newhospitals

უროტრაქტინი 400მგ #10კაფს(ტაილ

უროტრაქტინი 400მგ #10კაფს(ტაილ
ანოტაციის მომწოდებელია
0
1
რეკომენდაცია
0შეფასება
2673ნახვა
საერთაშორისო დასახელება - pipemidic acid
 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ქინოლონები

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბ. 400 მგ: 10 ც.

 

ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ინგრედიენტს: პიპემიდის მჟავა ტრიჰიდრატი 471.24 მგ (შეესაბამება 400 მგ სუფთა პიპემიდის მჟავას);
დამხმარე ნივთიერებებს: მაგნიუმის სტეარატი, ტალკი;
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E-171), ინდიგოტინი (E-132), რკინის ყვითელი დიოქსიდი (E-172).
აღწერა:
მწვანე ფერის ცილინდრის ფორმის კაფსულები, ნახევარსფერული ბოლოებით, კაფსულის ზომაა N 0. კაფსულის ორივე ნაწილზე გრავირება უროტრაქტინი 400 შავი საღებავით.
კაფსულის შემადგენლობა - თეთრის ფერის ფხვნილი მსუბუქი მოყვითალო შეფერილობით.

 

გამოშვების ფორმა:
400 მგ კაფსულები.
10 კაფსულა ალუმინის/პოლივინიქლორიდის ბლისტერში. 1 ან 2 ბლისტერი და გამოყენების ინსტრუქცია მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
სტაციონარისათვის:
250, 300, 500, 1000 კაფსულა მოთავსებულია თეთრი ფერის პვქ გაუმჭირვალე ქილაში.
25 ქილა და გამოყენების ინსტრუქცია მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი მიეკუთვნება ქინოლონების ჯგუფს და აქვს ანტიბაქტერიული (ბაქტერიციდული) მოქმედება.
გამოიყენება პიპემიდის მჟავას მიმართ მგრძნობიარე გამომწვევებით გამოვლენილი შარდმდენი გზების ინფექციების სამკურნალოდ. პრეპარატი ეფექტურია ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია უმრავლესი გრამუარყოფითი და ზოგიერთი გრამდადებითი ბაქტერიებით: Proteus vulqaris, Proteus mirabilis, Klebsiella pneumoniae, Escherichia coli, Staphylococcus aureus, Pseudomonas aeruginosa, Neisseria. მდგრადობის გამოვლენის პროცენტი შეადგენს 10%-დან (Escherichia coli, Staphylococcus aureus) 62%-მდე (Pseudomonas aeruginosa).
ფარმაკოდინამიკა
პიპემიდის მჟავა უკავშირდება დნმ-გირაზის ფერმენტს, რომელიც მონაწილეობს დნმ რედუპლიკაციის პროცესში და შედეგად იწვევს დნმ ბაქტერიების რეპლიკაციის ინჰიბირებას. ასეთი მოქმედება უფრო გამოხატულია პროლიფერაციის ფაზაში მყოფი მიკროორგანიზმების მიმართ. პიპემიდის მჟავას მაღალი კონცენტრაციები აინჰიბირებს როგორც რნკ სინთეზს, ასევე ბაქტერიული ცილების სინთეზს.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღებისას პიპემიდის მჟავა სწრაფად შეიწოვება, ბიოლოგიური შეღწევადობა შეადგენს 30-60%. 400 მგ დოზის შიგნით მიღებისას პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (3,5 მკგ/მლ) მიიღწევა 70-80 წუთში.
მოქმედი ნივთიერების მაღალი კონცენტრაციები მიიღწევა თირკმელებში და წინამდებარე ჯირკვალში. პიპემიდის მჟავა, ისევე როგორც სხვა ქინოლონის ნაერთები, გადის პლაცენტაში, დედის რძეში გამოიყოფა უმნიშვნელო რაოდენობით.
პიპემიდის მჟავა ძირითადად გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელებით შეუცვლელი ფორმით. დღე-ღამის შარდში განისაზღვრება პრეპარატის შეყვანილი დოზის 50-85%. პიპემიდის მჟავას გამოყოფა პირდაპირ დამოკიდებულია კრეატინინის კლირენსზე. თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს პრეპარატის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2 საათს და 15 წუთს, ხოლო საერთო კლირენსი - 6,3 მლ/წთ.
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით აღინიშნება სისხლის პლაზმაში პრეპარატის უფრო მაღალი კონცენტრაციები, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში. სისხლის პლაზმიდან ნახევრადგამოყოფის პერიოდი შენელებულია და შეადგენს 5,7-16 საათს. თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევებისას შარდში ასევე აღინიშნება თერაპიული კონცენტრაცია.

 

ჩვენებები:
- საშარდე გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით (ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, პროსტატიტი);
- ინფექციების პროფილაქტიკა კატეტერიზაციის, ენდოსკოპიისა და მსგავსი ქირურგიული ჩარევების დროს.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილთათვის საშუალო დოზა შეადგენს თითო კაფსულას 2-ჯერ დღეში (დილით და საღამოს) საკვების მიღებამდე. მკურნალობის ჩვეულებრივი კურსი შეადგენს 10 დღეს, აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გაგრძელებული იქნას ექიმის მიერ.
სტაფილოკოკური ინფექციებისას მიღებებს შორის ინტერვალი არ უნდა აჭარბებდეს 8 საათს.
თირკმელების დაავადებებისას თერაპიის ხანგრძლივობა შეადგენს 3-დან 6-კვირამდე, ხოლო პროსტატიტის დროს - 6-8 კვირა.
თერაპიის დროს პაციენტისათვის რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება.

 

გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების მხრივ: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. კანის მხრივ: ფოტომგრძნობელობა ერითემით, ასევე შესაძლებელია ალერგიული გამონაყარი, ჭინჭრის ციება და ქავილი.

 

უკუჩვენება:
- ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები პიპემიდის მჟავას მიმართ;
- ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები (კრეატინინის კლირენსის 60 მლ/წთ დაბლა დაქვეითება; და შრატში კრეატინინის მაჩვენებლები 265 მმოლი/ლ მაღალი);
- ეპილეფსია და თავის ტვინის სხვა ორგანული დაზიანებები;
- საბავშვო ასაკი;
- ორსულობის I და II ტრიმესტრი;
- ლაქტაციის პერიოდი.
სირთხილით:
პრეპარატის მიმართ ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია მისი მიღების შეწყვეტა. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა სისხლის საერთო მაჩვენებლების კონტროლი, ღვიძლისა და თირკმელების სინჯის ჩატარება და ანტიბიოტიკოგრამის გამეორება.
გლუკოზა-6-დიჰიდროგენაზას მქონე პაციენტებში პიპემიდის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზური ანემია. ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს კრუნჩხვის შეტევა.
საჭიროა სიფრთხილის დაცვა ხანდაზმული ასაკის პირებში (70 წელს ზემოთ) და თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატის დანიშვნისას. დაიცავით სიფრთხილე ანამნეზში ტვინში სისხლჩაქცევის, ტვინის სისხლმიმოქცევის დარღვევების და თავის ტვინის სისხლძარვების სპაზმის, ასევე კრუნჩხვის მქონე პაციენტებში პრეპარატის დანიშვნისას.
ეპილეფსიის მქონე ავადმყოფებში პრეპარატი ინიშნება მკაცრად ჩვენების შესაბამისად გაფრთხილების ზომების დაცვით.
მკურნალობისას მოერიდეთ მზის სხივების ზემოქმედებას და გარუჯვას შესაძლო ფოტოსენსიბილიზაციის გამო.
14 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც იღებენ პრეპარატს, უნდა იმყოფებოდნენ ექიმის საგულდაგულო მეთვალყურეობის ქვეშ.
ოლიგურიისას პიპემიდის მჟავას დანიშვნა რეკომენდებული არ არის.

 

მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში:
პრეპარატი ინიშნება მკაცრად დანიშნულებით უშუალოდ სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით.
მკურნალობის დროს საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

ზემოქმედება ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის მიღება არ მოქმედებს ავოტრანსპორტის მართვის ან რთული მექანიზმების გამოყენების უნარზე.

 

ჭარბი დოზირება:
მკურნალობა: შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება.
ორგანიზმიდან პრეპარატის გამოყოფა შეიძლება დაჩქარდეს ფორსირებული დიურეზის გზით. სისხლის პლაზმიდან პრეპარატი კარგად გამოიყოფა ჰემოდიალიზით. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატის ტეოფილინთან და კოფეინთან ერთდროულად მიღებისას აღინიშნება სისხლის პლაზმაში ამ ორი პრეპარატის კონცენტრაციის არსებითი მომატება, მათი მეტაბოლიზმის შენელების შედეგად, რაც შეიძლება გახდეს მათი არასასურველი მოქმედების გამოვლენის მიზეზი.

 

შენახვის პირობები და ვადები:
სია ბ. პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
შენახვის ვადა 5 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქში გაცემის წესი:
რეცეპტით.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.