newhospitals

ტობრექსი თვალის წვეთები 0,3% 5მლ.

ტობრექსი თვალის წვეთები 0,3% 5მლ.
ანოტაციის მომწოდებელია
0
15
რეკომენდაცია
0შეფასება
310313ნახვა

ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია პრეპარატის გამოყენებამდე:

• შეინახეთ ეს დანართი ფურცელი, შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.

• დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

• ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც, თუ მათი სიმპტომები ჰგავს თქვენსას.

• ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

 

ფურცელჩანართი შეიცავს:

1. რას წარმოადგენს ტობრექსის თვალის წვეთები და რისთვის გამოიყენება

2. ტობრექსის თვალის წვეთების გამოყენებამდე

3. როგორ გამოიყენება ტობრექსის თვალის წვეთები

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. ტობრექსის თვალის წვეთების შენახვის პირობები

6. დამატებითი ინფორმაცია

 

1. რას წარმოადგენს ტობრექსის თვალის წვეთები და რისთვის გამოიყენება?

ტობრადექსის თვალის წვეთები მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს. ეს ჯგუფი მოიცავს ანტიბიოტიკებს (ტობრამიცინი), რომელსაც გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც იწვევენ თვალის დაინფიცირებას. ტობრექსის თვალის წვეთები განკუთვნილია გარე ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ თვალზე და მიმდებარე ზედაპირზე.

 

2. ტობრექსის თვალის წვეთების გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ტობრექსის თვალის წვეთები: - თუ გახასიათებთ ალერგიულობა (ჰიპერმგრძნობელობა) ტობრამიცინის ან ტობრექსის თვალის წვეთების სხვა შემადგენელი ელემენტების მიმართ. მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება ტობრექსის წვეთების გამოყენებისას: - გამოიყენეთ ტობრექსის თვალის წვეთები მხოლოდ თვალებისათვის. - თუ აღინიშნება ალერგიული რეაქციები, მაგალითად ქუთუთოების ქავილი, თვალების შეშუპება ან გაწითლება უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება და მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის. ამგვარი ალერგიული მგრძნობელობა შესაძლოა გამოვლინდეს ასევე სხვა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების გამოყენებისას ადგილობრივად ან სისტემური გამოყენებისას. - აცნობეთ ექიმს თუ იყენებთ სხვა ანტიბიოტიკებს ერთდროლად ტობრექსის თვალის წვეთებთან ერთად. - თუ სიმპტომები გაუარესდება ან უეცრად კვლავ გამოვლინდება გთხოვთ აცნობოთ ექიმს. თუ იღებთ ტობრექსის თვალის წვეთებს ხანგრძლივად შესაძლოა გახდეთ მგრძნობიარე თვალისინფექციის მიმართ. - თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს: - კონტაქტური ლინზების ტარება (რბილი ან მკვრივი) არ არის რეკომენდებული თვალის ანთების მკურნალობის დროს. - თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, გთხოვთ წაიკითხეთ თავი ,,სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება".

 

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება: გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ გამოიყენეთ სხვა სამკურნალო საშუალებები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულიც.

 

ორსულობა და ლაქტაცია: მიმართეთ ექიმს ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე. თუ ხართ ორსულად ან შესაძლოა დადგეს ორსულობა, ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი მიმართეთ ექიმს ამ პრეპარატის გამოყენებამდე. ტობრექსის თვალის წვეთების გამოყენება არ შეიძლება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

 

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა: ტობრექსის თვალის წვეთების გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს მხედველობის დაბინდვა. არ უნდა მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები მხედველობის გაუმჯობესებამდე. მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტობრექსის თვალის წვეთების სხვა შემადგენელი ელემენტების შესახებ ტობრექსის თვალის წვეთების კონსერვანტმა (ბენზალკონიუმის ქლორიდი) შესაძლოა გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება, ასევე კონტაქტური ლინზის ფერის შეცვლა. თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს უნდა მოიხსნათ ისინი პრეპარატის გამოყენებამდე და არ უნდა ჩაისვათ 15 წუთის განმავლობაში პროდუქტის გამოყენებიდან. კონტაქტური ლინზების ტარება არ არის რეკომენდებული თვალის ინფექციის მკურნალობის დროს.

 

3. როგორ გამოყენება ტობრექსის თვალის წვეთები ყოველთვის გამოიყენეთ ტობრექსის თვალის წვეთები ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გამოიყენეთ ტობრექსი მხოლოდ თვალში. დაავადების ზომიერი მდგომარეობის სამკურნალოდ, ჩვეულებრივი დოზა შეადგენს ერთი ან ორი წვეთი ყოველ თვალში ყოველ ოთხ საათში. დაავადების რთული მდგომარეობის სამკურნალოდ, ჩვეულებრივი დოზა შეადგენს ერთი ან ორი წვეთი ყოველ თვალში ყოველ საათში მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, შემდეგ უნდა შემცირდეს გამოყენების სიხშირე. მკურნალობის ხანგრძლივობა 7-10 დღე. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

1. აიღეთ ტობრექსის ფლაკონი და სარკე.
2. დაიბანეთ ხელები
3. მოხსენით თავსახური
4. დაიჭირეთ ფლაკონი დაბლა მიმართული, ცერა და შუა თითებს შორის (ფოტო1).
5. გადახარეთ თავი უკან. ჩამოსწიეთ ქუთუთო სუფთა ხელით ისე, რომ ქუთოთოს და თითს შორის წარმოიქმნას ,,ჯიბე" და წვეთუ უნდა ჩაიწვეტოთ ზუსტად ამ ადგილას (ფოტო2).
6. ჩასაწვეთებელი ფლაკონი მიიტანეთ თვალთან ახლოს. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ სარკე.
7. არ შეახოთ თვალს, ქუთუთოს, მიმდებარე არეს ან სხვა ზედაპირს ფლაკონი. არსებობს ჩასაწვეთებლის დაბინძურების საშიშროება.
8. ფრთხილად დააწექით ფლაკონის უკანა მხარეს და გამოუშვით ტობრექსის ერთი წვეთი (ფოტო 3).
9. ტობრექსისი თვალში ჩაწვეთების შემდეგ მოაშორეთ ფლაკონი თვლას, დახუჭეთ თვალი და ფრთხილად დაიმასაჟეთ ცხვირის მიმართულებით (ფოტო 4). ამგვარად თქვენ თავიდან აიცილებთ ტობრექსისი თვალის წვეთების მოხვერდას სხეულის სხვა ნაწილზე.
10. თუ საჭიროა წვეთების გამოყენება მეორე თვალშიც, გაიმეორეთ იგივე მითითება.
11. ფლაკონს დაახურეთ და შეინახეთ შემდგომ გამოყენებამდე.
12. გამოიყენეთ ერთიდაიგივე ფლაკონი. თუ წვეთი არ მოხვდება თვალში, სცადეთ მეორედ. თუ გამოიყენეთ ტობრექსის თვალის წვეთების ჭარბი რაოდენობა გამოიბანეთ თვალი/ქუთუთო ცივი წყლით. ჭარბი დოზირების სიმპტომები მოიცავენ თვალის ანთებას, თვალის სიწითლეს, შეშუპებას და ქუთუთოზე გამონაყარს.

 

თუ გამოტოვეთ ტობრექსისი თვალის წვეთის დოზა განაგრძეთ დოზის გამოყენება ჩვეულებრივი რეჟიმით. თუ ახლოვდება მომდევნო დოზის გამოყენების დრო გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და განაგრძეთ პრეპარტის გამოყენება ჩვეულებრივი რეჟიმის შესაბამისად. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით. თუ იყენებთ თვალის სხვა სამკურნალო პრეპარატებს (თვალის წვეთები, მალამო), დაიცავით 5 წუთიანი შუალედი მათ გამოყენებებს შორის. თვალის მალამო უნდა გამოიყენოთ ყველზე ბოლოს. პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

4.მოსალოდნელი არასასურველი რეაქციები ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მსგავსად ტობრექსის თვალის წვეთებმაც შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში. შემდეგი არასასურველი რეაქციები აღინიშნა ტობრექსის თვალის წვეთების გამოყენებისას: ხშირი არასასურველი რეაქციები (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-დან 10 ში):

• თვალებთან დაკავშირებული ეფექტები: თვალის დისკომფორტი, თვალის გაღიზიანება. არახშირი არასასურველი რეაქციები (ვლინდება 1 000 პაციენტიდან 1-დან 10ში):

• თვალებთან დაკავშირებული ეფექტები: თვალის ზედაპირის ანთება, რქოვანას გაღიზიანება, მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა, ქუთუთოების გაწითლება, თვალისა და ქუთუთოების შესიება, ქუთუთოს დაზიანება, თვალის ტკივილი, თვალის სიმშრალე, თვალის გამონადენი, თვალის ქავილი, ანორმალური შეგრძნება თვალზე (უცხო სხეულის შეგრძნება), ჭარბი ცრემლდენა.

• მთელ ორგანიზმთან დაკავშირებული ეფექტები: ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა), თავის ტკივილი, გამონაყარი, კანის ანთება, წამწამების ზრდის და სიხშირის შემცირება, კანის პიგმენტაციის დაკარგვა, ქავილი, კანის სიმშრალე რეაქციები უცნობი სიხშირით (ვერ ხდება შეფასება არსებული მონაცემებით):

• თვალებთან დაკავშირებული ეფექტები: თვალის ალერგია, თვალის გაღიზიანება, ქუთუთოს ქავილი

• მთელ ორგანიზმთან დაკავშირებული ეფექტები: გამონაყარი. თუ ნებისმიერი არასასურველი რეაქცია მიიღებს სერიოზულ სახეს ან თუ შენიშნავთ სხვა არასასურველ რეაქციებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

5. ტობრექსის თვალის წვეთების შენახვის წესი: შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ტობრექსის თვალის წვეთები ფლაკონზე და შეფუთვაზე მითითებული ,,ვარგისიანობის ვადის" გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე. ფლაკონი უნდა გადაადგოთ პირველი გახსნიდან 4 კვირის შემდეგ სავარაუდო ინფექციის თავიდან აცილების მიზნით. ინახება არაუმეტეს 25 ტემპერატურაზე. უნდა შეინახოთ მჭიდროდ დახურული შეფუთვა. სამკურნალო პრეპარატი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო კონტეინერში. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

6. დამატებითი ინფორმაცია რას შეიცავს ტობრექსის თვალის წვეთები აქტიური ნივთიერება: ტობრამიცინი. ერთი მილილიტრი ხსნარი შეიცავს 3მგ ტობრამიცინს. დამატებითი ინგრედიენტები: ბორის მჟავა (E284), ნატრიუმის სულფატი უწყლო (E514), ნატრიუმის ქლორიდი, თილოქსაპოლი, ბენზალკონიუმის ქლორიდი და გასუფთავებული წყალი. დამატებით შეიცავს ნატრიუმის ჰიდროქსიდის და/ან გოგირდმჟავას მცირე რაოდენობას ნორმალური მჟავიანობის დონის შესანარჩუნებლად (pH დონე). ტობრექსის თვალის წვეთების გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა ტობრექსი არის თხევადი ფორმის (გამჭვირვალე, უფეროდან ღია მოყვითალო ან ღია ყავისფერი ხსნარი) და მოთავსებულია პლასტმასის 5 მლ-იან ფლაკონში, ხრახნიანი თავსახურით.

 

გამოყენების ნებართვის მფლობელი: ალკონ ბულგარეთი სერდიკა ცენტრი ბულ,,სიტნიაკოვო" 48, სართ 8 სოფია 1505 ბულგარეთი მწარმოებელი S.A. ALCON-COUVREUR N.V. რიჯკსვეგ 14 2870პუურს ბელგია დამატებითი ინფორმაციისათვის სამკურნალო საშუალების შესახებ გთხოვთ დაუკავშირდეთ გამოყენების ნებართვის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს. ბულგარეთი ალკონ ბულგარეთი+359 2 950 15 65

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.