newhospitals

ურსოკამი

ურსოკამი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
17657ნახვა

URSODEOXYCHOLIC ACID POLFARMEX, პოლონეთი

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 25 აბი . 1 ტაბლეტი შეიცავს: მოქმედი ნივთიერება: ურსოდეოქსიქოლის მჟავა - 250 მგ

 

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კარბომერი 934 P, ტალკი. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტი

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ურსოკამი ძლიერი ნაღვლმდენი და ქოლორგენული საშუალებაა. აქვეითებს ნაღველში ქოლესტერინის სეკრეციას, ხელს უშლის ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნას და იწვევს მათ დაშლას. ნაღვლის სხვა მჟავების შემცველობის შემცირებით, ასუსტებს ღვიძლის უჯრედებზე მათ ტოქსიკურ გავლენას.

 

ჩვენებები:

ურსოკამის გამოყენება ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში: - 15მმ დიამეტრის, რენტგენის სხივების გამტარი, ნაღვლის ქოლესტერინული კენჭების დაშლა პაციენტებში, რომელთაც ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირება შენარჩუნებული აქვთ, კენჭების არსებობის მიუხედავად. - ღვიძლის პირველადი ბილიარული ციროზის სიმპტომური მკურნალობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს არის დეკომპენსირებული ციროზი.

 

დოზირების რეჟიმი:

ნაღვლის კენჭების დაშლა ორალურად, 8-10 მგ/კგ დღეში, განაწილებული 2 დოზად. პირველადი ბილიარული ციროზი - 5-10 მგ/კგ დღეში, ერთეული ან განაწილებული დოზა.

 

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: კლინიკურ კვლევებში, ურსოდეოქსიქოლის მჟავათი მკურნალობისას ხშირი იყო ღია ფერის განავალი ან დიარეა. ძალიან იშვიათად, პირველადი ბილიარული ციროზის მკურნალობისას, აღინიშნებოდა ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა მეოთხედში. ჰეპატო-ბილიარული დარღვევები: ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ურსოდეოქსიქოლის მჟავათი მკურნალობისას, აღინიშნება ნაღვლის კენჭების კალციფიკაცია. ძალიან იშვიათად, პირველადი ბილიარული ციროზის მკურნალობისას შეიძლება გაუარესდეს დაავადების სიმპტომები, რაც ნაწილობრივ შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

 

უკუჩვენებები:

აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ან აუტანლობის დროს; - ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების მწვავე ანთებისას; - ნაღვლის საერთო და ბუშტის სადინარების ობსტრუქციის დროს. ურსოკამის გამოყენება არ შეიძლება თუ ნაღვლის ბუშტი რენტგენის სურათზე არ ჩანს, ნალექში კალციფიკაცია აღინიშნება, ნაღვლის ბუშტის სისტოლური მოქმედება შესუსტებულია ან ხშირია ბილიარული კოლიკები. მწარმოებელი: POLFARMEX S.A.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.