ვოლტარენი ემულგელი 1% 20გ ტუბ
პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება
ვოლტარენ ემულგელი საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება
დიკლოფენაკი წამლის ფორმა
გელი გარეგანი გამოყენებისათვის. შემადგენლობა
პრეპარატის 100 გ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: 1,16 გ დიკლოფენაკის დიეთილამინი, რაც შეესაბამება 1გ დიკლოფენაკის ნატრიუმს. დამხმარე ნივთიერებები: დიეთილამინი, კარბომერები (კარბოპოლი 974 P), მაკროგოლი ცეტოსტეარილის ეთერი (ცეტომაკროგოლი 1000), კოკოილ კაპრილოკაპრატი (ცეტიოლი LC), იზოპროპილის სპირტი, თხევადი პარაფინი (მინერალური ზეთი), არომატული მალამო 45, პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული წყალი. აღწერა
ერთგვაროვანი მალამოსმაგვარი გელი. ფერი: მოყვითალო თეთრი. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი ათქ კოდი:
M02AA15 ფარმაკოლოგიური თვისებები
აქტიური კომპონენტი დიკლოფენაკი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. თრგუნავს რა I და II ტიპის ციკლოოქსიგენაზას, ის არღვევს არაქიდონის მჟავის მეტაბოლიზმს.
ვოლტარენ ემულგელი გამოიყენება ტკივილის სინდრომის მოსახსნელად და შეშუპების შესამცირებლად, რაც დაკავშირებულია ანთებით პროცესთან.
პრეპარატის რეკომენდებული წესით წასმისას აბსორბირდება დიკლოფენაკის არანაკლებ 6%. გამოყენების ჩვენებები
- რბილი ქსოვილებისა და სახსრების პოსტტრავმული ანთებები. (მაგ: დაჭიმულობის და დაშავების შედეგად განვითარებული);
- რბილი ქსოვილების რევმატული დაავადებები (ტენდოვაგინიტი, ბურსიტი, პერიარტიკულური ქსოვილების დაზიანება);
- ტკივილის სინდრომი და შეშუპება, რაც დაკავშირებულია კუნთებისა და სახსრების დაავადებებთან (რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი, რადიკულიტი, ლუმბაგო, იშიაზი). უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა დიკლოფენაკის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, აცეტილსალიცილმჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ, „ასპირინული" ასთმა, ორსულობა (III ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი (12 წლამდე), კანის საფარის მთლიანობის დარღვევა. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხევებში: ღვიძლის პორფირია (გამწვავება), კუჭ-ნაწალავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის მწვავე მოშლა, გულის ქრონიკული უკმარისობა, ბრონქული ასთმა, ორსულობის I და II ტრიმესტრი. გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის III ტრიმესტრში. გამოცდილება ლაქტაციის პერიოდში ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ არ არსებობს. ორსულობის I და II ტრიმესტრებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციით. გამოყენების წესი და დოზები
გელი გარეგანი გამოყენებისათვის.
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ პრეპარატის წასმა ხდება კანზე დღეში 3-4-ჯერ. წასმის შემდეგ ხდება გელის ოდნავ შეზელვა. პრეპარატის საჭირო რაოდენობის განსაზღვრა ხდება მტკივნეული მიდამოს ზომის მიხედვით (რაც ზომით შეესაბამება ალუბლის ან კაკლის ზომას). პრეპარატის ერთჯერადი დოზა შეადგენს 2-4გ-ს. პრეპარატის წასმის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებებზე და გამოვლენილ ეფექტზე (ეფექტის გასაძლიერებლად შესაძლებელია გელის გამოყენება ვოლტარენის სხვა სამკურნალო ფორმებთან ერთან). პრეპარატის ორკვირიანი გამოყენების შემდეგ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. გვერდითი მოქმედება
ადგილობრივი რეაქციები:
ეგზემა, ფოტოსენსიბილიზაცია, კონტაქტური დერმატიტი (ქავილი, შეწითლება, კანის დამუშავებული უბნის შეშუპება, პაპულომები, ვეზიკულები, კანის აქერცვლა). სისტემური რეაქციები:
გენერალიზებული გამონაყარი კანზე, ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპასტიკური რეაქციები), ფოტოსენსიბილიზაცია. ჭარბი დოზირება
გარეგანი გამოყენებისას პრეპარატის აქტიური კომპონენტების ძალიან დაბალი სისტემური აბსორბცია პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ჭარბ დოზირებას. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ვოლტარენ ემულგელმა შეიძლება გააძლიეროს ისეთი პრეპარატების მოქმედება, რომლებიც იწვვენ ფოტოსენსიბილიზაციას. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის აღწერილი. განსაკუთრებული მითითებები
ვოლტარენ ემულგელის წასმა უნდა მოხდეს მხოლოდ დაუზიანებელ კანზე და თავიდან უნდა იქნეს აცილებული გელის მოხვედრა ღია ჭრილობებზე. გელის წასმის შემდეგ არ უნდა გაკეთდეს ოკლუზიური სახვევი. დაუშვებელია პრეპარატის მოხვედრა თვალებში და ლორწოვან გარსზე. გამოშვების ფორმა
20გ 1%-იანი გელი ალუმინის ტუბში დამცავი მემბრანითა და პლასტმასის ხუფით. ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. ვარგისიანობის ვადა
3 წელი. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. შენახვის პირობები
ინახება 300C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ მწარმოებელი ფირმის დასახელება და მისამართი
ნოვარტის კონსიუმერ ჰელს CA, შვეიცარია
მისამართი:
რიუ დე ლეტრაზი, ს/ყ 269, 1260 ნიონი, შვეიცარია.