newhospitals

ვალერინ სენი #15დრაჟე

ვალერინ სენი #15დრაჟე
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
1499ნახვა
[code]
ვალერინ სენი
Valerin Sen

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები; ფიტოპრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

დრაჟე 15ც

1 დრაჟეს შემადგენლობა: სტანდარტიზებული ექსტრაქტები
- კატაბალახას ძირები 100მგ,
- ბარამბო 25მგ,
- სვიის გირჩები 25მგ
და მაგნიუმი 30მგ.
შეიცავს შაქარს.

შემადგენლობა 1 დრაჟე 2 დრაჟე
კატაბალახას ძირების ექსტრაქტი 100მგ 200მგ
ბარამბოს ექსტრაქტი 25მგ 50მგ
სვიის გირჩების ექსტრაქტი 25მგ 50მგ
მაგნიუმი 30მგ (10%*) 60მგ (10%*)

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის შემადგენლობაში არსებული კომპონენტების კატაბალახას ძირები, ბარამბოსა და სვიის გირჩების ექსტრაქტების აქტიური ნივთიერებები ხელს უწყობენ ჩაძინების პროცესს და განაპირობებენ პრეპარატის სედატიურ მოქმედებას. მაგნიუმი კი აღადგენს ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტს

ჩვენებები

ვალერინ სენი შეიცავს კატაბალახას ძირების, ბარამბოს და სვიის გირჩების ექსტრაქტს, და გამოიყენება:
-სხვადასხვა ეტიოლოგიის ძილის დარღვევების;
-მომატებული აგზნებადობისა და შფოთვის დროს.
მაგნიუმი ამცირებს ნერვ-კუნთოვან აგზნებადობას და ახასიათებს სედატიური ეფექტი.

მიღების წესები და დოზები

მოზრდილებში 1-2 დრაჟე დაძინებამდე ნახევარი ან ერთი საათით ადრე. არ არის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. ვალერინ სენის გამოყენება შემცვლელად ბალანსირებულ დიეტებში არ შეიძლება.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება 15°C - 25°C ტემპერატურაზე, ბნელ, მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
AFLOFARM, Poland

პოლონეთი
[/code]
ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.