newhospitals

ხარტანი

ხარტანი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
12361ნახვა

LOSARTANUM CALCIUM ADAMED Consumer Healthcare S.A. .., პოლონეთი

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც. 1 ტაბ. ლოზარტანის კალიუმი - 50 მგ დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კარბოქსიმეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი 3000, ტრიაცეტინი, რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172) კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტი

 


ფარმაკოლოგიური თვისებები:
ხარტანი არის ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტის კომბინაცია. ანგიოტენზინ II არის ორგანიზმში წარმოებული სუბსტანცია, რომელიც უკავშირდება სისხლძარღვებში არსებულ რეცეპტორებს და იწვევს მათ შევიწროვებას. ეს იწვევს არტერიული წნევის მომატებას. ლოზარტანი ახდენს ამ რეცეპტორებთან II ანგიოტენზინის შეკავშირების პრევენციას, რაც იწვევს სისხლძარღვების მოდუნებას და შედეგად ხდება არტერიული წნევის დაწევა. ლოზარტანი ანელებს თირკმლის მოქმედების გაუარესებას მაღალი არტერიული წნევისა და ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში.

 

 

ჩვენებები:
მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ მოზრდილებსა და ბავშვებში და 6-16 წლის მოზარდებში. თირკმლის დასაცავად ჰიპერტენზიისა და ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებსაც ლაბორატორიულად დადასტურებული აქვთ თირკმლის ფუნქციის მოშლა და პროტეინურია >0.5 გ დღეში (მდგომარეობა, რომლის დროსაც შარდში დარღვეულია ცილების რაოდენობა). გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების სამკურნალოდ, როდესაც თერაპია ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებით (აგფ ინჰიბიტორები, პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის დასაწევად) ექიმის მიერ შესაფერისად არ არის მიჩნეული. თუ გულის უკმარისობის სტაბილიზება ხდება ათქ ინჰიბიტორით, ლოზარტანზე გადასვლა საჭირო არ არის. მაღალი არტერიული წნევისა და მარცხენა პარკუჭის გასქელების მქონე პაციენტებში, ხარტანი ამცირებს ინსულტის რისკს ("სასიცოცხლო ჩვენება").

 

 

დოზირების რეჟიმი:
ყოველთვის მიიღეთ ხარტანი ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. ექიმი განსაზღვრავს ხარტანის შესაბამის დოზას თქვენი მდგომარეობისა და პარალელურად გამოყენებული პრეპარატების გათვალისწინებით. პრეპარატი მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული დროის განმავლობაში არტერიული წნევის სათანადო კონტროლის შესანარჩუნებლად. მაღალი არტერიული წნევის მქონე მოზრდილები: მკურნალობა ჩვეულებრივ იწყება 50 მგ ლოზარტანიდან (ხარტანის ერთი 50 მგ-იანი ტაბლეტი) დღეში ერთხელ. არტერიული წნევის მაქსიმალურად დაწევის ეფექტი მიღწეული უნდა იყოს მკურნალობის დაწყებიდან 3-6 კვირის განმავლობაში. ზოგიერთ პაციენტში დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ ლოზარტანამდე (ორი ტაბლეტი ხარტანი 50მგ) დღეში ერთხელ. თუ მიგაჩნიათ, რომ ლოზარტანის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში (6-18 წლის): რეკომენდებული საწყისი დოზა 20-25 კგ წონის პაციენტებისათვის არის 25 მგ დღეში ერთხელ. კონკრეტულ შემთხვევებში, დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მგ-მდე დღეში ერთხელ. დოზირების კორექცია უნდა მოხდეს არტერიული წნევის ცვლილებების შესაბამისად. მოზრდილი პაციენტები მაღალი არტერიული წნევითა და ტიპი 2 დიაბეტით: მკურნალობა ჩვეულებრივ იწყება 50 მგ ლოზარტანით დღეში ერთხელ. დოზა მოგვიანებით შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე დღეში ერთხელ პაციენტის არტერიული წნევის პასუხის შესაბამისად. ლოზარტანის მიღება შეიძლება არტერიული წნევის დამწევ სხვა პრეპარატებთან ერთად (მაგ. დიურეტიკები, კალციუმის არხის ბლოკატორები, ალფა- ან ბეტაბლოკატორები და ცენტრალურად მოქმედი საშუალებები), აგრეთვე ინსულინთან და სხვა ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება სისხლში გლუკოზის დონის დასაწევად (მაგ. სულფონილშარდოვანები, გლიტაზონები და გლუკოზიდაზას ინჰიბიტორები). მოზრდილი პაციენტები გულის უკმარისობით: მკურნალობა ჩვეულებრივ იწყება 12.5 მგ ლოზარტანით დღეში ერთხელ. ზოგადად, დოზა უნდა გაიზარდოს ეტაპობრივად (მაგ. 12.5 მგ დღეში პირველი კვირის განმავლობაში, 25 მგ დღეში მეორე კვირის განმავლობაში, 50 მგ დღეში მესამე კვირის განმავლობაში) შემანარჩუნებელ დოზამდე 50 მგ დღეში ერთხელ, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. გულის უკმარისობის მკურნალობისას ლოზარტანთან ერთად კომბინაციაში გამოიყენება დიურეტიკი (პრეპარატი, რომელიც ზრდის ორგანიზმიდან წყლის გამოდევნას) და/ან დიგიტალისი (რომელიც აძლიერებს გულს და უფრო ეფექტურს ხდის მის მუშაობას) და/ან ბეტა-ბლოკატორი. დოზირება პაციენტთა სპეციალურ ჯგუფებში: ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი დოზა, განსაკუთრებითY მკურნალობის დასაწყისში ზოგიერთ პაციენტში, როგორიცაა მაგალითად დიურეტიკების მაღალი დოზებით მკურნალობაზე მყოფი პაციენტები, ღვიძლის უკმარისობის მქონე ან 75 წლის ზემოთ ასაკის პაციენტები. ლოზარტანის გამოყენება რეკომენდებული არ არის ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი "არ მიიღოთ ხარტანი"). ხარტანის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. თუ დაგავიწყდათ ხარტანის მიღება თუ შემთხვევით გამოგრჩათ დღიური დოზა, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ. გამოტოვებული დოზის კომპენსირებისათვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა. ამ პროდუქტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი მოვლენები ყველა პრეპარატის მსგავსად ხარტანმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის განვითარებისას შეწყვიტეთ ხარტანის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას. სერიოზული ალერგიული რეაქცია (გამონაყარი, ქავილი, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება). ეს არის სერიოზული ან იშვიათი გვერდითი ეფექტი, რომელიც ვლინდება 10 000-დან 1-ზე მეტ პაციენტში, მაგრამ 1 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში. შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია. პრეპარატების გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ მომხმარებელში ხშირი: ვლინდება 100-დან 1-10 მომხმარებელში არახშირი: ვლინდება 1000-დან 1-10 მომხმარებელში იშვიათი: ვლინდება 10000-დან 1-10 მომხმარებელში ძალიან იშვიათი: ვლინდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში უცნობი სიხშირით: სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემებიდან გამომდინარე ხშირი:
• თავბრუსხვევა
• დაბალი არტერიული წნევა
• სისუსტე
• დაღლილობა
• სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა (ჰიპოგლიკემია)
• სისხლში კალიუმის მაღალი შემცველობა (ჰიპერკალემია) არახშირი:
• ძილიანობა
• თავის ტკივილი
• ძილის დარღვევები
• გახშირებული გულისცემა
• მწვავე ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია)
• დაბალი არტერიული წნევა (განსაკუთრებით წყლის ჭარბად დაკარგვა ორგანიზმიდან სისხლძარღვებში, მაგ. გულის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში ან დიურეტიკების მაღალი დოზებით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში)
• დოზასთან დაკავშირებული ორთოსტატიკური ეფექტები, როგორიცაა არტერიული წნევის დაწევა, რაც ვითარდება მჯდომარე მდგომარეობაში ან საწოლიდან ადგომისას.
• ქოშინი (დისპნოე)
• მუცლის ტკივილი
• ყაბზობა
• დიარეა
• გულისრევა
• პირღებინება
• ჭინჭრის გამონაყარი
• ქავილი
• გამონაყარი
• ლოკალიზებული შესიება (შეშუპება)

იშვიათი:
• სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი ჰენოხ-შონლეინის პურპურა)
• დაბუჟების ან ჩხვლეტის სეგრძნება (პარესთეზია)
• გონების დაკარგვა (სინკოპე)
• ძალიან სწრაფი და არარეგულარული გულისცემა (ატრიალური ფიბრალაცია), ინსულტი
• ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
• სისხლში ალანინამინოტრანსფერაზას დონეების მომატება, ჩვეულებრივ გადის მკურნალობის შეწყვეტისთანავე

უცნობი სიხშირით:
• სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია)
• თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
• მიგრენი
• ხველა
• ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
• კუნთების და სახსრების ტკივილი
• თირკმლის ფუნქციის ცვლილებები (შეიძლება იყოს ცვალებადი თერაპიის შეწყვეტის შემდეგ), მათ შორის თირკმლის უკმარისობა
• გრიპის მსგავსი სიმპტომები
• სისხლში შარდოვანას დონის მომატება
• გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში შრატისმიერი კრეატინინისა და კალიუმის მომატება. ბავშვებში გამოვლენილი გვერდითი ეფექტები მოზრდილებში გამოვლენილი ეფექტების ანალოგიურია. რომელიმე გვერდითი ეფექტის გაუარესებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რომელიც აღწერილი არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. უკუჩვენებები
• თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ლოზარტანის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ
• თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა
• თუ ხართ 3 თვეზე მეტი ორსული (უმჯობესია ხარტანის მიღებისაგან თავის შეკავება ორსულობის ადრეულ ეტაპზე - იხილეთ ორსულობა)
• თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს (იხ. ასევე პუნქტი "ორსულობა და ლაქტაცია").

 

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ხარტანის მიღებამდე აცნობეთ ექიმს:
• თუ წარსულში გქონდათ ანგიოშეშუპება (სახის, ტუჩების, ყელის და/ან ენის) (იხ. აგრეთვე პუნქტი 4 "შესაძლო გვერდითი ეფექტები")
• თუ გაწუხებთ ხშირი პირღებინება ან დიარეა, რაც იწვევს ორგანიზმიდან სითხის და/ან მარილის დაკარგვას
• თუ იღებთ დიურეტიკებს (პრეპარატები, რომლებიც ზრდიან ორგანიზმიდან წყლის გამოდევნას) ან კვების რაციონში შეზღუდული გაქვთ მარილი, რაც იწვევს ორგანიზმში სითხისა და მარილის დიდი ოდენობით დაკარგვას (იხ. პუნქტი 3 "დოზირება პაციენტთა განსაკუთრებულ ჯგუფში")
• თუ გაქვთ თირკმელებისაკენ მიმავალი სისხლძარღვების შევიწროვება ან ბლოკადა ან თუ ცოტა ხნის წინ გაკეთებული გაქვთ თირკმლის ტრანსპლანტაცია
• თუ დარღვეული გაქვთ ღვიძლის ფუნქცია (იხ. პუნქტები 2 "არ მიიღოთ ლოზარტანის ტაბლეტები" და 3 "დოზირება პაციენტთა სპეციალურ ჯგუფებში")
• თუ გაქვთ გულის უკმარისობა თირკმლის უკმარისობით ან მის გარეშე ან იმავდროულად სერიოზული სიცოცხლისათვის საშიში არითმიები. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო მაშინ, როდესაც იმავდროულად იღებთ ბეტა-ბლოკატორებს
• თუ გაქვთ გულის სარქველთან ან გულის კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები
• თუ გაქვთ გულის კორონარული დაავადება (გამოწვეული გულის სისხლძარღვებში შემცირებული სისხლის ნაკადით) ან ცერებროვასკულარული დაავადება) გამოწვეული ტვინში დაქვეითებული სისხლის მიმოქცევით)
• თუ გაქვთ პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი (სინდრომი ასოცირებული თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ჰორმონ ალდოსტერონის მომატებულ სეკრეციასთან, გამოწვეული ჯირკვალში დარღვევებით)
• ორსულობა და ლაქტაცია
• ხარტანი რეკომენდებული არ არის ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში და არ უნდა იქნას მიღებული ორსულობის მე-13 კვირიდან, ვინაიდან ორსულობის დროს პრეპარატის მიღებამ შეიძლება ავნოს ბავშვს.
• დაგეგმილი ორსულობისას თერაპია უნდა შეიცვალოს შესაბამისი ალტერნატიული მკურნალობით.
• ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
• სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
• აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემს ან მცენარეულ პრეპარატებს და ნატურალური წყაროდან წარმოებულ პროდუქტებს.

 

განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო, როდესაც ხარტანთან ერთად გამოიყენება შემდეგი პრეპარატები:
არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები, ვინაიდან მათ შეიძლება გამოიწვიონ არტერიული წნევის დამატებით დაწევა. არტერიული წნევის დაწევა შეიძლება ერთ-ერთი შემდეგი პრეპარატით/პრეპარატების კლასით: ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოტური საშუალებები, ბაკლოფენი, ამიფოსტინი პრეპარატები, რომლებიც იწვევენ კალიუმის შეკავებას ან ზრდიან კალიუმის დონეებს (მაგ. კალიუმის დანამატები, კალიუმის შემცველი მარულის შემცვლელები ან კალიუმდამზოგავი პრეპარატები, როგორიცაა ზოგიერთი დიურეტიკი (ამილორიდი, ტრიამტერენი, სპირონოლაქტონი) ან ჰეპარინი) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა ინდომეტაცინი, მათ შორის ჩOX-2 ინჰიბიტორები (პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ ანთებას და გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად), ვინაიდან მათ შეიძლება დააქვეითონ ლოზარტანის წნევის დამწევი ეფექტი. თირკმლის უკმარისობისას ამ პრეპარატების იმავდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის გაუარესება. ლითიუმის შემცველი პრეპარატები არ მიიღება ლოზარტანთან ერთად ექიმის მეთვალყურეობის გარეშე. შეიძლება საჭირო გახდეს სპეციალური სიფრთხილის ზომების მიღება (მაგ. სისხლის ანალიზები).

 

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა:
გამოკვლევები ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ეფექტების შესახებ არ ჩატარებულა. ხარტანი სავარაუდოდ გავლენას არ ახდენს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე. მიუხედავად ამისა, როგორც მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატების შემთხვევაში, ლოზარტანმა ზოგიერთ ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან ძილიანობა. თუ განიცდით თავბრუსხვევას ან ძილიანობას, ამგვარი მოქმედებების შესრულებამდე მიმართეთ ექიმს.

 

ჭარბი დოზირება:
თუ შემთხვევით მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი ან თუ ბავშვმა გადაყლაპა რამდენიმე ტაბლეტი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს. ზედოზირების სიმპტომებია დაბალი არტერიული წნევა, გახშირებული გულისცემა, შესაძლოა შემცირებული გულისცემა. შენახვის პირობები და ვადა პრეპარატი ინახეთ არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტით. ADAMED Consumer Healthcare S.A

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.