newhospitals

თიორელი (საინექციო ხსნარი)

თიორელი (საინექციო ხსნარი)
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
4598ნახვა
შემადგენლობა:
თითოეული ამპულა შეიცავს 4 მგ თიოკოლხიკოზიდს , 16.8 მგ ნატრიუმის ქლორიდს და 2 მლ საინექციო წყალს ( რ . ს .)

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა
თიოკოლხიკოზიდი წარმოადგენს კოლხიკოზიდის , ბუნებრივი გლიკოზიდის გოგირდოვან ნახევარ სინთეზურ წარმოებულს . თიოკოლხოკოზიდს გააჩნია მიორელაქასაციური მოქმედება - თრგუნავს ან ამცირებს კუნთების ცენტრალური წარმოშობის შეკუმშვას . პრეპარატის მიორელაქსაციური ეფექტი ასევე ვლინდება ვისცერულ კუნთებში .
თიოკოლხიკოზიდს არ გააჩნია კურარეს მსგავსი ეფექტი . ის მოქმედებს ცენტრალური ნერვული სისტემის მეშვეობით და არ იწვევს მოტორულ დამბლას . მრავლობითმა კვლევებმა აჩვენა თიოკოლხიკოზიდის GABA ( გამა - ამინოერბოს მჟავა ) და გლიცინის რეცეპტორების მიმართ აგონისტური აქტივობა . GABA - მიმეტური და გლიცინო - მიმეტური მოქმედებების გამო თიოკოლხიკოზიდის ეფექტები გამოვლენილი იქნა ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა დონეებზე . შესაბამისად , პრეპარატს გააჩნია ცენტრალური წარმოშობის კუნთოვანი სპასტიურობის საწინააღმდეგო მოქმედება , ისევე როგორც , რეფლექსური რევმატული ან ტრავმული სპაზმების საწინააღმდეგო ეფექტი . თიოკოლხიკოზიდი არ აზიანებს ნებით მოძრაობებს . არ იწვევს დამბლას ან სუნთქვის პრობლემებს . ასევე , თიოკოლხიკოზიდს არ გააჩნია რაიმე ზეგავლენა კარდიოვასკულურ სისტემაზე .

ფარმაკოკინეტიკა
მიორელაქსაციური ეფექტი ვლინდება ინტრამუსკულური დანიშნვიდან 30-40 წუთში . მოქმედების ხანგრძლივობა არის 24 საათი . კუმულაციური ეფექტი ვლინდება განმეორებითი დოზების გამოყენებისას რამდენიმე დღის განმავლობაში . პრეპარატის თერაპიული ეფექტი გრძელდება მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში . თიოკოლხიკოზიდის 13% უკავშირდება პლაზმის პროტეინებს . 20% გამოიყოფა თირკმელების საშუალებით შეუცვლელი და მეტაბოლიტების სახით . განავლით გამოიყოფა 75-81%.

ჩვენებები:
თიოკოლხიკოზიდი ნაჩვენებია კუნთების მტკივნეული სპაზმების სიმპტომური მკურნალობისთვის ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:
სტატიკური ვერტებრული პათოლოგიები და დეგენერაციული ვერტებრალური დაავადებები: კისერმრუდობა , დორსალგია . ლუმბაგო .
ნევროლოგიური და ტრავმატოლოგიური წარმოშობის დაავადებები , რომელბსაც თან ახლავს კუნთების სპასტიკურობა .
რეაბილიტაციის პერიოდში .

უკუჩვენებები:
უკუნაჩვენებია პაციენტებში , რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა თიოკოლხიკოზიდის მიმართ , ასევე პარეზი და კუნთების ჰიპოტონია . პრეპარატი ასევე უკუნაჩვენებია ორსულობის I ტრიმესტრში და მეძუძურ დედებში .
ინტრამუსკულური დანიშნვა უკუნაჩვენებია პაციენტებში , რომლებსაც აღენიშნებათ ჰემორაგია ან მკურნალობენ ანტიკოაგულანტებით .

სპეციალური სიფრთხილის ზომები:
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში

ორსულობა:
ორსულების კატეგორიაა B.
თიორელი უკუნაჩვენებია ორსულობის I ტრიმესტრში .

ლაქტაცია:
თიოკოლხიკოზიდი გადადის დედის რძეში , ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება არ შეიძლება .

პრეპარატის ზემოქმედება ავტომანაქანის ან სხვა მექანიზმების მართვაზე:
მიუხედავად იმისა , რომ იშვიათად იწვევს ძილიანობას , ავტომანქანის მართვისას პაციენტებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე .

გვერდითი ეფექტები:
იშვიათად აღინიშნა ჰიპოტენზია , გარდამავალი გაბრუება ან აღგზნება , ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ . თიოკოლხიკოზიდის მიმართ მომატებული მგრძნობელობის გამო შეიძლება გამოვლინდეს კანზე გამონაყარი .

გვერდითი მოვლენების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს !

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
პრეპარატის გამოყენება სხვა მსგავსი მოქმედების პრეპარატებთან ერთად უნდა მოხდეს სიფრთხილით .

მიღების წესები და დოზირება

მოზრდილები:
ინტრამუსკულარულად , ერთი ამპულა (4 მგ) დღეში ორჯერ.
კუნთების მწვავე სპაზმების დროს მკურნალობა იწყება ერთი ამპულით (4 მგ) დღეში ორჯერ ინტრამუსკულურად . მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა ამპულის ფორმის გამოყენებისას არის 3-5 დღე .
საჭიროებისას მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 1 კაფსულით (8 მგ) დღეში ორჯერ , 5-7 დღის განამვლობაში .
ფიზიოთერაპიის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს მიორელაქსაციური ეფექტის გამოვლენისთვის საჭირო დრო (ინტრამუსკულარული ინექციიდან 30-40 წუთი).

ბავშვები:
თიორელის გამოყენება 15 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდირებული არ არის.

ჭარბი დოზირება და მკურნალობა:
თიოკოლხიკოზიდის დოზის გადაჭარბებისას რაიმე სპეციფიკური სიმპტომი აღწერილი არ არის.
მკურნალობა: დოზის გადაჭარბების დროს რეკომენდებულია სამედიცინო მეთვალყურეობა და სიმპტომური მკურნალობა.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება კოლოფში და ოთახის , არაუმეტეს 25 ° C , ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე .

შეფუთვა:
შეფუთვაში 2 მლ - იანი 6 ამპულა.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი

გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - გაიცემა რეცეპტით .

მწარმოებელი:
Mefar Ilac San ve Tic A.S.
Barbaros Hayrettin Pasa Cad. No:81. 34873 Kartal-Istanbul/TURKEY
ტელ.: +90 216 306 48 90
ფაქსი: +90 216 374 46 30

რეგისტრაციის მფლობელი:
Abdi Ibrahm ILac Sanayi ve Ticaret, A.S. Maslak-Istanbul/TURKEY

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.