newhospitals

თურმანიძე პლუსი 25გ ანტისეპ. მალ

თურმანიძე პლუსი 25გ ანტისეპ. მალ
ანოტაციის მომწოდებელია
0
3
რეკომენდაცია
0შეფასება
4537ნახვა
ფარმაკოლოგიური მოქმედება: - ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ჩირქისაგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციასა და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას. აჩქარებს შეხორცებას.
ჩვენებები: - გამოიყენება შემდეგი დაავადებებისას : რბილი ქსოვილების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, კარბუნკული, ფურუნკული, პოსტინექციური აბსცესი, პანარიციუმი, ჰიდრადენიტი, ლიმფადენიტი, ლიმფანგიტი, ფოლიკულიტი, პოსტოპერაციული გართულებული ჭრილობები (კანის დიდი დეფექტები), სუფთა ჭრილობები, პოსტტრავმული ღია ჭრილობები, ბანალური ოსტეომიელიტი, ქვემო კიდურების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, განვითარებული სხვადასხვა დაავადების ფონზე (მაობლიტირებელი ენდარტერიტი, დიაბეტური ანგიოპათიები, მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი), ტროფიული წყლული, პოსტტრავმული დაჩირქებული ჭრილობები, ნაწოლები, ზერელე ექსკორაციები და სხვა ინფიცირებული ჭრილობები.

პროქტოლოგიაში - ანალური ნაპრალი, პარაპროქტიტი, ბუასილი.
მეანობაში - კერტების ნახეთქი, კერატიტი, შორისზე ჭრილობები.
გინეკოლოგიაში - საშვილოსნოს ყელის ეროზია, კოლპიტი, ენდოცერვიტი.
მოხმარების წესი - ჭრილობის ზედაპირზე ვაფარებთ სტერილურ მიტკალს ან სამფენა დოლბანდს თხლად წასმული მალამოთი. ღრმა ჭრილობაში მალამოს შეტანა ხდება ტამპონის მეშვეობით. საჭიროებისას ჭრილობას ვამუშავებთ ანტისეპტიკური ხსნარით (კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით ან წყალბადის ზეჟანგით 3%-იანი), ნახვევის გამოცვლა ხდება 24 საათში ერთხელ.
პროქტოლოგიაში - ჰიგიენური აბაზანის შემდეგ პერიანალურ მიდამოში ტამპონზე თხლად წასმული მალამოს საფენი 2-ჯერ დღეში.
გინეკოლოგიაში -- ვაგინალური ტამპონები 8-10 სთ-ში ერთხელ.

არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს, უკუჩვენება არ გააჩნია.

წამლის ფორმა: 
25 გრ. ალუმინის ტუბები

შენახვის ვადა: 
3 წელი, ინახება მშრალ, გრილ ადგილას.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.