newhospitals

ტუსიმი პლუსი (სიროფი)

ტუსიმი პლუსი (სიროფი)
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3818ნახვა
სავაჭრო სახელწოდება: ტუსინი პლიუსი

წამლის ფორმა: სიროფი

დახასიათება: წითელი გამჭირვალე სითხე ალუბლის მსუბუქი გემოთი და სუნით.

შემადგენლობა: აქტიური ინგრედიენტები (5მლ. შეიცავს); გვაიფენეზინი-100მგ დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდი 10მგ. არააქტიური ინგრედიენტები: ლიმონმჟავა, ნატრიუმის ბენზოატე, გლიცერინი, ალუბლის დანამატი, მენთოლი, სიმინდის სიროფი, ნატრიუმის საქარინი, გამოხდილი წყალი, საღებავი FD&C წითელი #40.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ხველის საწინააღმდეგო და ამოსახველებელი საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები: გვაიფენეზინს ახასიათებს ამოსახველებელი მოქმედება, ათხელებს ბრონქიალურ სეკრეტს და ამცირებს ნახველის წებოვნებას, ზრდის ლორწოს სეკრეციას, ხელს უწყობს ნახველის გამოდევნას და არაპროდუქტიული ხველის პროდუქტიულში გადასვლას. დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდი სუნთქვის ცენტრის დათრგუნვის გარეშე ამცირებს ხველის ცენტრის აგზნებას და თრგუნავს ხველას წარმომავლობის მიუხედავად. არ ახასიათებს ნარკოტიკული, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე მოქმედება.

ჩვენება: მშრალი, შემაწუხებელი ხველის ინტენსივობის შესამცირებლად, ბრონქიალური ლორწოს გამოყოფის ნორმალიზებისათვის მრვი-ის (მათ შორის გრიპი), ლარინგიტის, ტრაქეიტის, ბრონქიტის დროს. ზედა სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების გამწვავებისას, რომელსაც თან ახლავს არაპროდუქტიული ხველა.

მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში (და ბავშვებში 12 წლის ზევით) 2 ჩაის კოვზი ყოველ 4 საათში ერთხელ. [u]ბავშვებში:[/u] 6 წლიდან 12 წლამდე - 1 ჩაის კოვზი ყოველ 4 საათში 2 წლიდან 6 წლამდე - 12 ჩაის კოვზი ყოველ 4 საათში 2 წლამდე ექიმის დანიშნულებით. მიიღეთ ჭამის შემდეგ ჩაის კოვზით ან დოზირებული ჭიქის მეშვეობით. 1 TSP ჭიქა დოზატორზე = 1 ჩაის კოვზი

გვერდითი მოვლენები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ; გულისრევა, ღებინება. ნერვული სისტემის მხრივ; თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა.

უკუჩვენებები: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. ცნს-ის მძიმე ორგანული დაავადებები.

დოზის გადაჭარბება: შესაძლოა აღინიშნოს აღწერილი გვერდითი მოვლენების გაძლიერება.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები: სიფრთხილით ინიშნება ორსულებში და მეძუძურ ქალებში, ასვევე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების სტადიაში.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: პრეპარატი არ ინიშნება მაო-ს ინჰიბიტორების ჯგუფის ანტიდეპრესანტებთან ერთად და ასევე 2 კვირის განმავლობაში პრეპარატების მოხსნიდან.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15-30 ˚C ტემპერატურაზე. არ შეინახოთ მაცივარში.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 118 მლ. სიროფი ფლაკონში დოზირებულ ჭიქასთან და ფურცელი ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქებიდან გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი ფირმა, მწარმოებელი ქვეყანა, მისამართი: საგმელი, ინკ., ჩიკაგო, ა.შ.შ. 1580 S. Milwaukee Ave., Suite 218, Libertyville, IL 60048 ,Tel: (847) 247-1102

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შემდეგ მისამართს: Bayer Consumer Care AG საქართველო ქ. თბილისი მისამართი: ზემო ვეძისის #69 ტელ: +995 32 30 80 87 +995 32 30 97 57

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.