ვობილონი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ginkgo biloba
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი საშუალებები
მწარმოებელი კომპანია: ADIPHARM LTD
მწარმოებელი ქვეყანა: ბულგარეთი
გამოშვების ფორმა: 80მგ კაფსულა №30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ) შემადგენლობა: კაფსულები.
აღწერილობა: ყავისფერი, მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა #1, რომლებიც შეიცავენ ღია ან მუქ ყავისფერ ფხვნილს უფრო მუქი ფერის ხილული ნაწილაკებით.^ შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
გინკგო ბილობას ფოთლების მშრალი სტანდარტიზებული ექსტრაქტი 80 მგ.
80 მგ ექსტრაქტი შეიცავს 19,2 მგ გინკგოს ფლავონურ გლიკოზიდებს და 4,8 მგ ტერპენის ლაქტონებს (გინკგოლიდები და ბილობალიდები).
დამხმარე ნივთიერებები:
კალციუმის უწყლო ჰიდროფოსფატი, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი. კაფსულის გარსის შემადგენლობა: ტიტანის დიოქსიდი, რკინის შავი ოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, აზორუბინი, ჟელატინი. ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვობილონი _ მცენარეული წარმოშობის პრეპარატია, შეიცავს გინკგო ბილობას ექსტრაქტს, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში და პერიფერიაზე. ექსტრაქტის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ფლავონური გლიკოზიდები, ტერპენული ლაქტონები) ხელს უწყობენ სისხლძარღვის კედლის ელასტიურობის მომატებას, აუმჯობესებენ სისხლის რეოლოგიურ თვისებებს. პრეპარატის გამოყენება განაპირობებს მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას, ზრდის ჟანგბადითა და გლუკოზით ტვინისა და პერიფერიული ქსოვილების მომარაგებას. არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას უჯრედებში, ხელს უშლის ერითროციტების აგრეგაციას, აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას. აფართოებს წვრილ არტერიებს, ზრდის ვენების ტონუსს, არეგულირებს სისხლძარღვთა სისხლსავსეობას. ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნასა და უჯრედული მემბრანის ლიპიდების პეროქსიდულ ჟანგვას. გააჩნია შეშუპების საწინააღმდეგო გამოხატული ეფექტი როგორც თავის ტვინის დონეზე, ასევე პერიფერიაზე.
გინკგო ბილობას ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შეფასება რთულია ექსტრაქტის მრავალკომპონენტიანი შემადგენლობის გამო. ჩვენებები:
-სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულატორული ენცეფალოპათია (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმულთა ასაკი), რომელსაც თან ახლავს ყურადღების და/ან მეხსიერების დაქვეითება, ინტელექტუალური შესაძლებლობების დარღვევა, შფოთვა, შიში, ძილის დარღვევა;
-დემენცია, მათ შორის ალცჰეიმერის დაავადების დროს;
-მეხსიერებისა და ყურადღების გაუმჯობესება ახალგაზრდა ასაკში;
-პერიფერიული სისხლის მიმოქცევისა და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის, ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი;
-ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია);
-ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია;
-დიაბეტური რეტინოპათია, ანგიოპათია, ნეიროპათია. მიღების წესები და დოზები:
ვობილონი მიიღება შიგნით, ჭამის დროს ან მის შემდეგ, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად.
დემენციის დროს: 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში.
პერიფერიული სისხლის მიმოქცევისა და მიკროცირკულაციის დარღვევის დროს: 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში.
თავბრუსხვევის, ყურებში შუილის, ძილის დარღვევის დროს: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში (დილას და საღამოს).
სხვა შემთხვევებში: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსი შეადგენს არანაკლებ 3 თვეს. მდგომარეობის გაუმჯობესების პირველი ნიშნები, ჩვეულებრივ, ვლინდება 1 თვის შემდეგ. გვერდითი მოვლენები:
ვობილონი კარგად გადაიტანება, გვერდითი მოვლენები ვითარდება იშვიათად.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეფსიური მოვლენები, გულისრევა.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი.
სხვა: სისხლის შედედების უნარის დაქვეითება (ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ). უკუჩვენება:
- სისხლის დაქვეითებული შედედების უნარი;
- ეროზიული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა;
- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
- არტერიული ჰიპოტენზია;
- ბავშვთა ასაკი 12 წლამდე;
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ. განსაკუთრებული მითითებები:
არ არის სასურველი პრეპარატის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
პრეპარატის გამოყენების ფონზე არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება. ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
ვობილონი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის მართვაზე ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებაზე, რომლებიც მოითხოვენ სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს. ჭარბი დოზირება:
არ არსებობს მონაცემები ვობილონის ჰიპერდოზირების შესახებ. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის რეკომენდებული პრეპარატ ვობილონის ერთდროული გამოყენება აცეტილსალიცილის მჟავასთან ან ანტიკოაგულანტებთან. შენახვის პირობები და ვადები:
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
ვადა 2 წელი წარმოების თარიღიდან. ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. აფთიაქში გაცემის წესი:
ურეცეპტოდ (III ჯგუფი).