newhospitals

ველკიდი საბავშვო

ველკიდი საბავშვო
ანოტაციის მომწოდებელია
0
4
რეკომენდაცია
0შეფასება
5117ნახვა

ველკიდი საბავშვო სიროფი, ნატურალური ფორთოხლის არომატით, წარმოადგენს იდეალურ ფორმულას 3 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვისთვის. 14 სიცოცხლისთვის აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი ომეგა-3 თან ერთად მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელი განვითარებისათვის.

 

მოქმედება:

ომეგა -3-ს რკინასთან და თუთიასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. რკინა, როგორც ცნობილია, საჭიროა ჰემოგლობინის სინთეზისათვის და ჟანგბადის უჯრედებამდე ტრანსპორტირებისათვის. იგი ასევე წარმოადგენს ზოგიერთი ენზიმის კო-ფაქტორს, რომელიც ენერგიის მეტაბოლიზმში მონაწილეობს.

 

თუთიას დიდი მნიშვნელობა ენიჭება დასწავლის და მახსოვრობის პროცესებში. იგი მონაწილეობს დნმ-ის და რნმ-ის სინთეზის, ცილების მეტაბოლიზმის, ძვლების და იმუნური სისტემის განვითარებაში.

 

პრეპარატში შემავალი სელის თესლის ზეთი წარმოადგენს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების წყაროს. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა მიეკუთვნება უჯერი ცხიმოვანი მჟავების რიგს, რომელიც საჭიროა პროსტაგლანდინების სინთეზის პროცესში. მას დიდი როლი ენიჭება სახსრების ნორმალური განვითარებისთვის. ომეგა-3 ორგანიზმში გარდაიქმნება DHA (დეკოზაჰექსონის მჟავა) და EPA (ეიკოზაპენტანის მჟავა). ეს უკანასკნელნი მონაწილეობენ უჯრედის მემბრანის ჩამოყალიბების პროცესში, არეგულირებენ სისხლში ცხიმების ბალანსს და დადებით გავლენას ახდენენ არტერიულ წნევაზე.

 

ველკიდი საბავშვო შეიცავს შვეიცარული ალპების ალაოს ექსტრაქტს, რომელიც არაჩვეულებრივ არომატს აძლევს სიროფს და ამავე დროს წამოადგენს ბუნებრივი ენერგიის წყაროს.

 

ვიტამინ D3 და მინერალები, როგორიცაა მაგნიუმი და თუთია, აუცილებელია სწრაფად მზარდი ძვლოვანი ქსოვილის და ჯანსაღი კბილების განვითარებისთვის.

 

ბავშვის ორგანიზმს გააჩნია გაზრდილი მოთხოვნილება კალციუმის და ფოსფორის მიმართ, საკვებიდან მათი ათვისების პროცესი დამოკიდებულია რამდენიმე ნუტრიენტის და მათ შორის ვიტამინ D-ს ნორმალური დონის არსებობაზე.

 

ველკიდის ფორმულა ეყრდნობა უახლეს მეცნიერულ კვლევებს და მთლიანად აკმაყოფილებს მზარდი ორგანიზმის მოთხოვნებს ნუტრიენტების მიმართ.

აქვს უგემრიელესი ფორთოხლის და მალტას არომატი, რაც უყვართ ბავშვებს.

ველკიდი საბავშვო შექმნილია მაღალი ფარმაცევტული სტანდარტების მიხედვით.

 

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება

მლ-ში

ალაოს ექსტრაქტი

500 მგ

სელის თესლის ზეთი (წარმოდგენილია ომეგა-3-ის რიგის ცხიმოვანი მჟავით)

31მგ

ვიტამინი C

30 მგ

ნიაცინი (ვიტამინი B3)

მგ

ვიტამინი E ალფა TE

მგ

რკინა

მგ

თუთია

2,5 მგ

პანტოთენის მჟავა

მგ

რიბოფლავინი (ვიტამინი B2)

0,8 მგ

თიამინი (ვიტამინი B1)

0,5 მგ

ვიტამინი B6

0,5 მგ

ვიტამინი A (443IU)

133 მკგ

სპილენძი

100 მკგ

ფოლის მჟავა

80 მკგ

ვიტამინი D (D3-ის სახით 100IU)

2,5 მკგ

ვიტამინი B12

მკგ

* მკგ=მიკროგრამი, მგ=მილიგრამი, IU=საერთაშორისო ერთეული

 

ჩვენება:

ჰიპო და ავიტამინოზების, ასევე მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში 3 თვიდან 5 წლამდე. უმადობა, რეკონვალესცენციის (გამოჯანმრთელების) პერიოდი, მდგომარეობები, როდესაც ვიტამინების გაძლიერებულ ხარჯვას აქვს ადგილი.

 

მიღების წესი:

ბავშვები 3-დან 6 თვემდე 2,5 მლ (ნახევარი ჩაის კოვზი) დღეში. ბავშვები 7 თვიდან 5 წლამდე 5მლ (1 ჩაის კოვზი) დღეში.

 

არ შეიცავს:

ხელოვნურ საღებავებს, დამატკბობლებს, ლაქტოზას, გლუტენს, მარილს, ცხიმსა და საფუარს, ალკოჰოლს.

 

გამოშვების ფორმა:

150 მლ-იანი ბოთლი

 

შენახვის პირობები:

ინახება 25ْ C ტემპერატურამდე, შეფუთულ მდგომარეობაში, მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

გაცემა:

ურეცეპტოდ

 

მწარმოებელი:

Vitabiotics Ltd, 1 Apsley Way, ლონდონი, NW2 7HF, დიდი ბრიტანეთი

Vitabiotics-ის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია საქართველოში მისი ექსკლუზიური წარმომადგენლის, "სახალხო აფთიაქის" ქსელში.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.