newhospitals

ვაგოტილი (VAGOTHYL)

ვაგოტილი (VAGOTHYL)
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
5500ნახვა
სავაჭრო სახელწოდება: ვაგოტილი

 

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): POLICRESULEN

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება გარეგანი და ადგილობრივი გამოყენებისათვის

 

მწარმოებელი: ადამედი (ADAMED Consumer Healthcare S.A ( Polfa Pabianice))

 

მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი

 

გამოშვების ფორმა: 360მგ/გ 50გ ადგილობრივი გამოყენების ხსნარი ფლაკონი №1

 

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

 

ინსტრუქცია

 

ათქ კლასიფიკაციის კოდი:
D08AE02; G01AX03

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
1 ფლაკ.:
პოლიკრეზულენი . . . . . . 360 მგ

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს მეთაკრეზოლსულფონის მჟავასა და მეთანოლის კონდენსაციის პროდუქტს.
პრეპარატის PH ძალიან დაბალია (1-ზე ნაკლები). იგი არ იწვევს ჯანმრთელი ქსოვილების დაზიანებას და ანადგურებს მხოლოდ დაავადებულ ქსოვილებს.
დაავადებულ ქსოვილებზე მისი გამოყენებისას სწრაფად აღინიშნება კოაგულაცია და ეროზიის დაფარვა თეთრი ფერის აპკით, რომელიც შენარჩუნებულია 2-7 დღის განმავლობაში.
ეროზიის განკურნება აღინიშნება ბრტყელი ეპითელიუმის განვითარების სახით.
პრეპარატს გააჩნია აგრეთვე ტრიქომონოციდური და გამწოვი მოქმედება. იმის გამო, რომ მას ძლიერად აქვს გამოხატული ვაზოკონსტრიქტორული ზემოქმედება სისხლძარღვებზე, ამიტომ იგი აჩერებს სისხლდენას.

 

ჩვენებები:
საშვილოსნოს ყელის ეროზია, ქალებში პაპილომური ურეთრიტები და ეროზიები, სამშობიარო გზების ქვედა ნაწილის ანთებითი მდგომარეობები, ვულვიტები, საშვილოსნოს ყელის ანთება, წყლულები, პესარიების ზემოქმედებით გამოწვეული მოვლენები, საშოს ქავილი, სისხლდენა, რომელიც გამოწვეულია დიაგნოსტიკური პროცედურებით და პოლიპების მოცილებით, ტრიქომონადური ვაგინიტები.
გინეკოლოგიის გარდა პრეპარატი როგორც ქსოვილთა რეგენერაციის უნარის მქონე საშუალება გამოიყენება აგრეთვე წვივის ტროფიკული წყლულისა და III ხარისხის დამწვრობების სამკურნალოდ.


დოზირების რეჟიმი:
ეროზიების მოსაწვავად ვაგოტილი გამოიყენება 2-3-ჯერ კვირაში. 1-3 წთ-ით იგი შეჰყავთ ბამბით საშოში (საშოს თაღისა და ჯანმრთელი ნაწილის მშრალი საფენით გაშრობის შემდეგ), ნარჩენებს აშორებენ მშრალი ტამპონის მეშვეობით.
საშოში პრეპარატის შესასხურებლად საჭიროა ხსნარის შემდეგი წესით მომზადება: 1-3 კოვზი სითხე უნდა გაიხსნას 1 ლ თბილ წყალში. მომზადებული ხსნარით შესაძლებელია სისხლდენის შეჩერება, რისთვისაც მომზადებულ ხსნარში გაჟღენთილი ტამპონი კომპრესის სახით უნდა დავაფინოთ სისხლმდენ ადგილს.

 

გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქციები.

 

უკუჩვენებები:
მომატებული მგძნობელობა პრეპარატის მიმართ.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ვაგოტილის გამოყენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ადეკვატური და მკაცრად კონტოლირებადი კვლევები არ ჩატარებულა.

 

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია განზავებული სახით წყალში 1:1 ან 1:5.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის აღწერილი.

 

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.