ვაზომიდი 2.5მგ #20ტ

ვაზომიდი 2.5მგ #20ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
2325ნახვა

გენერიული დასახელება:

ინდაპამიდი

 

შემადგენლობა:
თითოეული დრაჟე შეიცავს 2.5მგ ინდაპამიდს
დამხმარე ნივთიერება საღებავი Lague coccine.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ინდაპამიდი ინდოლინის მჟავის პირველი წარმომადგენელია, რომელსაც გააჩნია ჰიპოტენზიური და დიურეზული ეფექტი. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპოტენზიური მოქმედების მექანიზმი ბოლომდე დადგენილი არ არის, პრეპარატის ეფექტი დაკავშირებულია რენალურ და ექსტრარენალურ მოქმედებასთან (აქვეითებს პერიფერიული სისხლძარღვების რეზისტენტობას და სისხლძარღვთა მომატებულ ჰიპერაქტივობას). დიურეზული მოქმედება არ არის პრეპარატის მოქმედების მექანიზმში დომინანტური, რადგან ჰიპოტენზიური ეფექტი აღინიშნება იმ დოზის შემთხვევაში, რომელსაც არ გააჩნია გამოხატული დიურეზული ეფექტი. ინდაპამიდს გააჩნია დიურეზული ეფექტი თირკმლის დისტალურ მილაკებში სითხისა და ელექტროლიტების რეაბსორბციის შეფერხების გამო.
მიღებული პრეპარატის 70% გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდის გზით, დანარჩენი განავალით. ნახევრად გამოყოფის პერიოდი 14 საათია.

 

 

ჩვენება:
ვაზომიდი გამოიყენება მონოთერაპიის ან სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში ჰიპერტონიის სამკურნალოდ. გარდა ამისა შეშუპებების დროს გულის უკმარისობის შემთხვევაში.

 

წინააღმდეგჩვენება:
არ გამოიყენება ანურიის დროს და ალერგიის შემთხვევაში ინდაპამიდის ან სხვა სულფონამიდური წარმოებულების მიმართ.

 

თავისებურებები:
პაციენტებს ჰიპოკალემიით, განსაკუთრებით არითმიების, საგულე გლიკოზიდე- ბით მკურნალობისას აუცილებელია პლაზმის ელექტროლიტების კონტროლი. გარდა ამისა ჰიპოკალიემიის, ჰიპონატრიემიის, ჰიპოქლორემიის შემთხვევაში საჭიროა დავაკვირდეთ შემდეგ სიმპტომებს: პირის სიმშრალე, წყურვილი, სისუსტე, დაღლილობა, ძილიანობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისკომფორტი.
პლაზმის ელექტროლიტების დონის განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტებში ღებინებით ან პარენტერალურ კვებაზე მყოფებში. ვაზომიდი წევს შარდმჟავას დონეს (საშუალოდ 1მგ/100მლ), ამიტომ შარდმჟავას კონცენტრაცია პლაზმაში უნდა გაკონტროლდეს.
როგორც სხვა თიაზიდური დიურეტიკები, თირკმლის დაავადებების დროს, გამოიყენება სიფრთხილით. თირკმლის ფუნქციები უნდა შემოწმდეს მკურნალობის პროცესში.
ღვიძლის უკმარისობის ან ღვიძლის პროგრესირებადი დაავდების დროს გამოიყენება სიფრთხილით, რადგან წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის მცირე ცვლილებებმაც კი, შეიძლება მიგვიყვანოს ღვიძლისმიერ კომამდე.
ვაზომიდმა შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტის ლატენტური ფორმის გამოაშკარავე-ბა. შეიძლება შეცვალოს ინსულინის მიმართ პაციენტების მოთხოვნილება, ამიტომ დიაბეტიანებში ვაზომიდით მკურნალობის დროს საჭიროა გლუკოზის კონტროლი.
არ გამოიყენება ლითიუმის მარილებთან, რადგან ზრდის მის ტოქსიურობას.
არ გამოიყენება ორსულებში განსაკუთრებული ჩვენებების გარდა. მეძუძურებში დანიშვნისას კვება წყდება.

 

გვერდითი მოვლენები:
გარდამავალი ხასიათისაა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, კუნთოვანი კრუნჩხვები, ფეხისა და ხელის თითების დაბუჟება, ნევროზულობა. იშვიათად კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი, კანის ალერგიული რეაქცია, ჰიპერგლიკემია დიაბეტიანებში, ჰიპერურიკემია, პოდაგრის გამწვავება.
გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

დოზირება და მიღების წესები:
ჰიპერტენზიის და შეშუპების დროს - გულის უკმარისობის შემთხვევაში, საწყისი დოზა 1 დრაჟე (2.5 მგ) დილით. თუ პირველი კვირის განმავლობაში შეშუპების, 4 კვირის განმავლობაში ჰიპერტონიის მკურნალობისას (2.5 მგ) დოზამ არ მოგვცა სასურველი შედეგი, დღიური დოზა იზრდება 5 მგ-მდე (2დრაჟე ერთ მიღებაზე). თუ ეფექტი მაინც არ მიიღება, მიმართავენ ვაზომიდის კომბინაციას სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად არტერიული წნევის კონტროლით. მეორე პრეპარატის დოზა თერაპიის დასაწყისში მცირდება ორჯერ.

 

დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების დროს: გულისრევა, ღებინება, სისუსტე, კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მოშლილობა და ელექტროლიტური დარღვევები. მძიმე შემთხვევაში ჰიპოტონია და სუნთქვის დამბლა. ამ შემთხვევაში აუცილებელია გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის ფუნქციის შენარჩუნება. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. აუცილებელია კუჭის ამორეცხვა და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა.

შენახვის პირობები:

ინახება შეფუთვაში მშრალ ადგილას (არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე)
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

გამოშვების ფორმა:
20დრაჟე ბლისტერულ შეფუთვაში.
არ მიიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.

 

მწარმოებელი:
ალი რაიფ ილაჩ სანაი
თურქეთი

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.