ველკიდი (საღეჭი ტაბლეტი)
ველკიდი WELLKID CHEWABLE საღეჭი ტაბლეტი
გამოყენების რეკომენდაცია: ფარმაკოლოგიური თვისებები: ველკიდის ყოველი საღეჭი ტაბლეტი, ლიმონისა და ჟოლოს არომატით, შეიცავს ვიტამინების, მიკროელემენტებისა და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ფართო სპექტრს, რომლის ქიმიური ფორმულა სპეციალურად არის შექმნილი 4-12 წლის ასაკის ბავშვებისათვის. ველკიდში შემავალი 21 აქტიური ინგრედიენტი ხელს უწყობს ბავშვების ჯანმრთელობის დაცვას, იმუნური სისტემის შენარჩუნებასა და ენერგიის მატებას.
შემადგენლობა: ინგრედიენტები - 1 ტაბლეტი - რეკომენდებული დღიური რაციონი % სელის ზეთი (20% წარმოადგენილია ომეგა-3 რიგის ცხიმოვანი მჟავით) - 114 მგ - A ვიტამინი (1332 სე) - 400 მკგ - 50 D ვიტამინი - 5 მკგ - 100 E ვიტამინი (ბუნებრივი წყარო) - 10 მგ - 100 C ვიტამინი - 40 მგ - 67 თიამინი (B1 ვიტამინი) - 0.9 მგ - 64 რიბოფლავინი (B2 ვიტამინი)- 0.8 მგ - 50 ნიაცინი (B3 ვიტამინი) - 9 მგ - 50 B6 ვიტამინი - 0.7 მგ - 35 ფოლიუმის მჟავა - 200 მკგ 100 B12 ვიტამინი - 3 მკგ - 300 ბიოტინი - 25 მკგ - 17 პანთოტენის მჟავა - 4 მგ - 67 რკინა - 7 მგ - 60 მაგნიუმი - 75 მგ - 25 თუთია - 7.5 მგ - 50 იოდი - 75 მკგ - 50 სპილენძი - 100 მკგ - მანგანუმი - 0.2 მგ - სელენი - 20 მკგ - ქრომი - 10 მკგ -
ჩვენებები: ჰიპო- და ავიტამინოზების, ასევე მინერალებისა და მიკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში 4 წლიდან, უმადობა, მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, რეკონვალესცენციის პერიოდი.
გამოყენების წესი: ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ, სასურველია სადილის დროს. ტაბლეტი არ უნდა გადაიყლაპოს, იგი უნდა დაიღეჭოს. არ არის რეკომენდებული 4 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადამეტება.
გაფრთხილება: ნებისმიერი ალერგიული რეაქციის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადამეტება, ველკიდის ჭარბი დოზით მიღება იწვევს საფაღარათო ეფექტს. შენახვის პირობები: ინახება 250C-მდე ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ მშრალ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 30 საღეჭი ტაბლეტი ბლისტერებზე
გაცემა: ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: ფარმაცევტული კომპანია „ვიტაბიოტიკსი" ლონდონი, ინგლისი.
ნინი
2014-09-22
ძალიან მომწონს. მოზარდებისთვის აუცილებელია.
ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
შეფასების დამატება