ველკიდი საბავშვო სიროფი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კომბინირებული პრეპარატი ვიტამინებით, მიკროელემენტებითა და ბუნებრივი კომპონენტებით.
შემადგენლობა: აქტიური სუბსტანციები -5მლ - RDA % ვიტამინი A (443 სე)- 133მკგ - 17 ვიტამინი D3 (D3-ის სახით 100სე)- 2,5მკგ - 50 ვიტამინი E- 5მგ&-TE - 42 ვიტამინი C - 30 მგ - 38 თიამინი (ვიტამინი B1) - 0,5მგ - 45 რიბოფლავინი (ვიტამინი B2) - 0,8მგ - 57 ნიაცინი (ვიტამინი B3) - 6მგ NE - 38 ვიტამინი B6 - 0,5მგ - 36 ფოლაცინი (ფოლის მჟავა) - 80მკგ - 40 ვიტამინი B12 - 1მკგ - 40 პანთოტენის მჟავა - 2მგ - 33 რკინა - 4მგ - 29 თუთია - 2,5მგ - 25 სპილენძი - 100მკგ - 10 სელის თესლი - 31მგ ძირტკბილას ექსტრაქტი - 500მგ ფარმაკოლოგიური თვისებები: ბიოლოგიურად აქტიური დანამატის - "ველკიდი საბავშვო" სიროფი ფორთოხლისა და ვანილის არომატით შეიცავს 14 ვიტამინსა და მინერალს, ასევე სელის თესლის ზეთსა და ძირტკბილას ექსტრაქტს. "ველკიდი საბავშვო" - სიროფში შემავალი ინგრედიენტები ხელს უწყობენ იმუნური სისტემის შენარჩუნებასა და ჯანმრთელობის დაცვას 3 თვიდან 5 წლის ასაკის ბავშვებში. ჩვენებები: ჰიპო და ავიტამინოზების, ასევე მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში 3 თვიდან 5 წლამდე. უმადობა, ზრდაში ჩამორჩენა, რეკონვალესცენციის (გამოჯანმრთელების) პერიოდი, მდგომარეობები, როდესაც ვიტამინების გაძლიერებულ ხარჯვას აქვს ადგილი.მიღების წესი: რეკომენდებულია ერთხელ დღეში პერორალურად მისაღებად. ბავშვები (3-დან 6 თვემდე): 2,5მლ (ნახევარი ჩაის კოვზი) დღეში ბავშვები (7 თვიდან 5 წლამდე): 5მლ (1 ჩაის კოვზი) დღეში
განსაკუთრებული მითითებები: ნებისმიერი ალერგიული რეაქციის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადამეტება. პრეპარატის ჭარბი დოზით მიღება იწვევს საფაღარათო ეფექტს. გამოყენების შემდგომ გარეცხეთ და გაამშრალეთ კოვზი. ველკიდი საბავშვოს ფორმულა სპეციალურად არის შექმნილი ბავშვებისთვის და არ არის რეკომენდებული მოზრდილებისთვის. არ გამოიყენოთ თუ ბოთლი გატეხილი ან გამოყენებულია. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია პირველი გახსნიდან 3 თვის განმავლობაში. გამოყენებამდე შეანჯღრიეთ. პრეპარატი შექმნილია ხარისხის კონტროლის მაღალ ფარმაცევტულ სტანდარტებზე დაყრდნობით: არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებსა და დამატკბობლებს არ შეიცავს ალკოჰოლს არ შეიცავს ლაქტოზას არ შეიცავს გლუტეინს არ შეიცავს ცხიმს, მარილსა და საფუარს არ არის გამოცდილი ცხოველებზე. გამოშვების ფორმა და რაოდენობა: სიროპი, 150 მლ, №1 მწარმოებელი: Vitabiotics, ინგლისი.