newhospitals

ტუსპამინი

ტუსპამინი
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
2581ნახვა
ხველის საწინააღმდეგო სიროფი

 

სავაჭრო დასახელება

ტუსპამინი

სამკურნალო ფორმა

სიროფი

შემადგენლობა

1 მლ სიროფი შეიცავს

აქტიურ ნივთიერებას:

სუროს ფოთლების მშრალ ექსტრაქტს _ 7 მგ-ს.

დამხმარე ნივთიერებებს:

გასუფთავებული წყალი, კალიუმისსორბატი, ლიმონმჟავა უწყლო, სორბიტოლის ხსნარი, ქსანტანის გუმფისი, ალუბლის არომატიზატორი.

აღწერილობა

მოყავისფრო სიროფი, ალუბლის გემოთი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ამოსახველებელი პრეპარატი

ფარმაკოლოგიური თვისებები

მცენარეული პრეპარატი. შეიცავს საპონინებს, ტრიტერპენოიდებს, ფლავონოიდებს. აქვს ამოსახველებელი, ხველის საწინააღმდეგო და სპაზმოლიზური მოქმედება. ამცირებს ნახველის სიბლანტეს და აადვილებს მის გამოდევნას სასუნთქი გზებიდან. გააჩნია ანტიმიკრობული აქტივობა.

გამოყენების ჩვენებები

სიმპტომური საშუალების სახით ზედა სასუნთქი გზების და ფილტვების ანთებითი დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში.

მწვავე (ხანმოკლე) რესპირატორული და ქრონიკული (ხანგრძლივი) ბრონქიალური ინფექციების მკურნალობის დროს სიმპტომების შემსუბუქების მიზნით,

ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები ხველებითა და ძნელად გამოსაყოფი ბრონქული სეკრეტით მიმდინარე. 

 

გამოყენების წესი და დოზები

 

ტუსპამინი

2_5 წლის ასაკის ბავშვებში _ 2.5 მლ დღეში 2-ჯერ დღეში, 

6_11 წლის ასაკის ბავშვებში _ 2.5 - 5 მლ 2 ან 3-ჯერ დღეში, (დღიური დოზა 10 მლ)

მოზრდილებში _ 7.5 მლ 2 ან 3-ჯერ დღეში. (დღიური დოზა 15მლ,.)

დოზირებისთვის გამოიყენება თანდართული საზომი თავსახური.

ყოველი გამოყენების წინ ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ.

ყოველი გამოყენების შემდეგ ფლაკონს კარგად დაახურეთ თავსახური!

გამოყენების ხანგრძლივობა

მკურნალობის კურსი შეადგენს 1 კვირას. თერაპიული ეფექტის გასამტკიცებლად რეკომენდებულია დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ მკურნალობა გაგრძელდეს კიდევ 2_3 დღის განმავლობაში.

 

გვერდითი მოქმედება

• იშვიათად _ საფაღარათოეფექტი.

• ალერგიული რეაქციები.

 

უკუჩვენებები

• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. 

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

არ არის ცნობილი. 

 

განსაკუთრებული მითითებები

სიფრთხილით გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ტუსპამინი ხველის საწინააღმდეგო სიროფი არ შეიცავს სპირტს, შაქარს და საღებავებს.  გასათვალისწინებელია, რომ 1 მლ სიროფი შეიცავს 0,3488 მგ კალიუმს, ამიტომ სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ფუნქციის დაქვეთებულ პაციენტებში. 

 

გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში

ორსულებსა და მეძუძურ დედებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო, ამ  ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არა რის.

 

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიშ მექანიზმების მართვის უნარზე

არმოქმედებს.

 

ჭარბი დოზირება

პრეპარატის მიღება იმ დოზით, რომელიც სამჯერ აღემატება სადღეღამისო დოზას, შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება და დიარეა.

მკურნალობა – სიმპტომური.

 

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

100 მლ სიროფი ფლაკონში. საზომი თავსახურით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ყურადღება!

შენახვის პროცესში, სუროს ექსტრაქტის შემცველობის გამო, შესაძლებელია ხსნარის ოდნავ შემღვრევა და გემოს უმნიშვნელო შეცვლა, რაც არ მოქმედებს პრეპარატის თერაპიულ ეფექტზე.

 

ვარგისობის ვადა

2 წელი. ვარგისობის ვადა ფლაკონის გახსნის შემდეგ _3 თვე.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.