ტრენტალი 0.1გ #60დრ
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტი: შეფუთვაში 60 ც.1 ტაბ.
პენტოქსიფილინი..........................................100 მგ
საინექციო ხსნარი: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 5 ც.
1 მლ 1 ამპ.
პენტოქსიფილინი...................................20 მგ 100 მგ კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სისხლძარღვთა გამაფართოვებელი, მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტრენტალი აღადეგენს სისხლისმიმოქცევის დარღვევებს, ერითროციტების დეფორმაციის შეცვლილ უნარზე მოქმედებით. აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას და ამცირებს სისხლის სიბლანტეს. მკურნალობის შედეგი დასტურდება პერიფერიული ობტურაციული არტერიული დაავადების მძიმე სიმპტომების რეგრესიით. დადგენილია თვალის ცირკულატორული და შიგნითა ყურის დარღვევების, ასევე ცერებრო-ვასკულური დაავადებების დროს მდგომარეობის გაუმჯობესება. ჩვენებები:
ტაბლეტები:
პათოლოგიური მდგომარეობები, რომელთაც თან ახლავთ თავის ტვინის სისხლის მომარაგების დარღვევა, ასეთებია: მეხსიერების დარღვევა და ყურადღების გამახვილების შესუსტება, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი და ყურებში ხმაური.
პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაზიანება და არტერიოვენური სისხლმომარაგების დარღვევა, ათეროსკლეროზული ან დიაბეტური განეზის (მაგ. ხანგამოშვებითი კოჭლობა და მოსვენების ტკივილი) ტროფიკის მოშლა (მაგ. წვივის წყლულები და განგრენა), თვალის არეში სისხლის მომარაგების დარღვევა, ძარღვების დეგენერაციული პროცესების და დაქვეითებული მხედველობის შედეგად.
საინექციო ხსნარი:
პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადება და არტერიოვენური სისხლმომარაგების დარღვევა, ათეროსკლეროზული ან დიაბეტური გენეზის (მაგ. ხანგამოშვებითი კოჭლობა და მოსვენების ტკივილი) ტროფიკის მოშლა (მაგ. წვივის წყლულები და განგრენა).
ცერებრალური ცირკულატორული დარღვევები (ცერებრალური ათეროსკლეროზის შედეგი, როგორიცაა: ყურადღების დაქვეითება, თავბრუსხვევა, მეხსიერების დაქვეითება), იშემიური და პოსტაპოპლექსიური მდგომარეობები.
თვალის და შიგნითა ყურის ცირკულატორული დარღვევები, რომლებიც თვალის და ყურის დეგენერაციული ვასკულური პროცესის შედეგია. დოზირების რეჟიმი:
თუ არ არის სხვა დანიშნულება, დასაწყისში ტრენტალის 2 ტაბლეტს სამჯერ დღეში, შემდგომ კი უკვე შემანარჩუნებელ დოზას 1 ან 2 ტაბლეტი სამჯერ დღეში ნიშნავენ.
გარსით დაფარული ტაბლეტები მიიღება მთლიანად, ჭამის შემდეგ დაუღეჭავად სითხის მიყოლებით.
ავადმყოფებში, რომლებსაც დაბალი ან მერყევი სისხლის წნევა ან თირკმლების ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება აღენიშნებათ, მიზანშეწონილია დოზის ადაპტაცია.
ტრენტალის გამოყენება შეიძლება ვენაში ინფუზიის ან ინექციის გზით.
ფართო კლინიკურმა გამოცდილებამ ცხადყო, ვენაში ინფუზიური მკურნალობის უპირატესობა, როგორც ყველაზე ეფექტური და ადვილად გადასატანი მკურნალობა. შესაძლებლობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალობის ამ მეთოდს.
პარენტერულ მკურნალობასთან ერთად შეიძლება ტრენტალ 400-ის დანიშვნა.
ინფუზიური მკურნალობა:
პრეპარატის ვენაში შეყვანა სისხლძარღვოვანი დაავადების სიმძიმის, ავადმყოფის წონის და ამტანობის ფაქტორის გათვალისწინებით შემდეგი სქემით ხორციელდება:
დილით და საღამოს ვენაში პენტოქსიფილინის 200-300 მგ (100 მგ პენტოქსიფილინის შეემცველი 5 მლ-იანი 2 ან 3 ამპულა) შეყვანა საინფუზიო ხსნარის 250 ან 500 მლ-თან ერთად 120-180 წუთის განმავლობაში.
საღამოს შეყვანის შემდეგ დამატებით ინიშნება ტრენტალ 400 რეტარდის 2 დრაჟე. თუ დილის და საღამოს შორის დიდი ინტერვალია, ორი რეტარდიდან ერთის გამოყენება შეიძლება შუადღისას. როდესაც სამედიცინო პერსონალი და ამტანობის ფაქტორები მხოლოდ ერთი ინფუზიის საშუალებას გვაძლევენ, რეკომენდებულია 3 რეტარდ დრაჟე: 2 სადილობისას და 1 საღამოს (ვენაში შეყვანის შემდეგ) - 24 საათიანი წვეთოვანი ინფუზია შეიძლება გახდეს საჭირო. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, მოსვენების მწვავე ტკივილებით, განგრენით და წყლულებით (III და IV სტადია ფონტეინით).
როგორც წესი, პარენტერალური ტრენტალის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს პენტოქსიფილინის 1200 მგ-ს, ხოლო ინდივიდუალური დოზის გამოანგარიშება შემდეგი ფორმულით შეიძლება: პენტოქსიფილინის 0.6 მგ ერთ საათში ავადმყოფის 1 კგ წონაზე. დღეღამური დოზა ამ ფორმულით 70 კგ-ზე არის პენტოქსიფილინის 1000 მგ და პენტოქსიფილინის 1500 მგ 80 კგ-ზე. საინფუზიო ხსნარის მოცულობის დადგენა ხდება თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით და შეადგენს 1000-1500 მლ-ს.
ინექციური მკურნალობა:
ვენაში ინექცია: ინექციური მკურნალობისათვის არსებობს 5 მლ-იანი ამპულები, რომლებიც პენტოქსიფილინის 100 მგ-ს შეიცავს. შეყვანა უნდა წარიმართოს ავადმყოფის მწოლიარე მდგომარეობაში 5 წუთის განმავლობაში.
ვენაში ინექციის გამეორება არ შეიძლება უშუალოდ პირველი შეყვანის შემდეგ.
დამხმარე და შემდგომი თერაპია:
ტრენტალი 400-ის პერორალური ფორმის დამატებით დანიშვნა შეიძლება ვენაში ინფუზიის და ინექციური თერაპიისას. მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში მკურნალობის გაგრძელება შეიძლება პერორალური გზით.
გამოყენება:
საინფუზიო და ინექციის დრო მკაცრად უნდა იყოს დაცული, შეიძლება შემდეგი საინფუზიო ხსნარების გამოყენება:
ფიზიოლოგიური ხსნარი, რინგერის ხსნარი, ლევულოზის 5% ხსნარი, გლუკოზის ხსნარი და ასევე სხვა პლაზმის შემცვლელი ხსნარები.
შეყვანამდე აუცილებელია ყველა ცალკეულ შემთხვევაში თითოეულ ხსნართან შეთავსებადობის სინჯის გაკეთება.
ავადმყოფებში, ჰიპოტენზიით და ცირკულატორული დისტონიით, ინექციის და საინფუზიო თერაპიის დაწყება ნელ-ნელა ხდება, ვინაიდან ყველა იმ ნივთიერებებს, რომლებიც სისხლის დინებას აძლიერებენ შეუძლიათ დროებითი ჰიპოტენზიის განვითარება, რომელიც კოლაფსში გადადის, და ერთეულ შემთხვევებში- სტენოკარდიის განვითარება.
გულის უკმარისობით დაავადებული პაციენტები საჭიროებენ შესაბამის მკურნალობას, რის დროსაც თავი უნდა ავარიდოთ დიდი რაოდენობით სითხის გამოყენებას.
თირკმლების უკმარისობით დაავადებულებში საჭიროა სამკურნალო საშუალებების ინდივიდუალური შერჩევა.. გვერდითი მოვლენები:
ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (მაგ. სიმძიმე კუჭის არეში, გადავსების შეგრძნება, გულსრევა, ღებინება, ფაღარათი), თავის ტკივილი ან თავბრუსხვევა, რომლებიც ზოგ შემთხვევაში განაპირობებს მკურნალობის შეწყვეტას. ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება ძილის დარღვევა და მოუსვენრობა. იშვიათად, კერძოდ მომატებული დოზის შემთხვევაში, აღინიშნება სახის სიწითლე და სიმხურვალე (ალები), გულის რითმის დარღვევა (მაგ. ტაქიკარდია), გულის არეში მოჭერის შეგრძნება (მაგ. გულის ანგინა) ან არტერიული სისხლის წნევის მკვეთრი დაქვეითება. საჭიროების შემთხვევაში ასეთ დროს დოზა უნდა შემცირდეს ან პრეპარატი მოიხსნას.
ჰიპერმგრძნობელობის ისეთი რეაქციები, როგორიცაა ქავილი, კანის სიწითლე, ჭინჭრის ციება და კანის ადგილობრივი შესიება (ანგიონევროზული შეშუპება) აღინიშნება ძალიან იშვიათად და როგორც წესი წამლის მოხსნის შემთხვევაში სწრაფად ქრებიან. ინდივიდუალურ შემთხვევებში აღინიშნებოდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, შოკის განვითარებამდეც კი.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ტრენტალით მკურნალობის დროს, ანტიკოაგულანტების გამოყენების ან არ გამოყენებისას, ან პრეპარატების, რომლებიც თრომბოციტების აგრეგაციას თრგუნავენ, აღინიშნება სისხლჩაქცევები (მაგ. კანში, ლორწოვან გარსში, კუჭში, ნაწლავში).კავშირი ასეთი სისხლჩაქცევებისა და ტრენტალის მიღებას შორის დადგენილი არ არის, მაგრამ მისი სრულიად უარყოფაც არ შეიძლება.
ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება სისხლის ფორმიანი ელემენტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია). უკუჩვენებები:
ტრენტალი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ პენოქსილინისადმი ჰიოერმგრძნობელობა; ბადურაში მასიური სისხლჩაქცევების დროს, რომელსაც დიდი ზედაპირი უკავია.
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ტრენტალის მიღების ჩვენებების დადგენა მკაცრად უნდა განხორციელდეს, თანმხლები მოვლენების სპექტრის გათვალისწინებით.
უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ტრენტალით მკურნალობისას ჰიპოტენზიური საშუალებების მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს. ასეთ დროს უნდა მოხდეს დოზის ადაპტირება.
ტრენტალის მაღალი დოზების პარენტერალურად გამოყენებამ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, რომლებიც ინსულინით ან პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებებით მკურნალობენ, შეიძლება ამ პრეპარატების ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება გამოიწვიოს. ასეთ დროს ტრენტალით მკურნალობის დროს საჭიროა ინსულინის ან პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის შემცირება. შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა -5 წელი. Aventis PHARMA Limited INDIA