ვი - პლიუსი

ვი - პლიუსი
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3506ნახვა
შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს

√ კუნელის ექსტრაქტი 300 მგ √ კუროსთავას ექსტრაქტი   200 მგ √ ყურძნის წიპწების ექსტრაქტი 100 მგ √ კოენზიმ Q10 50 მგ √ ბარამბოს ექსტრაქტი 100 მგ √გინკო ბილობას ექსტრაქტი 40მგ

დამხმარე ნივთიერებები: პოლივინილპიროლიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კარბოქსიმეთილცელულოზას ნატრიუმის მარილი, მაგნიუმის სტეარატი, სილიკონდიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი: კუნელის ექსტრაქტს აქვს გამოხატული  ანტიოქსიდანტური აქტივობა, ამცირებს ლიპიდების ზეჟანგურ დაჟანგვას და საერთო ქოლესტერინის დონეს; ამცირებს კაპილარების განვლადობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს არტერიულ წნევას. კუნელის ექსტრაქტი თრგუნავს ცოგ-1-ის, ცოგ-2-ის და ლიპოქსიგენაზას სინთეზს, ამცირებს ჰისტამინის დონეს, არეგულირებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, აქვს ასპირინის მსგავსი ანტიაგრეგანტული ეფექტი. კუროსთავას ექსტრაქტი ხასიათდება დიურეზული თვისებებით, არეგულირებს არტერიულ წნევას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ  ფუნქციონირებას, თრგუნავს ლიპიდურ პეროქსიდაციას. კუროსთავას ექსტრაქტს აქვს მადის მასტიმულირებელი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ხსნის დაღლილობის შეგრძნებას, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას. ყურძნის წიპწების ექსტრაქტი  ძლიერი ანტიოქსიდანტია, იცავს ღვიძლის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან, ამცირებს დსლ-სა და საერთო ქოლესტერინის  დონეს სისხლში, აინგიბირებს ინსულინო-რეზისტენტობას. იგი ძლიერი იმუნომოდულატორია, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, თრგუნავს ინტერლეიკინების (IL-17) და სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის (TNF) მოქმედებას, მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში, გააჩნია ფიტოესტროგენული აქტივობა. კოენზიმ  Q10 -ს  აქვს ანტიოქსიდანტური, ნეიროპროტექტორული და კარდიოპროტექტორული თვისებები; მონაწილეობს ატფ-ის სინთეზში; აძლიერებს ფერმენტების აქტივობას; ასტიმულირებს  აცეტილქოლინის სინთეზს  და ააქტიურებს ქოლინერგულ პროცესებს თავის ტვინში, ხელს უწყობს ცხიმების წვას, ამცირებს სხეულის წონას. ბარამბოს აქვს სედაციური, ჰიპოტენზიური, ანტისპაზმური მოქმედება, ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს. გინკო ბილობა  შეიცავს გინკოლიდებს და ბილობალიდებს. არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, ზრდის  ატფ-ის სინთეზს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, იცავს ორგანიზმს თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან.

ჩვენება:

* გულსისხლძარღვთა სისტემის იშემიური დაავადებები

* არტერიული ჰიპერტენზია

* ათეროსკლეროზი

* შაქრიანი დიაბეტი

* პერიფერიული  სისხლის  მიმოქცევისა და მიკროცირკულაციის დარღვევები

* ქრონიკული ვენური უკმარისობა

* ჰემოროიდული კვანძები

* დემენცია, მათ შორის ალცჰაიმერი

* ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა.  ყურებში  შუილი)

* კანის ასაკობრივი ცვლილებები

* ლიბიდოს დაქვეითება

უკუჩვენება: არ გააჩნია

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: არ არის რეკომენდებული ვიპლიუსის გამოყენება ორსულობში და მეძუძურ დედებში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები: ვიპლიუსი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში რომლებიც ღებულობენ ასპირინს და სხვა მსგავსი ტიპის პრეპარატებს.

მიღების წესი და დოზირება: ერთი- ორი ტაბლეტი დღეში ერთხელ, კვებისგან დამოუკიდებლად.

გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური  ჰიპერმგრძნობელობა  პრეპარატის შემადგენელი  რომელიმე  კომპონენტის  მიმართ.

ვარგისიანობა და შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25 ºC –ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი № 30, პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ !

აფთიაქიდან გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.