newhospitals

ვანკოვერი(ვანკომიცინი)0.5გ ფლ

ვანკოვერი(ვანკომიცინი)0.5გ ფლ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
1732ნახვა

 

აქტიური ინგრედიენტი: ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი.

შემადგენლობა: აქტიური ინგრედიენტი:

ვანკოვერი 500: 1 ფლაკონი 510 მგ მშრალი ნივთიერებით შეიცავს 510 მგ ვანკომიცინის ჰიდროქლორიდს, აქტივობით: 1მგ ნივთიერებაზე არანაკლებ 1050 საერთ. ერთ. რაც შეესაბამება 500 მგ ვანკომიცინს.

ვანკოვერი 1 გ: 1 ფლაკონი 1020 მგ მშრალი ნივთიერებით შეიცავს 1020 მგ ვანკომიცინ ჰიდროქლორიდს, აქტივობით: 1მგ ნივთიერებაზე არანაკლებ 1050 საერთ. ერთ. რაც შეესაბამება 1 გ ვანკომიცინს.

 


სხვა ინგრედიენტები:
არ შეიცავს.

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გლიკოპეპტიდური ანტიბიოტიკი

 

დოზირების ფორმა და შემცველობა:
ფხვნილი საინექციო ხსნარის ან დასალევი ხსნარის მოსამზადებლად.
პაკეტი შეიცავს კოლოფზე მითითებულ ფლაკონების რაოდენობას.

 

ჩვენებები:
პერორალური მიღება:
ვანკოვერი 500/1გ შეიძლება გაიხსნას და პერორალურად იქნას გამოყენებული გარკვეული ნაწლავური დაავადებების დროს:
• ანტიბიოტიკებით გამოწვეული ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტების (ნაწლავთა მძიმე ანთებითი დაავადება გამოწვეული Clostridium difficile-ს ტოქსინებით).
• სტაფილოკოკით გამოწვეული ენტეროკოლიტის დროს (სტაფილოკოკით გამოწვეული ნაწლავთა ანთებითი დაავადება).
ვანკომიცინის პარენტერალური გამოყენება არაეფექტურია ამ შემთხვევებში.

 

ინტრავენური გამოყენება:
პარენტერალურად გამოიყენება მხოლოდ სხვა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული მძიმე ინფექციების დროს და პაციენტებში, რომლებიც ალერგიული არიან β-ლაქტამაზის შემცველი ანტიბიოტიკებისადმი.
• გულის შიგნითა გარსის ანთება (ენდოკარდიტი)
• ძვლების (ოსტიტი, ოსტეომიელიტი) და სახსრების ინფექციები
• ფილტვების ანთება (პნევმონია)
• სისხლის ინტოქსიკაცია (სეფსისი, სეპტიცემია)
• რბილი ქსოვილების ინფექცია.
პრეპარატი გამოიყენება გრამდადებითი ინფექციების განვითარების მაღალი რისკის დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ძვლებზე და სახსრებზე ოპერაციების შემთხვევებში.

 

ანტიბიოტიკური სპექტრი:
ვანკომიცინი ეფექტურია შემდეგი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ:
აერობული და ანაერობული გარამდადებითი მიკროორგანიზმები: Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis და სხვა კოაგულაზა უარყოფითი სტაფილოკოკები, Staphylococcus pneumoniae, A,B,C,D,E,F,G ჯგუფის სტრეპტოკოკები Streptococcos pyogene-ს ჩათვლით, Enterococcus faecalis და Enterococcus faecium, Corynebacteriae, Listeria monocytogenes, Clostridiae, კერძოდ C.difficile და Bacillus სახეობები.
ყოველთვის ან თითქმის რეზისტენტულია: თითქმის ყველა გრამუარყოფითი ბაქტერიისადმი (მაგ. Enterobacteriaceae), Myobacteria, Bacteroides და სოკოს მიმართ.

ზოგიერთ ქვეყანაში შეიმჩნევა მომატებული რეზისტენტობა Enterococcus faecium-ის მიმართ, განსაკუთრებით მისი მულტირეზისტენტული სახეობების მიმართ.
ნაწილობრივი ჯვარედინი რეზისტენტობა აღინიშნება ტეიკოპლანინთან ერთად გამოყენებისას.

 

 

უკუჩვენებები:
ვანკოვერი 500/1გ არ გამოიყენება ვანკომიცინისადმი მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
თირკმლების მწვავე უკმარისობის და შიდა ყურის სმენითი ფუნქციის დაზიანების შემთხვევაში ვანკოვერი 500/1გ სიფრთხილით გამოიყენება.
თირკმლების დაქვეითებული ფუნქციის დროს მოწოდებულია სპეციალური რეკომენდაციები დოზირებისთვის. (იხ. დოზირების რეჟიმების სექცია)
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს სპეციალური სიფრთხილე არ არის საჭირო.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
არ არსებობს საკმარისი მონაცემები ვანკოვერი 500/1გ გამოყენების შესახებ ორსულებსა და ლაქტაციის დროს, ამიტომ ვანკოვერი 500/1გ გამოიყენება ორსულებში მხოლოდ აუცილებლობის დროს.

ვანკოვერი 500/1გ გადადის დედის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვებისას გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა ანტიბიოტიკები არაეფექტურია. ამ დროს შესაძლოა დიარეისა და სენსიბილიზაციის განვითარება.

 

ჩვილები, ბავშვები და მოხუცები:
ჩვილებისა და ბავშვებისთვის მოწოდებული დოზირების სპეციალური რეკომენდაციები (იხ. Dდოზირების რეჟიმის სექცია)
მოხუცები არ საჭიროებენ დოზირების სპეციალურ რეჟიმს, გარდა თირკმლების ფუნქციის და სმენის დაზიანებების შემთხვევებისა.

 

სიფრთხილეა საჭირო:
სწრაფი ინფუზიის დროს შესაძლოა ანაფილაქტოიდური რეაქციის განვითარება არტერიული წნევის დაქვეითებით და სუნთქვის გაძნელებით. ვანკომიცინი ნელა უნდა გადაისხას (არაუმეტეს 10 მგ/წთ, ერთჯერადი დოზა 600 მგ 60 წთ-ზე ნაკლები) და გაიხსნას 1 გ არანაკლებ 200 მლ-ში.
ვანკომიცინის კონცენტრაცია სისხლში ინფუზიის დამთავრებიდან 1 საათში შეადგენს 30-40 მგ/ლ, ხოლო მინიმალური კონცენტრაცია (შემდეგი ინფუზიის წინ) უნდა იყოს 5-10 მგ/ლ უნდა იყოს. ხანგრძლივი მკურნალობის დროს საჭიროა სისხლში მისი კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი, განსაკუთრებით თირკმლების დაავადების და სმენითი ფუნქციის დარღვევის და ოტო- და ნეფროტოქსიკური პრეპარატების დანიშვნისას.
სმენის დარღვევის ან ოტოტოქსიკურ პრეპარატებთან ერთად დანიშვნისას, ისევე როგორც თირკმლების დაზიანების შემთხვევაში, საჭიროა სმენის ფუნქციის რეგულარული კონტროლი.

ვანკომიცინის ხანგრძლად გამოყენებისას, ან ნეიტროპენიის გამომწვევ პრეპარატებთან ერთად დანიშვნისას საჭიროა პერიოდულად სისხლის კონტროლი.

 

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
საყურადღებოა:
ნაწლავთა ანთებითი ინფექციებისას სისხლში პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი დონე აღინიშნება მისი პერორალური დანიშვნის დროსაც, განსაკუთრებით თუ თირკმლების ფუნქციაც დარღვეულია. ამ შემთხვევაში, პრეპარატის პარენტერალური გამოყენების დროს შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები.
ვანკომიცინი და სხვა ნეფრო-ან ოტოტოქსიკური პრეპარატები:
ვანკომიცინი და ოტო-და ნეფროტოქსიკური პრეპარატების ერთდროული დანიშვნა აძლიერებს ოტო- და ნეფროტოქსიკურობას. კერძოდ, ამინოგლიკოზიდებთან ერთად დანიშვნისას საჭიროა დაკვირვება. ამ დროს ვანკომიცინის მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 500 მგ-ს ყოველ 8 საათში.

 

ვანკომიცინი და ნარკოტიკები:
ნარკოტიკებთან ერთად ვანკომიცინის ინფუზიის დროს გვერდითი მოვლენების (ჰიპოტენზია, კანის ერითემა, ურტიკარია, ქავილი) გამოვლენის შემთხვევები იზრდება.

 

ვანკომიცინი და მიორელაქსანტები:
ვანკომიცინის დანიშვნისას ოპერაციის დასრულებისთანავე მიორელაქსანტების (მაგ. სუქცინულქოლინი) ეფექტი-ნეირომუსკულური ბლოკი ძლიერდება ან ხანგრძლივდება.
დოზირების რეჟიმი, გამოყენების წესი და მკურნალობის ხანგრძლივობა:
პაციენტები თირკმლების ნორმალური ფუნქციით:
• 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზრდილები:
• რეკომენდირებული ინტრავენური დოზაა 500 მგ ყოველ 6 საათში ან 1გ ყოველ 12 საათში.
• ხანდაზმული პაციენტები:


ასაკის მატებასთან ერთად გლომერულური ფუნქციის დაქვეითებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში ვანკომიცინის კონცენტრაციის გაზრდა თუ დოზა არ შეიცვალა. (იხ. სქემა თირკმლების ფუნქციის დაქვეითების დროს).

• ბავშვები (12 წლის ასაკამდე):
• დღიური ინტრავენური დოზაა 40 მგ/კგ-ზე, ძირითადად 4 ერთჯერადი დოზის სახით ანუ 10 მგ/კგ-ზე ყოველ 6 საათში.

 

ჩვილები:
ჩვილებში დოზა მცირდება. რეკომენდირებულია საწყისი დოზაა 15 მგ/კგ-ზე, ხოლო შემანარჩუნებელი დოზა 10 მგ/კგ-ზე ყოველ 12 საათში
1 კვირის ასაკის ჩვილებში და შემდეგ ყოველ 8 საათში 1 თვის ასაკამდე. სისხლში პრეპარატის კონცენტრაციის განსაზღვრა რეკომენდირებულია.
ოპერაციის დროს პროფილაქტიკა:
რეკომენდირებულია: 1გ ვანკომიცინი ოპერაციამდე (ანესთეზიამდე) და ოპერაციის შემდეგ 1გ ვანკომიცინის ერთი ან რამდენიმე ინფუზია.


ბავშვებში გამოიყენება 20 მგ/კგ ვანკომიცინი იგივე დროის შუალედებით.

 

პაციენტები თირკმლების ფუნქციის დაქვეითებით:
თირკმლების ფუნქციის დაქვეითების დროს დოზა უნდა შეესაბამებოდეს პრეპარატის გამოყოფის დონეს. ასეთ შემთხვევებში ვანკომიცინის სისხლში განსაზღვრა სასურველია, კერძოდ მძიმე ავადმყოფებში თირკმლების ცვალებადი ფუნქციით.
თირკმლების დაზიანებით დაავადებულ პაციენტთა უმრავლესობისთვის მოწოდებულია შემდეგი სქემა. კრეატინინის კლირენსი გამოითვლება მიახლოებით. ვანკომიცინის დღიური დოზა (მგ) 15-ჯერ მეტი უნდა იყოს გლომერულურ ტიტრაციის სიხშირეზე (მლ/წთ).
საწყისი დოზა 15 მგ/კგ-ზე მეტი უნდა იყოს.

 

ცხრილი თირკმლებით დაავადებულთათვის:
კრეატინინის კლირენსი მლ/წთ ვანკომიცინის დოზა(%საწყისი დოზის)
100-ზე მეტი 100
90 80
80 80
70 70
60 60
50 50
40 40
30 30
20 20
10 10
ცხრილი არ გამოიყენება ანურიის დროს (პრაქტიკულად თირკმლების უფუნქციობა). ასეთი პაციენტები ღებულობენ 15 მგ/კგ სისხლში თერაპიული კონცენტრაციის მიღწევამდე. შემანარჩუნებელი დოზაა 1.9 მგ/კგ-ზე 24 საათის განმავლობაში. თირკმლების ძლიერ დარღვეული ფუნქციის დროს დღიური დოზა შეიძლება შეიცვალოს -შემანარჩუნებელი დოზა 250-100 მგ-ით რამდენიმე დღის ინტერვალით.

 

დოზირება ჰემოდიალიზის შემთხვევაში:
რეგულარული ჰემოდიალიზის პირობებში რეკომენდირებულია შემდეგი დოზირება:
გამაჯერებელი დოზა 100 მგ, შემანარჩუნებელი დოზა 100 მგ ყოველ 7-10 დღეში.
თუ ჰემოდიალიზის დროს პოლისულფონის მემბრანები გამოიყენება, ვანკომიცინის ნახევრადგამოყოფა მცირდება. რეგულარული ჰემოდიალიზის დროს შესაძლოა უფრო მაღალი შემანარჩუნებელი დოზა გახდეს საჭირო.
თუ ცნობილია მხოლოდ სისხლში კრეატინინის კონცენტრაცია, კრეატინინის კლირენსი შეიძლება გამოითვალოს შემდეგი ფორმულით:
მამაკაცებში:
სხეულის წონა(კგ)ხ(140-ასაკი)
Clcr =72x სისხლში კრეატინინი(მგ/100მლ)

 

ქალებში:
Clcr 0.85x მამაკაცების მაჩვენებელი.

კრეატინინის კლირენსი თირკმლების ფუნქციის მაჩვენებელია. შემდეგი ჯგუფის პაციენტებში დაახლოებით გამოთვლილი მაჩვენებელი უფრო მეტია არსებულ კრეატინინის კლირენსზე:
თირკმლების დაქვეითებული ფუნქციისას (შოკი, გულის მძიმე უკმარისობა, ოლიგურია), ჭარბი წონის პაცინტებში, ღვიძლის დაავადებებისას, შეშუპების ან ასციტის, დასუსტებულ ან იმობილიზებულ პაციენტებში ან კვების ნაკლებობისას. რამდენადაც შესაძლებელია კრეატინინის კლირენსი პირდაპირ უნდა გამოითვალოს.

პერორალური გამოყენება:
ენტეროკოლიტით დაავადებულები ღებულობენ 500 მგ-2გ ვანკომიცინს დღიურ დოზას 3-4-ჯერ დღეში. ბავშვები ღებულობენ 40 მგ/კგ-ზე დღიურ დოზას 3-4-ჯერ დღეში. დღიური დოზა 2გ-ს არ უნდა აჭარბებდეს.

გამოყენების წესი და მკურნალობის ხანგრძლივობა:
ინტრავენური გადასხმა:
ვანკომიცინი გამოიყენება ნელი ინტრავენური გადასხმის სახით (არაუმეტეს 10 მგ/წთ, ერთჯერადი დოზა არაუმეტეს 600 მგ 60 წთ-ში) საკმარისი განზავებით (არანაკლებ 100 მლ 500 მგ). სითხის შეზღუდვის აუცილებლობის შემთხვევაში 500მგ/50მლ ან 1გ/100 გამოიყენება. მაღალ კონცენტრირებული ხსნარის ინფუზიის დროს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი იზრდება.

 

ხსნარის მომზადება:
მშრალი ნივთიერება იხსნება საინექციო წყალში. შემდგომი განზავება საინფუზიო ხსნარში აუცილებელია. ვანკომიცინის კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 2.5-5 მგ/მლ საინფუზიო ხსნარში.
ვანკოვერი 500: ფლაკონის შიგთავსი იხსნება 10 მლ საინექციო ხსნარში და შემდეგ განზავდება 100-200 მლ საინფუზიო ხსნარში.
ვანკოვერი 1გ: ფლაკონის შიგთავსი იხსნება 20 მლ საინექციო ხსნარში და შემდეგ განზავდება 200-400 მლ საინფუზიო ხსნარში.

 

შეთავსება ინტრავენურ ხსნარებთან:
საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შემდეგი ხსნარებია მოწოდებული:
• საინექციო წყალი
• 5% გლუკოზა
• ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიური ხსნარი
ვანკომიცინის ხსნარი ინიშნება ცალკე, თუ სხვა ხსნარებთან შეთავსება არ არის ცნობილი.
მნიშვნელოვანი შეუთავსებლობა:
ვანკომიცინის ხსნარს დაბალი PH აქვს, რამაც ქიმიური და ფიზიკური არასტაბილურობა შეიძლება გამოიწვიოს სხვა ხსნარებთან შერევისას. ამიტომ გამოყენების წინ სხნარი უნდა დათვალიერდეს ნალექის არსებობაზე და ფერის შეცვლაზე.

 

კომბინირებული თერაპია:
ვანკომიცინის სხვა ანტიობიოტიკებთან კომბინაციის დროს გადასხნა ცალ-ცალკე ხდება.
პერორალური გამოყენება:
ვანკოვერი 500: ფლაკონის შიგთავსი იხსნება 10 მლ წყალში
ვანკო საარი 1გ: ფლაკონის შიგთავსი იხსნება 20 მლ წყალში.
5მლ 4-ჯერ დღეში მიეცემა პაციენტს დასალევად ან გასტრალური ზონდის საშუალებით განზავების შემდეგ (არანაკლებ 60 მლ 1გ ვანკომიცინზე). გემოს მიმცემი შეიძლება დაემატოს. იხ. ვარგისიანობის ვადა.

 

 

მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალობის პერიოდი დამოკიდებულია ინფექციის ხარისხზე და კლინიკურ და ბაქტერიოლოგიურ ცვლილებებზე.

ენტეროკოლიტის დროს ვანკომიცინი ინიშნება 7-10 დღის განმავლობაში.

 

ჭარბი დოზირება და შეცდომები გამოყენების დროს:
იხ. ასევე გვერდითი მოვლენების მკურნალობა.
• სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს
• შრატში მაღალი კონცენტრაცია შეიძლება შემცირდეს ჰემოდიალიზით პოლისულფონის მემბრანით, ჰემოფილტრაციით ან ჰემოპერფუზიით.
• ჭარბი დოზირების შემთხვევაში ნაჩვენებია სიმპტომატური მკურნალობა თირკმლების ფუნქციის შენარჩუნებით.

 

გადასხმით გამოწვეული რეაქციები:
• ვანკომიცინის სწრაფი გადასხმის შემთხვევაში ე.ი. რამდენიმე წუთში, მწვავე ჰიპოტენზია ცირკულაციის მწვავე მოშლით (შოკი) და გულის გაჩერება შეიძლება განვითარდეს.
• ვანკომიცინის სწრაფი გადასხმის დროს ან დამთავრებისთანავე მძიმე შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქცია (ანაფილაქტოიდური რეაქცია), კერძოდ არტერიული წნევის დაქვეითება, ჰაერის უკმარისობა, ურტიკარია, ქავილი. სხეულის ზედა ნაწილში სიწითლე ("წითელი კისერი" ან "წითელი ადამიანის სინდრომი"), გულმკერდის და წელის კუნთების ტკივილი შეიძლება გაჩნდეს. რეაქციები ქრება გადასხმის შეჩერების 20 წუთიდან რამდენიმე საათამდე.
გამოტოვებული დოზა მომდევნო დანიშნულ დოზამდე ინიშნება.

 

გვერდითი მოვლენები:
საყურადღებოა:
ნაწლავთა ინფექციებით დაავადებულებში პრეპარატის სისხლში კლინიკურად მნიშვნელოვანი კონცენტრაცია შესაძლოა იყოს პერორალური გამოყენების შემთხვევაშიც, განსაკუთრებით თუ თირკმლების ფუნქცია დაზიანებულია. ამ შემთხვევებში მსგავსი გვერდითი მოვლენები პარენტერალური გამოყენების დროსაც შეიძლება განვითარდეს.

სამედიცინო პრეპარატებს შესაძლოა თან ახლდეს გვერდითი ეფექტები, რომელთაც არა აქვთ ადგილი ის არ ჩნდება ყველა პაციენტში. ვანკოვერი 500/1გ გამოყენებისას შემდეგი გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს.:
რეაქციები განვითარებული ინტრავენური გადასხმისას:
• ვანკომიცინის სწრაფი ინფუზიის დროს ან ინფუზიის დამთავრებისთანავე შესაძლოა ანაფილაქტოიდური რეაქციის განვითარება: არტერიული წნევის დაწევა, ჰაერის უკმარისობა, ურტიკარია, ქავილი.სხეული ზედა ნაწილის სიწითლე ("წითელი კისერი" ან "წითელი ადამიანის სინდრომი"), გულმკერდის და წელის კუნთების ტკივილი შეიძლება განვითარდეს. რეაქციები ქრება გადასხმის შეჩერების 20 წუთიდან რამდენიმე საათამდე. რადგან ეს გვერდითი მოვლენები ვითარდება უფრო იშვიათად ნელი გადსხმის დროს, საჭიროა ვანკომიცინის საკმარისად განზავება და დროის გარკვეულ პერიოდში გადასხმა (იხ. დოზირების სქემა და გამოყენების წესი).
თირკმლებზე ზემოქმედება:
იშვიათად აღინიშნა თირკმლების დაზიანება, გამოხატული შრატში კრეატინინის და შარდოვანას მომატებით, ძირითადად პაციენტებში, რომლებიც ვანკომიცინის დიდ დოზას ღებულობენ, ამინოგლიკოზიდებთან ერთად ვაკომიცინის გამოყენებისას ან თირკმლების ფუნქციის არსებული უკმარისობისას. ვანკომიცინის მოხსნის შემდეგ სიმპტომები ძირითადად ქრება, განსაკუთრებით თირკმლების ფუნქციის არსებული დაზიანების ან ამინოგლიკოზიდებთან ერთად დანიშვნის შემთხვევებში. ამ დროს საჭიროა თირკმლების ფუნქციაზე დაკვირვება და დოზირების შეცვლა. ასეთ შემთხვევებში რეკომენდირებულია შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის განსაზღვრა.

 

სენსორულ სისტემაზე ზემოქმედება:
იშვიათად აღინიშნება სმენის დაქვეითება, თუ პაციენტები ვანკომიცინის დიდ დოზას ან ოტოტოქსიკურ პრეპარატებს ღებულობენ, სმენის ადრე არსებული დაქვეითებისას, ან თირკმლების ფუნქციის დაქვეითების დროს. ასეთი პაციენტები სმენის ფუნქციის ცონტროლს საჭიროებენ.
იშვიათად აღინიშნება თავბრუსხვევა და წონასწორობის დაკარგვა ვითარდება.

 

სისხლზე ზეგავლენა:
იშვიათად ვითარდება სისხლის გარკვეული უჯრედების (ნეიტროპენია) ტრანზიტორული შემცირება, მკურნალობის დასრულებიდან 1 ან მეტი კვირის შემდეგ ან 25 გ-ზე მეტი დოზის გამოყენების შემდეგ. პრეპარატის მოხსნის შემდეგ სისხლის სურათი სწრაფად უბრუნდება ნორმას. ცალკეულ შემთხვევებში ვითარდება აგრანულოციტოზი (ლეიკოციტების ძლიერი შემცირება). პაციენტები, რომლებიც ღებულობენ ვანკომიცინს ხანგრძლივად ან ნეიტროპენიის და აგრანულოციტოზის გამომწვევ სხვა პრეპარატებთან ერთად, საჭიროებენ ლეიკოციტებზე დაკვირვებას.

ვანკომიცინის გამოყენებისას იშვიათად აღინიშნა თრომბოციტოპენია და ეოზინოფილია.

 

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები:
იშვიათად ვითარდება ეგზანთემა და ლორწოვანი გარსების ანთება ქავილით ან ქავილის გარეშე.
ცალკეულ შემთხვევებში ვანკომიცინის ინფუზიის შემდეგ აღინიშნება ძლიერი ცრემლდენა (10 საათის განმავლობაში) აღინიშნა.

იშვიათად ვითარდება მძიმე მომატებული მგრძნობელობის რეაქციები მიმდინარე წამლისმიერი ცხელებით, ეოზინიფილიით, შემცივნებით ან ვასკულიტით.

შეიძლება განვითარდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები შოკის ჩათვლით.
მძიმე ანაფილაქტოიდური რეაქციები შესაბამის სასწრაფო დახმარებას მოითხოვენ.

იშვიათად ვითარდება კანის მძიმე რეაქციები ზოგადი სიმპტომებით (ექსფოლიატიური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის ან ლაიელის სინდრომი).

 

კუჭ-ნაწლავის სისტემაზე ზეგავლენა:
იშვიათად ვითარდება გულისრევა.
ცალკეულ შემთხვევებში ვანკომიცინის ინტრავენური გადასხმისას აღინიშნება
ფსევდომემბრანული კოლიტი.
თუ ინტრავენური მკურნალობის შემდეგ განვითარდა მძიმე დიარეა, უნდა ვივარაუდოდ ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარება, რომელიც მოითხოვს საჭირო მკურნალობის დროულად დაწყებას (იხ. გვერდითი ეფექტების მკურნალობა).

 

ადგილობრივი რეაქციები:
შესაძლოა განვითარდეს ფლებითი, რომელიც მცირდება ნელი გადასხმის და განზავების გაზრდის (250-500მგ/100მლ) და ვენის შეცვლის შემდეგ. ვენის ირგვლივ და კუნთებში პრეპარატის მოხვედრა იწვევს ტკივილს, ქსოვილების გაღიზიანებას და ნეკროზს.
ვანკომიცინის მიღებას შესაძლოა ბაქტერიული ფლორის და სოკოს განვითარება მოჰყვეს.
მკურნალობა:
მოხსენებული ზემოთაღნიშნული გვერდითი მოვლენები (იხ. ზემოთ მოხსენებული) შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში იყოს ძლიერ იშვიათი, რის შესახებაც სასწრაფოდ უნდა ეცნობოს ექიმს.

 

ფსევდომემბრანული კოლიტი:
საჭიროა შეწყდეს მკურნალობა ვანკოვერით 500/1გ და დროულად მიღებული იქნას შესაბამისი ზომები (სპეციალური ანტიბიოტიკები/ქიმიოთერაპიული პრეპარატები). Pპრეპარატები, რომლებიც ნაწლავთა პერისტალტიკას თრგუნავენ არ გამოიყენება.

 

მძიმე მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსია):
ვანკოვერი 500/1გ-ით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაუყოვნელივ დანიშნულ უნდა იქნას შესაბამისი მკურნალობა (ანტიჰისტამინები, კორტიკოსტეროიდები, სიმპატომიმეტური საშუალებები და ხელოვნური სუნთქვა.

"წითელი კისერი" ან "წითელი ადამიანის სინდრომი:
ვანკომიცინის სწრაფი გადასხმის დროს ან მისი დამთავრებისთანავე შეიძლება გამოვლინდეს მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქტოიდური რეაქციები), კერძოდ არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის გაძნელება, ურტიკარია და ქავილი, ასევე სხეულის ზედა ნაწილის გაწითლება ("წითელი კისერი" ან "წითელი ადამიანის სინდრომი"), გულმკერდის და წელის კუნთების
ტკივილი და სპაზმები. ასეთი რეაქციები გადასხმის შეწყვეტიდან 20წთ-რამდენიმე საათში ქრება და სპეციალურ ჩარევას არ მოითხოვს. ( მძიმე შემთხვევებში იხ. მძიმე მწვავე მომატებული მგრძნიბელობის რეაქციები).

თუ თქვენ შეამჩნიეთ რომელიმე აღწერილი გვერდითი მოვლენა, ვანკოვერით მკურნალობისას აცნობეთ ექიმს.

 

ვარგისიანობის ვადა:
ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვადის გასვლის შემდეგ.

 

ვარგისიანობის ვადა გახსნილი პრეპარატისთვის:
საინექციო წყალში გახსნილი პრეპარატის გამოყენება შეიძლება 96 საათის განმავლობაში 25 C პირობებში.
ვარგისიანობის ვადა მომზადებული ხსნარისთვის:
საინექციო ხსნარი ქიმიურ და ფიზიკურ სტაბილობას ინარჩუნებს 96 საათამდე 2-8 C პირობებში. მიკრობიოლოგიის გათვალისწინებით მომზადებული ხსნარი უნდა გაკეთდეს მაშინვე. თუ ეს ასე არ მოხდა პასუხისმგებლობა შენახვის პირობებზე დაცული უნდა იქნას. ჩვეულებრივ შენახვა 24 საათზე მეტად შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ხსნარი მომზადდა ასეპტიურ პირობებში.


ინახება ოთახის ტემპერატურაზე (არაუმეტეს 250C), სინათლისგან დაცულ ადგილზე.

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

 

ფარმაცევტული ფირმა:
Chephasaar, Chem.-pharm.Fabrik GmbH
66376 ინგბერტი
ტელ: 06894/971-0
ფაქსი: 06894/971-199

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.