ვიტამინი C
საღეჭი ტაბლეტები ფორთოხლის გემოთი
შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს: ასკორბინის მჟავა 50 მგ, ნატრიუმის ასკორბატი 57 მგ (100 მგ C ვიტამინის ექვივალენტი) ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინები, C ვიტამინი.ფარმაკოლოგიური მოქმედება: C ვიტამინი მონაწილეობს ორგანიზმის ბევრ ბიოქიმიურ რეაქციაში. იგი საჭიროა კოლაგენის, როგორც სისხლძარღვების, მყესებისა და ძვლების მნიშვნელოვანი სტრუქტურული კომპონენტის, სინთეზისათვის. ამიტომ ეს ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჭრილობების შეხორცებასა და პერიოდონტული დაავადების დროს. C ვიტამინი მონაწილეობს გლუკოზისა და ფოლის მჟავას მეტაბოლიზმში, ბევრი მნიშვნელოვანი ჰორმონებისა და მედიატორების სინთეზში. C ვიტამინი საჭიროა კრეატინინის სინთეზისათვის. ეს პატარა მოლეკულა ახდენს ცხიმების ტრანსპორტირებას უჯრედების მიტოქონდრიებში ენერგიის წარმოსაქმნელად. თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზებით C ვიტამინი ახდენს ლიპიდების ზეჟანგვის პრევენციას. C ვიტამინი ასევე ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემას ცხიმების მეტაბოლიზმში მონაწილეობით, იცავს ქსოვილებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან. ზრდის რკინის შეწოვას და ანადგურებს მრავალი ალერგიული რეაქციის ჰისტამინურ-ანთებით კომპონენტს. C ვიტამინი ზრდის ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას ბევრი დაავადების მიმართ, ინფექციური დაავადებებისა და კიბოს ჩათვლით. C ვიტამინის დეფიციტს ახასიათებს ანემია, სისხლდენა ღრძილებიდან, კაპილარების სიმყიფე, სისხლდენა ცხვირიდან. ჩვენებები: C ვიტამინი გამოიყენება C ვიტამინის ჰიპო და ავიტამინოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, ზრდის პერიოდში ორგანიზმის C ვიტამინის მომატებული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად; რეკონვალესცენციის, ბაქტერიული ინფექციების დროს; დაქვეითებული იმუნიტეტის, ჰემორაგიული დიათეზების და სისხლდენების, რკინადეფიციტური ანემიის დროს, ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვის პირობებში. უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა კომპონენტის მიმართ, ჰემოქრომატოზი, თალასემია ან სიდერობლასტური ანემია, ნეფროლითიაზი. ორსულობის ტოქსიკოზების დროს აუცილებელია სიფრთხილე. ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო პრეპარატებთან: C ვიტამინი მონაწილეობს რიგი სამკურნალო საშუალებების ცვლაში. C ვიტამინისა და ვიტამინის B12 მიღებათა შორის აუცილებელია 2-საათიანი ინტერვალი. მის მოქმედებაზე ზეგავლენას ახდენენ ისეთი მედიკამეტები, როგორებიცაა ატროპინი და აცეტიზალი, ამინოფილინი, ამფოტერიცინი, ტეტრაციკლინი, პროქლორპერაზინი, ამფეტამინი, ხინიდინი, სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებები, ამონიუმის ქლორიდი, ქლორამფენიკალი, ქლორპრომაზინი, ერითრომიცინი, ესტროგენული პრეპარატები, ჩასახვის საწინააღმდეგო გონადოტროპული ჰორმონები. სიფრთხილე: რეკომენდებული ყოველდღიური დოზის გადაჭარბება არ შეიძლება. ბავშვებისათვის დოზას ადგენს ექიმი. C ვიტამინის ტაბლეტები ადეკვატურ დიეტებს არ ცვლის. რეკომენდებული არ არის მაღალი დოზების გამოყენება თირკმელებსა და საშარდე გზებში კენჭების არსებობისას. C ვიტამინი რეკომენდებული არ არის შაქრიანი დიაბეტის დროს (1 ტაბლეტი შეიცავს შაქარს და გლუკოზის მონოჰიდრატს). ორსულობა და ლაქტაცია: C ვიტამინი რეკომენდებულია ორსულობის დროს (RDA: 70 მგ დღეში) და ლაქტაციის პერიოდში (RDA: 95 მგ დღეში). მანქანების ტარებისა და დანადგარების მართვის უნარი C ვიტამინი არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე. გვერდითი ეფექტები: C ვიტამინის მაღალი დოზები თრგუნავს კუჭქვეშა ჯირკვლიდან ინსულინის გამოთავისუფლებას. შეიძლება გამოიწვიოს დისპეფსია, ალერგიული რეაქციები. მაღალი დოზების (დღეში 1 გ-ზე მეტი) მიღებისას შეიძლება შეიქმნას პირობები კრისტალების დალექვისათვის და თირკმელებში ურატული, ოქსალატური და ცისტეინური კენჭების წარმოქმნისათვის. ჭარბი დოზირება: C ვიტამინის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ანემია, თავის ტკივილი, თირკმელებში კენჭების წარმოქმნა, პოლიურია, კრუნჩხვები, დიარეა, ღებინება, გულისრევა. შარდის მჟავიანობის მნიშვნელოვანი გაზრდის გამო არსებობს თირკმელებსა და საშარდე გზებში კენჭების წარმოქმნის რისკი (ურატული, ოქსალატური და ცისტეინური) მიდრეკილ ავადმყოფებში. მკურნალობა სიმპტომურია. C ვიტამინის ტოქსიკური დონეები არ მიიღწევა, ვინაიდან დიდი რაოდენობა გამოიყოფა შარდთან ერთად. ლიტერატურაში აღწერილია 4 თვის განმავლობაში 15 გ C ვიტამინის ყოველდღიურად მიღების შემთხვევა გვერდითი რეაქციების გამოვლინების გარეშე. გამოყენების წესი და დოზები: მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში დღეში 2-4 ტაბლეტი ჭამის დროს. 6-12 წლის ბავშვებში დღეში 1-2 ტაბლეტი ჭამის დროს. 6 წელზე უმცროს ბავშვებში - ექიმის რეკომენდაციით. ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. გამოშვების ფორმა, დოზა, რაოდენობა: საღეჭი აბი, 100 მგ, №30 მწარმოებელი: მწარმოებელი: Biopharm რუმინეთი.