newhospitals

ვალერიანის ნაყენი 25მლ ფლ

ვალერიანის ნაყენი 25მლ ფლ
ანოტაციის მომწოდებელია
5
0
რეკომენდაცია
1შეფასება
4358ნახვა

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: 1 ფლაკონი შეიცავს ვალერიანის ფესვებისა და ფესვრების ნაყენის (1 : 5) 25 მლ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ეთილის სპირტი 70%.


სამკურნალო ფორმა:
ნაყენი.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: 
სედატური პრეპარატი.
ვალერიანის ფესვებსა და ფესურებში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ეთერზეთი, ვალერიანის მჟავა, ბორნეოლი, ალკალოიდები, მთრიმლავი ნივთიერებები, შაქარი), ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ამცირებენ აღგზნების პროცესებს, აძლიერებენ სედატური, საძილე, ანალგეზიური და სპაზმოლიზური სხვა საშუალებების ეფექტებს.

 

ჩვენებები: 
ვალერიანის ნაყენი გამოიყენება ცენტრალური ნერული სისტემის (მომატებული ემოციური აგზნებადობა, გაღიზიანება, ძილის დარღვევა და სხვ.), გულ-სისხლძარღვთა სისტემის (ნეიროცირკულატორული დისტონიები) აქტივობის ფუნქციური დარღვევების დროს, ასევე საჭმლის-მომნელებელი ტრაქტის ორგანოების სპაზმების დროს.

უკუჩვენებები. ვალერიანის ნაყენი უკუნაჩვენებია ავადმყოფებში დეპრესიით და სხვა დარღვევებით, რომელთაც ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა ახლავს თან, ასევე უკუნაჩვენებია პრეპარატის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში.
ვინაიდან პრეპარატის შემადგენლობაში შედის ეთილის სპირტი, ნაყენის გამოყენება არ არის რეკომენდებული ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას:
ვალერიანის ნაყენის მიღებისას არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა და პოტენციურად საშიშ მექნიზმებთან მუშაობა.

 

სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
ვალერიანის ნაყენი აძლიერებს საგულე, სედატური, საძილე, ანალგეზიური და სპაზმოლიზური საშუალებების აქტივობას.

 

გამოყენების მეთოდები და დოზები:
ვალერიანის ნაყენი მიიღება პერორალურად. თუ ექიმის მიერ არ არის დანიშნული მკურნალობის სხვა სქემა, რეკომენდებული გამოვიყენოთ ნაყენის 20 - 30 წვეთი 3 - 4-ჯერ დღეში სტაბილური სამკურნალო ეფექტის მიღწევამდე, ბავშვებს 12 წლის ზემოთ - 1 წვეთი 1 წელზე გადაანგარიშებით.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას ან ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია გამოხატული გვერდითი მოვლენების განვითარება: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, საერთო სისუსტე, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, მხედველობისა და სმენის დაქვეითება, გულისცემის აჩქარება.
პრეპარატის მიღების დაუყოვნებელი შეწყვეტა და ექიმის მიერ დროულად დანიშნული სასწრაფო დახმარების ღონისძიებები (კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის შეყვანა და სხვ.) და სიმპტომური მკურნალობა ხელს უწყობს ჭარბი დოზირების კლინიკური გამოვლინებების სწრაფ მოხსნას.

 

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი, როგორც წესი კარგად გადაიტანება, თუმცა ზოგიერთ პაციენტში შეიძლება აღინიშნებოდეს ემოციური რეაქციების დათრგუნვა, ძილიანობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება.
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის დროს შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება (კანის შეწითლება, ქავილი, გამონაყარი და სხვ).

 

ვარგისიანობის ვადა:
პრეპარატის ვარგისიანობის ვადა შეადგენს 4 წელს.

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

 

შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, 8-15°C ტემპერატურის პირობებში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები. რეცეპტის გარეშე.

 

შეფუთვა: 
25 მლ ფლაკონ-საწვეთურებში.

 

მწარმოებელი:
ს/ს "გალიჩფარმი".
მისამართი. უკრაინა, 79024, ქ. ლვოვი. ოპრიშკოვსკაიას ქ. N6/8.

გიორგი
2014-06-09
კარგი მედიკამენტია
ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.