newhospitals

ველმენი

ველმენი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
4797ნახვა

ველმენი წარმოადგენს 28 ძირითადი ბიოელემენტის შემცველ სრულყოფილ ფორმულას, რომელიც შემუშავებულია მამაკაცის ორგანიზმის მეტაბოლიზმისა და ფიზიოლოგიის ყველა სპეციფიური მოთხოვნის გათვალისწინებით.

 

ველმენი განსხვავდება სხვა პოლივიტამინური კომპლექსებისგან, ვინაიდან მისი ფორმულა შექმნილია ბოლო დროის სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით და ყოველი ინგრედიენტის დონე სპეციალურად გათვლილია მამაკაცის აქტიური ცხოვრების წესისთვის.

 

ანტიოქსიდანტები, მათ შორის ვიტამინი E, ვიტამინი C, ბიოფლავონოიდები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ათლეტებისთვის. ვინაიდან ორგანიზმში უნდა მოხდეს თავისუფალი რადიკალების დიდი რაოდენობის გაუვნებელყოფა, რომელიც წარმოიქმნება ვარჯიშის დროს.

 

მაგნიუმს B ჯგუფის ვიტამინებთან ერთად დიდი როლი ენიჭება ენერგიის გამომუშავებაში.

 

კვლევებმა გამოავლინა, რომ მამაკაცის ორგანიზმში ნუტრიენტების არასაკმარისი რაოდენობის შედეგად იკლებს სპერმის რაოდენობაც. ამ მხრივ ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება თუთიას.

 

 

მოქმედება:

• ველმენი ასტიმულირებს ფიზიკურ და გონებრივ აქტივობას

• არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას

• ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას

• აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, საჭმლის მომნელებელი, საყრდენ-მამოძრავებელი და რეპროდუქციული სისტემის მუშაობას მამაკაცის ორგანიზმში

• ავლენს ზოგად გამაჯანსაღებელ და დაცვით მოქმედება

ველმენის ფორმულა შექმნილია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნების შესაბამისად, რის გამოც პრეპარატი ჩართულია სპორტსმენების პროფესიონალური მომზადების პროგრამაში.

 

 

შემადგენლობა:

 

აქტიური ნივთიერება

ერთი კაფსულა შეიცავს

ვიტამინი C

60 მგ

მაგნიუმი

50 მგ

ვიტამინი E

20 მგ

ვიტამინი B3

20 მგ

არგინინი

20 მგ

მეთიონინი

20 მგ

პარაამინობენზოის მჟავა

20 მგ

ჟენშენის ექსტრაქტი

20 მგ

ნივრის ექსტრაქტი

20 მგ

თუთია

15 მგ

ვიტამინი B1

12 მგ

პანტოთენის მჟავა

10 მგ

სილიციუმი

10 მგ

ბიოფლავონოიდები

10 მგ

ვიტამინი B6

მგ

რკინა

მგ

ვიტამინი B2

მგ

კაროტინოიდები

მგ

მანგანუმი

მგ

სპილენძი

1,5 მგ

ვიტამინი A

750 მკგ

ფოლის მჟავა

500 მკგ

იოდი

150 მკგ

ბიოტინი

50 მკგ

ქრომი

50 მკგ

სელენი

50 მკგ

ვიტამინი B12

მკგ

ვიტამინი D

მკგ

 

* მკგ=მიკროგრამი, მგ=მილიგრამი

 

ჩვენება:

მომატებული ფიზიკური და ემოციური დატვირთვების, ცხოვრების აქტიური სტილის დროს, სპორტსმენებისთვის, დაუბალანსებელი კვებისას, მავნე ჩვევების, სტრესის და არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების არსებობისას.

 

მიღების წესი:

დღეში ერთი კაფსულა საკვებთან ერთად ან ჭამის შემდეგ ერთი სავსე ჭიქა წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით. ველმენის მიღება არ შეიძლება უზმოზე. დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადამეტება.

 

არ შეიცავს:

კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს, გლუტენს, მარილსა და საფუარს.

 

გამოშვების ფორმა:

15 კაფსულა ბლისტერზე, შეფუთვაში 2 ბლისტერი.

 

გაცემა:

ურეცეპტოდ

 

მწარმოებელი:

Vitabiotics Ltd, 1 Apsley Way, ლონდონი, NW2 7HF, დიდი ბრიტანეთი

Vitabiotics-ის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია საქართველოში მისი ექსკლუზიური წარმომადგენლის, "სახალხო აფთიაქის" ქსელში.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.