ვალერიანის ნაყენი 25მლ (ნეოფ)
სედატიური პრეპარატი
კატაბალახას ფესურები ფესვებით;
სპირტი 70%; ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კატაბალახას პრეპარატები ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებადობას, აძიერებს საძილე და სპაზმოლიზური საშუალებების მოქმედებას. ჩვენება:
სხვადასხვა ფორმის ნევროზები: ვეგეტონევროზი, კლიმაქტერული ნევროზი; აგზნებულობა, უძილობა, დაძაბულობა; უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. მიღების წესი და დოზირება:
დიდებს: 20-30 წვეთი 3-4-ჯერ დღეში.
ბავშვებს: იმდენი წვეთი რამდენი წლისაც არიან. გამოშვების ფორმა:
25 მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში საწვეთურით და მიხრახნილი სახურავით. ვარგისიანობის ვადა:
3 წელი შენახვის წესი:
სინათლისაგან დაცულ, მშრალ, გრილ ადგილზე.



