თურმანიძის მალამო-ანტისეპტიკური
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
- ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ჩირქისაგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციასა და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას. აჩქარებს შეხორცებას.
ჩვენებები:
- გამოიყენება შემდეგი დაავადებებისას : რბილი ქსოვილების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, კარბუნკული, ფურუნკული, პოსტინექციური აბსცესი, პანარიციუმი, ჰიდრადენიტი, ლიმფადენიტი, ლიმფანგიტი, ფოლიკულიტი, პოსტოპერაციული გართულებული ჭრილობები (კანის დიდი დეფექტები), სუფთა ჭრილობები, პოსტტრავმული ღია ჭრილობები, ბანალური ოსტეომიელიტი, ქვემო კიდურების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, განვითარებული სხვადასხვა დაავადების ფონზე (მაობლიტირებელი ენდარტერიტი, დიაბეტური ანგიოპათიები, მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი), ტროფიული წყლული, პოსტტრავმული დაჩირქებული ჭრილობები, ნაწოლები, ზერელე ექსკორაციები და სხვა ინფიცირებული ჭრილობები.
პროქტოლოგიაში - ანალური ნაპრალი, პარაპროქტიტი, ბუასილი.
მეანობაში - კერტების ნახეთქი, კერატიტი, შორისზე ჭრილობები.
გინეკოლოგიაში - საშვილოსნოს ყელის ეროზია, კოლპიტი, ენდოცერვიტი.
მოხმარების წესი - ჭრილობის ზედაპირზე ვაფარებთ სტერილურ მიტკალს ან სამფენა დოლბანდს თხლად წასმული მალამოთი. ღრმა ჭრილობაში მალამოს შეტანა ხდება ტამპონის მეშვეობით. საჭიროებისას ჭრილობას ვამუშავებთ ანტისეპტიკური ხსნარით (კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით ან წყალბადის ზეჟანგით 3%-იანი), ნახვევის გამოცვლა ხდება 24 საათში ერთხელ.
პროქტოლოგიაში - ჰიგიენური აბაზანის შემდეგ პერიანალურ მიდამოში ტამპონზე თხლად წასმული მალამოს საფენი 2-ჯერ დღეში.
გინეკოლოგიაში -- ვაგინალური ტამპონები 8-10 სთ-ში ერთხელ. არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს, უკუჩვენება არ გააჩნია.