newhospitals

ტორადოლი ტაბლეტი

ტორადოლი ტაბლეტი
0
20
რეკომენდაცია
0შეფასება
94952ნახვა
საერთაშორისო დასახელება: 
Ketorolacum

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები

შემადგენლობა:
აქტიური კომპონენტი : კეტოროლაკ ტრომეტამინი
ამპულები :L10 მგ აქტიურ ნივთიერება 1 მლ - ში და 30 აქტიური ნივთიერება 1 მლ -ში
ტაბლეტები : 10 მგ 
დამხმარე ნივთიერებები
ამპულებინატრიუმის ქლორიდი , ეტანოლი და საინექციო სითხე

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

  • ძლიერმოქმედი ანალგეტიკი;
  • ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება;
  • გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანთებისსაწინააღმდეგო და სიცხის დამწევი თვისებები;
  • თრგუნავს ციკლოოქსიგენაზას ფერმენტულსისტემას და შესაბამისად, პროსტაგლანდინების სინთეზს;
  • წარმოადგენს [-] S და [+ R ] ენანტიომერების რეცემიულ ნარევს;
  • ანალგეზიურ აქტივობას განაპირობებს  S- ფორმები;
  • არ მიეკუთვნება ოპიატებს და არ მოქმედებს ცენტრალურ ოპიატურ რეცეპტორებზე;
  • არ ზემოქმედებს სუნთქვაზე და არ აძლიერებს ოპიატებით გამოწვეულ სუნთქვის დათრგუნვას ანსედაციას.
ჩვენებები:

  • ზომიერი და ძლიერი ტკივილის ხანმოკლე კუპირება;
  • არ გამოიყენება ქრონიკული ტკივილის სინდრომების სამკურნალოდ.
დოზირება:

  • ინტრავენურად პრეპარატი უნდა გაკეთდეს არანაკლებ 15 წამის განმავლობაში, ნელა დაღრმად კუნთში;
  • ეპიდურალური და სპინალური შეყვანა არ შეიძლება;
  • ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება დაახლოებით 30 წუთში იწყება, ხოლო მაქსიმალური გაუტკივარება 1-2 საათის შემდეგ იწყება;
  • ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის ხანგრძლივობა, 4-6 საათს შეადგენს;
  • დოზირების რეჟიმი დამოკიდებულია ტკივილის სინდრომის სიმძიმესა და ავადმყოფის მდგომარეობაზე;
  • მოზრდილებში ტორადოლის მრავალჯერადი / ან ნაკადური / გამოყენების ჯამური ხანგრძლივობაარ უნდა აღემატებოდეს 2 დღეს;
  • ტორადოლის ინექციის ხსნარის რეკომენდებული თავდაპირველი დოზაა 10 მგშემდგომში კი 10-30 მგ, ყოველ 4-6 საათში ერთხელ;
  • ტორადოლის ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია არახანგრძლივი დროის განმავლობაში (7 დღემდე); 
  • დღიურმა ჯამურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 90 მგ- ახალგაზრდა პაციენტებში და 60 მგ-ს ხანდაზმულ, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე და 50 კგ-ზე ნაკლები წონის პაციენტებში;
  • ტაბლეტების მისაღები რეკომენდებული დოზაა 10 მგ ყოველ 4-6 საათში ერთხელ;
  • მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდააღემატებოდეს 40 მგ-;
  • ≥2 წლის ასაკის ბავშვებისთვის ინტრამუსკულარული ერთჯერადი დოზაა 1.0 მგ/ კგ, ხოლო ინტრავენური 0.5-1.0 მგ/ კგ. მრავალჯერადი დოზირება კი 1.0 მგ/ კგ / ან 0.5_1.0 მგ/ კგ / ან 0.5 მგ/ კგ / ყოველ 6 საათში;
  • თირკმლის მსუბუქი უკმარისობისას, პრეპარატი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით და ნაკლები დოზით, თირკმლის ფუნქციის საგულდაგულო კონტროლის ფონზე.
უკუჩვენებები:

  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, სისხლდენა კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან და პერფორაცია (მათ შორის ანამნეზში);
  • თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობა;
  • ორსულებსა და მშობიარობისას - მომატებული მგრძნობელობა და სხვა ასა - სადმი, ალერგიული რეაქციები ასპირინზე და პროსტაგლანდინების სინთეზის სხვა ინჰიბიტორებზე; სისხლდენის განვითარების მაღალი რისკის ან არასრული ჰემოსტაზის მდგომარეობები.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთდ:

  • ერთდროული დანიშვნა ასპირინთან ან სხვა ასას-თან ზრდის მძიმე გართულებების რისკს;
  • პენტოოქსიფილინთან ერთად დანიშვნისას იზრდება სისხლდენებისადმი ტენდეცია;
  • პრობენეციდი ამცირებს კეტოროლაკის პლაზმურ კლირენსსა და განაწილების მოცულობას, ზრდის მის კონცენტრაციას პლაზმაში და ახანგრძლივებს ნახევრადგამოყოფის პერიოდს;
  • პროსტაგლანდინების ზოგიერთი ინჰიბიტორი ამცირებს მეტოტრექსატის კლირენსს და ამით, შეიძლება გააძლიეროს მისი ტოქსიურობა;
  • პროსტაგლანდინების ზოგიერთი ინჰიბიტორი თრგუნავს ლითიუმისკლირენსს თირკმლებიდან, რითაც ზრდის მის კონცენტრაციას შრატში;
  • არაა რეკომენდებული ტორადოლის საინექციო ხსნარის შერევა მორფინის სულფატთან, პეტიდინის ჰიდროქლორიდთან, პრომეტაზინთან ან ჰიდროქსიზინთან პატარა მოცულობის ჭურჭელში ( მაგალითად, ერთ შპრიცში ), ვინაიდან ამ დროს კეტოროლაკი შეიძლება დაილექოს;
  • ხსნარი შეთავსებადია ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიურ ხსნართან, გლუკოზის 5% ხსნართან, რინგერისა და რინგერ - ლაქტატის ხსნარებთან, აგრეთვე ხსნარპლაზმალიტთან ”;
  • შეთავსებადია ინფუზიურ ხსნარებთან.
გვერდითი მოვლენები:

  • ტკივილი და დისკომფორტი მუცლის არეში, ანორექსია, შეკრულობა, დიარეა, დისპეპსია და ა.შ;
  • ძილისა და აზროვნების დარღვევები, შფოთვა, ასეპტიური მენინგიტი, კრუნჩხვები და ა.შ;
  • თირკმლის მწვავე უკმარისობა, ტკივილი ფერდებში, ჰემოლიზური ურემიული სინდრომი, ჰიპერკალიემია და ა.შ;
  • თირკმლის ფუნქციის დარღვევის ნიშნები;
  • ბრადიკარდია, სიმხურვალის შეგრძნება სახის არეში, არტერიული ჰიპერტენზია და ჰიპოტენზია, კანის სიფერკმრთალე , გულისცემის შეგრძნება, ტკივილი მკერდის არეში და ა.შ;
  • ასთმა, ქოშინი და ფილტვების შეშუპება;
  • ღვიძლის ფუნქციური ტესტების ცვლილებები, ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე და ღვიძლის უკმარისობა;
  • ექსფოლიაციური დერმატიტი, ლაიელის სინდრომი, მაკულო - პაპულოზური გამონაყარი, ქავილი, სტივენს - ჯონსონის სინდრომი და ჭინჭრის ციება;
  • ბრონქოსპაზმი, გამონაყარი, ჰიპოტონია, ხორხის შეშუპება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქტოიდური რეაქციები და ანაფილაქსია;
  • პურპურა, თრომბოციტოპენია, სისხლდენა ცხვირიდან, ჰემატომები ,პოსტოპერაციული სისხლდენები და სისხლდენის დროის გახანგრძლივება;
  • გემოვნებითი შეგრძნებების დარღვევები, მხედველობის დარღვევები ,თავბრუსხვევა და სმენის დაქვეითება;
  • ასთენია, შეშუპება, რეაქცია შეყვანის ადგილზე, სხეულის წონის მომატება და ცხელება .         
ჭარბი დოზირება
ტორადოლის დოზის გადაჭარბებას თან ახლავს ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, პირღებინება, ჰიპერვენტილაცია, პეპტიური წყლულების და/ან ეროზიული გასტრიტის განვითარება, თირმკლის ფუნქციის დარღვევა, რომელიც ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის ფორმა: 
ურეცეპტო.

მწარმოებელი
ჰოფმან ლა როში; ქვეყანა შვეიცარია.

 

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.