძლიერებს ნაღველისა და ნაღვლის მჟავების წარმოქმნას. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია: ასკორბინის მჟავათი, ვიტამინ P-თი, კაროტინებითა და სხვა ნივთიერებებით, რომლებსაც შეიცავს ასკილი. პრეპარატს არ გააჩნია ტოქსიკური თვისებები. ფარმაკოკინეტიკა:
არ არის შესწავლილი. გამოყენების ჩვენება:
ქოლოსასი გამოიყენება ქოლეცისტიტების, ქოლანგიტების, ქრონიკული ჰეპატიტების სამკურნალოდ. აუცილებლობის შემთხვევაში მისი გამოყენება რეკომენდებულია C- და P - ჰიპოვიტამინოზის დროს. მიღების წესი და დოზირება: ხოლოსოსი შეჰყავთ ვენაში საკვების მიღებებს შორის. მოზრდილები პრეპარატს იღებენ 1 ჩაის კოვზით 2-3-ჯერ დღეში, ბავშვებში ინიშნება 1/4-1/2 ჩაის კოვზით 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და ხასიათზე, აგრეთვე მონო- ან კომპლექსური თერაპიისას. გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, დიაბეტი. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ საჭიროებს სხვა სამკურნალო საშუალებების მიმართ კომპლექსური მკურნალობის სქემის კორექციას. ჭარბი დოზირება:
არ არის აღწერილი. განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, ვინაიდან პრეპარატი შეიცავს შაქარს. ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები: ინახება გრილ, ბავშევბისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა 3 წელი. აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა რეცეპტის გარეშე. შეფუთვა: 120 გ ან 300 გ ფლაკონებში. მწარმოებელი ფირმა: "ბიოსტიმულატორი" (უკრაინა)