newhospitals

ხოლისალი

ხოლისალი
ანოტაციის მომწოდებელია
0
2
რეკომენდაცია
0შეფასება
13817ნახვა
 

ათქ კლასიფიკაციის კოდი:
A01AD11

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: სტომატოლოგიური ჟელე:
ალუმინის ტუბში 10 გ 1 გ ხოლინის სალიცილატი - 87.10 მგ ცეტალკონიუმის ქლორიდი - 0.10 მგ

 

დამხმარე ნივთიერებები:
ჰიდროქსიეთილცელულოზა, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, გლიცეროლი, ანისულის ზეთი, ეთანოლი 390,00 მგ, გასუფთავებული წყალი 1 გრ-მდე.

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტისეპტიკი ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური მოქმედებით ადგილობრივი გამოყენებისათვის სტომატოლოგიაში.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პეპარატი ავლენს ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიურ და ადგილობრივ ანტიბაქტერიულ მოქმედებას. პრეპარატის მთავარი მოქმედი ნივთიერება _ ქოლინის სალიცილატი ავლენს ანთების საწინააღმდეგო და სუსტ ანალგეზიურ ეფექტს. ცეტალკონიუმის ქლორიდი აძლიერებს სამკურნალო საშუალების ანალგეზიურ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. ჟელეს ფუძეში შემავალი ბაქტერიოსტატიკები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი მითითებულ კონცენტრაციებში ავლენენ ანტიბაქტერიულ მოქმედებას. გამოყენების შემდეგ ჟელე პირის ღრუს ლორწოვან გარსზე ნარჩუნდება რამდენიმე წუთის განმავლობაში.

 

ჩვენებები:
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინფექციურ-ანთებითი პროცესები; - პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ეროზიები და წყლულოვანი დაავადებები; - გინგივიტი; - პაროდონტის დაავადებები.

 

დოზირების რეჟიმი:
მცირე რაოდენობით ჟელე დაიტანება პათოლოგიურად შეცვლილ უბნებზე 2 წუთის განმავლობაში მსუბუქი შეზელვით. გამოიყენება დღეღამეში 2-3-ჯერ. ჟელეს წასმიდან დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში საკვები ან წყალი არ მიიღება.

 

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა სალიცილატებისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ფეხმძიმობის დროს ხდება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. სალიცილის მჟავას წარმოებულები გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში.

 

განსაკუთრებული მითითებები:
გამოყენების ადგილას შეიძლება გაჩნდეს ხანმოკლე წვის შეგრძნება, რომელიც მალე გაივლის. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ბავშვებში 3 წლის ასაკის ქვევით. პრეპარატის გავლენა ავტოტრანსპორტის და მოძრავი მექანიკური მოწყობილობების მართვაზე პრეპარატი არ ახდენს უშუალო ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალების მართვის და მექანიკურ მოწყობილობებთან მუშაობის უნარზე.

 

ჭარბი დოზირება:
თეორიულად სამკურნალო საშუალების დოზის გადაჭარბება შეუძლებელია. თუმცა, თუკი ეს მოხდება, საჭიროა პირის ღრუში გამოვლება დიდი რაოდენობის წყლით და საჭიროების შემთხვევაში, ღებინების გამოწვევა. სალიცილატების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, ასევე ჟელეს დოზის გადაჭარბების ან ორგანიზმში ხოლინის სალიცილატის მნიშვნელოვანი რაოდენობით შეწოვისას შეიძლება გამოვლინდეს სალიცილატების სისტემური მოქმედების სიმპტომები, ისეთი როგორიცაა: ოფლის მომატებული გამოყოფა, ხმაური ყურებში, გულისრევა, ღებინება, თავბრუხვევა, დერმატოლოგიური გამოვლინებები (ერითემა ან ჭინჭრის ციება). ამ შემთხვევაში საჭიაროა ექიმთან კონსულტაცია.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სამკურნალო საშუალების ადგილობრივი გამოყენებისას რეკომენდებული დოზებით არ არსებობს რაიმე ურთიერთქმედების წარმოქმნის რისკი.

 

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა -3 წელი. (VALEANT Pharmaceuticals International Inc. (JELFA)), პოლონეთი

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.