ტრიტაცე 2.5მგ #28ტ
[code]
ტრიტაცე 2.5 მგ
TRITACE 2.5 MG
TRITACE 2.5 MG
საერთაშორისო დასახელება - ramipril
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - C09AA05
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტრიტაცე 2.5 მგ ტაბლეტები მოთავსებულია ბლისტერში, რომელიც შეიცავს 28 ტაბლეტს
ფარმაკოკინეტიკა
ტრიტაცე® 2.5 მგ ტაბლეტები წარმოადგენს აგფ_ინჰიბიტორებს, რომელიც ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას და გულის მუშაობის გაუმჯობესებას.
ჩვენებები
- ორგანული მიზეზის გარეშე გამოწვეული მაღალი არტერიული წნევა (პირველადი არტერიული ჰიპერტენზია);
- სუსტი ან ზომიერი გულის უკმარისობა (NYHA II-დან III-მდე), გულის მწვავე შეტევის შემდგომ, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2-9 დღით ადრე;
- თირკმლის გარკვეულ დაავადებათა მქონე პაციენტებში, რომელთაც არ აღენიშნებათ დიაბეტი (არადიაბეტური გლომერულოპათია, კრეატინინის კლირენსი 70 მლ/წთ/1.73მ3 ნაკლები რაოდენობით, შარდში პროტეინების გამოყოფა 1 გრ/დღეზე მეტი რაოდენობით), განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ამავდროულად აღგენიშნებათ მაღალი არტერიული წნევა.
- გულის შეტევისა თუ ინფარქტის ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებით სიკვდილიანობის რისკის შემცირება: მაგალითად, თუ აღინიშნება გულის მხრივ სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები (გულის გამოხატული იშემიური დაავადება), შაქრიანი დიაბეტი სულ მცირე ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორით, კიდურებში სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები (პერიფერიული არტერიული ოკლუზიური დაავადება), ან თუ ადრე გადატანილი გაქვთ ინფარქტი.
მიღების წესები და დოზები
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში გამოიყენება შემდეგი დოზები, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მათი დანიშვნა სხვაგვარად არ ხდება: ორგანული მიზეზის გარეშე გამოწვეული სისხლის მაღალი წნევა (პირველადი არტერიული ჰიპერტენზია) ჩვეულებრივ, საწყისი დოზა არის 1 X ტრიტაცე® 2,5 მგ ტაბლეტი (2,5 მგ რამიპრილის ექვივალენტი) დილით. აღნიშნული დოზა წარმოადგენს, აგრეთვე, შემანარჩუნებელ დოზას. თუ აღნიშნული დოზის საშუალებით არტერიული წნევა არ არის ნორმის ფარგლებში, თქვენს ექიმს შეუძლია გაზარდოს დოზა დღეში 5 მგ რამიპრილამდე არაუადრეს 3 კვირაზე. მაქსიმალურ დოზას წარმოადგენს დღეში 10 მგ რამიპრილი. იმ შემთხვევაში, თუ საკმარისი არა არის დღეში 2 X ტრიტაცე® 2,5 მგ ტაბლეტების (5 მგ რამიპრილის ექვივალენტი) არტერიული წნევის დამწევი ეფექტი, რეკომენდებულია, მაგალითად, დამატებით დიურეზულების ან კალციუმის ანტაგონისტების მიღება. რამიპრილის არტერიული წნევის დამწევი ეფექტის გაზრდა შესაძლებელია ამ გზით. გულის სუსტი ან ზომიერი უკმარისობა (NYHA II-dan III-mde), გულის მწვავე შეტევის შემდეგ (2-9 დღით ადრე).
შენიშვნა
ტრიტაცე® 2,5 მგ ტაბლეტებით მკურნალობის კურსი იწყება მხოლოდ საავადმყოფოს პირობებში. განსაკუთრებით ყურადღებით უნდა განხორციელდეს მეთვალყურეობა იმ პაციენტებზე, რომლებიც ღებულობენ არტერიული წნევის დამწევ სხვა პრეპარატებს, რათა თავიდან აიცილონ არტერიული წნევის დაცემა. საწყის სადღეღამისო დოზას წარმოადგენს 1 X ტრიტაცე® 2,5 მგ ტაბლეტები (დღეში 5 მგ რამიპრილის ექვივალენტი). თუ აღნიშნული დოზის მიმართ პაციენტებს არ ახასიათებთ ტოლერანტობა (მაგ. თუ ადგილი აქვს არტერიული წნევის მკვეთრ დაცემას), სადღეღამისო დოზა უნდა შემცირდეს 1,25 მგ რამიპრილამდე (დღეში 2,5 მგ რამიპრილის ექვივალენტი). დოზის გაზრდა ხდება პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. დოზის გაორმაგება შესაძლებელია 1-2 დღის ინტერვალით, 2 X ტრიტაცე® 2,5 მგ ტაბლეტების მაქსიმალურ დღიურ დოზამდე როგორც დილით, ისე საღამოს (დღეში 10 მგ რამიპრილის ექვივალენტი). არადიაბეტური გლომერულოპათია რეკომენდებული საწყისი დოზა არის 1,25 მგ რამიპრილი დღეში ერთჯერ. დოზის გაზრდა შესაძლებელია პრეპარატის მიმართ ტოლერანტობის მიხედვით. დოზის გაორმაგება რეკომენდებულია 2-3 კვირიანი ინტერვალით. შემანარჩუნებელ დოზას ჩვეულებრივ წარმოადგენს 2 X ტრიტაცე® 2,5 მგ ტაბლეტები (5 მგ რამიპრილის ექვივალენტი) ერთჯერ დღეში. უფრო მაღალი დოზით მკურნალობასთან დაკავშირებით ამჟამად არ არსებობს საკმარისი გამოცდილება. იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ 60 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი, დაუშვებელია 2 X ტრიტაცე® 2,5 მგ ტაბლეტების (5 მგ რამიპრილის ექვივალენტი) დღიური მაქსიმალური დოზის გადაჭარბება. გულის შეტევის, ინფარქტის ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გარდაცვალების რისკის შემცირება იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მზარდი რისკი. რეკომენდებული საწყისი დოზა არის 1 X ტრიტაცე® 2,5 მგ ტაბლეტები (2,5 მგ რამიპრილის ექვივალენტი) დღეში ერთხელ. პრეპარატის მიმართ ტოლერანტობის მიხედვით, შესაძლებელია დოზის თანდათან ზრდა. რეკომენდებულია დოზის გაორმაგება ერთი კვირის შემდეგ და მომდევნო 3 კვირის შემდეგ დღე