თიოგამა 1.2% 50მლ #10ფლ
წამლის ფორმა:
საინფუზიო ხსნარი შემადგენლობა:
თიოქტის მჟავა 600 მგ (მეგლუმინის მარილის სახით). ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ჰეპატოპროტექტორული, სადეზინტოქსიკაციო, ჰიპოლიპიდემიური, ჰიპოქოლესტერინემიული საშუალება. ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრეპარატი წარმოადგენს ჰეპატოქტოპროტექტორულ, სადეზინტოქსიკაციო, ჰიპოლიპიდემიურ და ჰიპოქოლესტერინემიულ საშუალებას. იგი ალფა-კეტომჟავას ჟანგვითი დეკარბოქსილების პროცესში ასრულებს კოენზიმის როლს. პრეპარატი ხელს უწყობს სისხლში შაქრის შემცველობის შემცირებასა და ღვიძლში გლიკოგენის შემცველობის მომატებას. თიოქტის მჟავა თავისი ფარმაკოლოგიური თვისებებით ახლოს დგას B ჯგუფის ვიტამინებთან. ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი გამოიყოფა თირკმელებით უშუალოდ იმ მეტაბოლიტების სახით, რომლებიც წარმოიქმნებიან გვერდითი ჯაჭვის დაჟანგვისა და კონიუგირების შედეგად. მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 10-20 წთ-ს. ჩვენებები:
დიაბეტური პოლინეიროპათია. წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, კუჭის წყლულოვანი დაავადება, ჰიპერაციდული გასტრიტი, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკის ბავშვები. გვერდითი მოვლენები:
ნერვული სისტემისა და მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად - კრუნჩხვები, დიპლოპია (ვენაში შეყვანის შემდეგ). გულ-სისხლძარღვთა სისტემებისა და სისხლის მხრივ (სისხლმბადი ორგანოები, ჰემოსტაზი): ჰემორაგიული გამონაყარი (პურპურა), თრომბოფლებიტი (ვენაში შეყვანის შემდეგ). ალერგიული რეაქციები: ურტიკარია ან ეგზემა ინექციის ადგილას, სისტემური რეაქციები ანაფილაქსიური შოკის განვითარებამდე.
სხვადასხვა: ჰიპოგლიკემია, დისპეფსია (პერორაპურად მიღებისას), სწრაფი შეყვანისას შესაძლებელია თავში სიმძიმის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება (რომელიც გადის თავისით). ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატი აძლიერებს ინსულინისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედებას, აქვეითებს ცისპლატინის ეფექტს (საინექციო ხსნარი), შაქრის მოლეკულებთან წარმოქმნის ცუდად ხსნად კომპლექსურ შენაერთებს.
საინფუზიო ხსნარი შეუთავსელია გლუკოზას, რინგერისა იმ ხსნარებთან, რომლებიც შეიძლება შევიდნენ SH-ჯგუფთან ან დისულფიდურ კავშირებთან რეაქციაში. მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი შეჰყავთ ინფუზიის სახით ნელა 20-30 წთ-ის განმავლობაში 300-600 მგ დღეღამეში წინასწარ გახსნილი 0,9%-50-250 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში (1 ფლაკონი 50 მლ ან 1-2 ამპულა 10 მლ-იანი ან 1 ამპ. 20 მლ 3% ხსნარი). საინფუზიო ფლაკონის გამოყენება წარმოებს უშუალოდ ფლაკონიდან, ამასთან, გამოიყენება თანმხლები სინათლის დამცველი ფუტლიარები. მკურნალობის კურსი შეადგენს 2-4 კვირას. ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი.
მკურნალობა: სიმპტომატურია. სიფრთხილეა საჭირო:
პრეპარატისა და ინსულინის, აგრეთვე პერორალურ ჰიპოგლიკემიური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის სტადიაზე. ზოგიერთ შემთხვევებში ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ინსულინის ან პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის შემცირება. განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის გამოყენებისას რეკომენდებულია ალკოჰოლური სასმელებისაგან თავის შეკავება, ვინაიდან მოსალოდნელია თიოქტის მჟავას თერაპიული მოქმედების შემცირება. შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას 15-25°C ტემპერატურაზე. გამოშვების ფორმა:
საინფუზიო ხსნარი ფლაკონებში. ვარგისიანობის ვადა:
5 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მისი გამოყენება დაუშვებელია. მწარმოებელი ფირმა:
"ვორვაგ ფარმა", გერმანია