newhospitals

თრომბასპინი 100მგ #20ტ GMP

თრომბასპინი 100მგ #20ტ GMP
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3821ნახვა

შემადგენლობა:

პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - აცეტილსალიცილის მჟავას 100 მგ-ს.

 

მოქმედების მექანიზმი:
ანტიაგრეგანტი. თრომბოქსან A2-ის სინთეზის დათრგუნვის გზით თრომბასპინი აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას, რაც ამცირებს სისხლის შედედების უნარს.
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები ხელს უშლიან აქტიური ნივთიერების კუჭში აბსორბციას და ამასთან, მნიშვნელოვნად ამცირებენ აცეტილსალიცილის მჟავას ულცეროგენულ მოქმედებას.
Cmax მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან საშუალოდ 3 საათის შემდეგ. პლაზმის ცილებს უკავშირდება 80-85%, აცეტილსალიცილის მჟავას დოზის მატებით პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი 50%-ით მცირდება. ელიმინაცია ხდება მეტაბოლიტებისა და შეუცვლელი სახით თირკმლების საშუალებით. ექსკრეციის სიჩქარე და ხარისხი დამოკიდებულია შარდის PH-ზე.

 

ჩვენება:
- არასტაბილური სტენოკარდია;
- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
- მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა;
- გულის იშემიური დაავადების ფონზე მიოკარდიუმის ინფარქტის რისკის შემცირება;
- სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდგომი პერიოდი (მაგ: აორტო-კორონარული შუნტირება, ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა);
- კლინიკური წინამორბედების სტადიაში, ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევების და ინსულტების პროფილაქტიკა;
- მრავლობითი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში კორონარული არტერიების თრომბოზის და ემბოლიის პროფილაქტიკა;
- შაკიკის ხანგრძლივი პროფილაქტიკა.

 

უკუჩვენება:
- აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა სალიცილატებისადმი მაღალი მგრძნობელობა;
- ჰემორაგიული დიათეზი;
- მიდრეკილება სისხლდენებისადმი, სისხლის შედედების დარღვევები, ჰემოფილია;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებანი გამწვავების ფაზაში;
- ნეფროლითიაზი;
- ორსულობის III ტრიმესტრი.

 

უსაფრთხოების ზომები:
პრეპარატის მიღება ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში დასაშვებია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ლაქტაციის პერიოდში თრომბასპინის მიღება, ჩვეულებრივ, არ მოითხოვს ძუძუთი კვების შეწყვეტას.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისა და თირკმლების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში, ანამნეზში - ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებზე ზემგრძნობელობის, ბრონქული ასთმის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი და ანთებითი დაავადებების არსებობისას.
თრომბასპინი აძლიერებს ანტიკოაგულანტების, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებების, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების, მეტოტრექსატის მოქმედებას, ხოლო გლუკოკორტიკოიდებთან და ეთანოლთან ერთად ზრდის ულცეროგენული მოქმედების და კნტ-ის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების რისკს.
თრომბასპინი აქვეითებს დიურეტიკების (სპირონოლაქტონი, ფუროსემიდი), ჰიპოტენზიური საშუალებების და შარდმჟავას სეკრეციის ხელშემწყობი პრეპარატების (პრობენეციდი, სულფინპირაზონი) მოქმედებას.
აღნიშნული პრეპარატების და თრომბასპინის კომპლექსური დანიშვნისას, საჭიროა მიღებებს შორის 1-3 საათიანი ინტერვალის დაცვა.

 

დოზირება და მიღების წესი:
რეკომენდებულია შემდეგი დოზირების დაცვა:
- არასტაბილური სტენოკარდიის, სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევების და ინსულტების პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 100-300 მგ თრომბასპინი. თანამოვლენების განვითარების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია დღეში 100 მგ თრომბასპინის დანიშვნა;
- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს ინიშნება 100 მგ/დღეში;
- მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 300 მგ/დღეში;
- მრავლობითი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში კორონარული არტერიების თრომბოზის და ემბოლიის პროფილაქტიკის, შაკიკის ხანგრძლივი პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებული დოზა შეადგენს 100-200 მგ/დღეში ან 300 მგ დღეგამოშვებით.
თრომბასპინი ინიშნება ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად.
თრომბასპინი, როგორც ანტიაგრეგანტული პრეპარატი, განსაზღვრულია ხანგრძლივი დროით მკურნალობისთვის. მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი-ექიმი.

 

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქცია: ბრონქოსპაზმი, კანზე გამონაყარი. წინასწარგანწყობილ პაციენტებში - ბრონქული ასთმის შეტევების პროვოკაცია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილის შეგრძნება ეპიგასტრალურ არეში, გულისრევა, ღებინება, მიკროჰემორაგიები კუჭ-ნაწლავის სისტემაში.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, რკინადეფიციტური ანემია (კუჭ-ნაწლავის სისტემაში ფარული სისხლდენით განპირობებული).
სასქესო სისტემის მხრივ: მენსტრუაციის გახანგრძლივება.
თრომბასპინი აცეტილსალიცილის მჟავას მცირე რაოდენობით შემცველობის გამო, მთლიანობაში კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები ერთეულ შემთხვევაში ვითარდება.

 

ვარგისიანობა და შენახვის პირობები:
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

 

გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი 100 მგ, შეფუთვაში 20 ტაბლეტი.

 

დანიშნულება:
ექიმის რეცეპტის მიხედვით!

 

მწარმოებელი ფირმა:
შ.პ.ს. "ჯი-ემ-პი" (საქართველო)

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.