ვენორუტონი 40გ მალამო
რუტოზიდი, Rutoside (საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება)
წამლის ფორმა: გელი
შემადგენლობა:გელი გარეგანი გამოყენებისათვის
აქტიური ნივთიერება: O-(B-ჰიდროქსიეთილ) რუტოზიდი (=ოქსერუტინი).
1 გ გელი შეიცავს 20 მგ აქტიურ ნივთიერებას.
სხვა ინგრედიენტები: ბენზალკონიუმის ქლორიდი (კონსერვანტი), შემავსებლები. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.:
პრეპარატი განკუთვნილია ქრონიკული ვენოზური უკმარისობის სამკურნალოდ. თვისებები/მოქმედება;
პრეპარტის აქტიური ნივთიერება ხელს უწყობს კაპილარების კედლების გამყარებას და მათი განვლადობის ნორმალიზებას. ამ თვისებების წყალობით, ასევე ანთების საწინააღმდეგო მოქმედების შედეგად ვენორუტონის გელი ამცირებს შეშუპებებს და სხვა სიმპტომებს, რომლებიც დაკავშირებულია ქვედა კიდურების ქრონიკულ ვენოზურ უკმარისობასთან ან ტრავმულ დაზიანებებთან.
ვენორუტონის გელი - წყლიანი გელი, რომელიც არ შეიცავს სპირტს; ის ადვილად შეიწოვება, არ გააჩნია სუნი და არ ტოვებს ცხიმოვან ლაქებს. ფარმაკოკინეტიკა. ადგილობრივი გამოყენებისას აქტიური ნივთიერების ძირითადი კომპონენტები სწრაფად აღწევენ ეპიდერმალურ ბარრიერს. 30 წუთის შემდეგ მათი აღმოჩენა შესაძლებელია დერმაში, ხოლო 2-5 საათის შემდეგ - კანქვეშა ცხიმოვან უჯრედში. გელის ადგილობრივად გამოყენებისას სისხლში აქტიური ნივთიერების ძირითადი კომპონენტების კონცენტრაციების განსაზღვრის დღეისათვის არსებული ყველა მეთოდი არასაკმარისად მგრძნობიარეა. ჩვენებები:
ტკივილი და შეშუპებები, რაც დაკავშირებულია ქრონიკულ ვენურ უკმარისობასთან; სიმძიმის შეგრძნება და ფეხების ტკივილი, წვივის შეშუპება, ტკივილები მასკლეროზირებელი თერაპიის ჩატარების შემდეგ. ტრავმატული გენეზისის ტკივილი და შეშუპება, მათ შორის იოგების დაჭიმვის დროს, კუნთების დაჭიმვის ან დაჟეჟილობის დროს. მიღების წესი და დოზები:
წაისვით გელი დაზიანებულ ადგილას დილით და საღამოს, რბილად შეიზილეთ ვიდრე ბოლომდე არ შეიწოვება.
აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია გელის წასმა ბინტის ან ელასტიური წინდების ქვეშ.
უკუჩვენებები. მომატებული მგრძობელობა O-(B-ჰიდროქსიეთილ)-რუტოზიდების ან სხვა რუტოზიდების მიმართ. ორსულობის I ტრიმესტრი. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები:
თუ პრეპარატის მიღების პერიოდში დაავადების სიმპტომები არ შემსუბუქდა, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის. ორსულობა და ლაქტაცია:
ცხოველებში ჩატარებული გამოკვლევებისას არ აღინიშნა არასასურველი ზემოქმედება ნაყოფზე; თუმცა, ორსულებში საკონტროლო გამოკვლევები არ ჩატარებულა, არ არსებობს განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების დაცვის აუცილებლობა პრეპარატის დანიშვნისას ორსულობის II და III ტრიმესტრში ან ლაქტაციის დროს. გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება პრეპარატის მიმართ მომატებულ მგრძობელობასთან დაკავშირებული კანის რეაქციები. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ აღნიშნული მოვლენები სწრაფად ქრება. ურთიერთქმედება:
დღეისათვის არ არსებობს მონაცემები ურთიერთქმედებების შესახებ. ჭარბი დოზირება:
არ არსებობს მონაცემები ვენორუტონის ჭარბი დოზირების შესახებ, რასაც შესაძლოა თან ახლდეს კლინიკური გამოვლინებები. გამოშვების ფორმა:
გელი: ტუბში 40გ. ვარგისიანობის ვადა:
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც შეფუთვაზე მითითებულია აღნიშვნით აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე. მიიღეთ ექიმის დანიშნულებით. მწარმოებელი:
ნოვარტის კონსიუმერ ჰელს სა. ნიონი, შვეიცარია