თიმსალი აეროზოლი 30 გ
პრეპარატის სავაჭრო დასახელება:
თიმსალი
აეროზოლი პერორალურად მისაღებად, დოზირებული. შემადგენლობა:
30გ პრეპარატი შეიცავს 21გ ბეგქონდარას თხევად ექსტრაქტს და 9გ სალბის ნაყენს. დამხმარე ნივთიერება: ეთილის სპირტი. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ნტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებები:
თიმსალი წარმოადგენს ეფექტურ კომპლექსურ პრეპრატს ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, რაც განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი ორი სამკურნალო მცენარის: ჩვეულებრივი ბეგქონდარას (თჰყმუს ვულგარის) და სამკურნალო სალბის (შალვია ოფფიცინალის) სპირტოვანი ექსტრაქტის შემცველობით. ჩვეულებრივი ბეგქონდარა შეიცავს Eეთერზეთს, ფლავონოიდებს, ტრიტერპენულ მჟავებს. მისი ეთერზეთების შემადგენლობაში შედის თიმოლი, ციმოლი, ბორნეოლი და სხვა ტერპენოიდები. სამკურნალო სალბი შეიცავს ეთერზეთს, მთრიმლავ და ცვილოვან ნივთიერებებს. სალბის ეთერზეთი შეიცავს ცინეოლს, ტუიონს, პინენს, სალვენს, ქაფურს და სხვა ტერპენოიდებს. ბეგქონდარას ექსტრაქტის და სალბის ნაყენის კომბინაცია, ურთიერთდამატებითი მადეზინფიცირებელი, შემომგარსველი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით უზრუნველყოფს ზედა სასუნთქი გზების, ხახის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კომპლექსურ პათოგენეზურ მკურნალობას. გამოყენების ჩვენება:
თიმსალი გამოიყენება ხახის და ასევე პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებითი დაავადებების დროს: სტომატიტები და ღრძილების ანთება მოზრდილებსა და ბავშვებში 5 წლის ასაკიდან. უკუჩვენება:
პრეპარატი უკუნაჩვენებია მის შემადგენლობაში მიმართ შემავალი კომპონენტებზე ალერგიის დროს და 5 წლის ქვემოთ ასაკის ბავშვებში. სიფრთხილის ზომები გამოყენებისას:
თვალში მოხვედრის შემთხვევაში საჭიროა წყლით ამობანვა და აუცილებლობისას, ექიმთან მიმართვა. ურთიერთქმედება სხვა წამლებთან:
არ არის ცნობილი. განსაკუთრებული მითითებები:
თიმსალი უსაფრთხოა ორსულთა და მეძუძური დედებითვის. გამოყენების მეთოდი და დოზა:
გამოყენების წინ საჭიროა ფლაკონის შენჯღრევა. პრეპარატით ამუშავებენ ხახას დღეში 3-ჯერ, მადოზირებელ სარქველის ზედა ნაწილზე 3-4 ჯერ დაჭერით. გამოყენების წინ სასურველია პირის ღრუში გამოვლება თბილი წყლით. უცილებელია პრეპარატის გაჩერება პირის ღრუში რამდენიმე წუთის მანძილზე. რეკომენდებული დოზის მნიშვნელოვნად გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა. გვერდითი მოვლენები:
არასაურველი ეფექტები არ არის გამოვლენილი. რაიმე უჩვეულო რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. გამოშვების ფორმა:
აეროზოლი პერორალურად მისაღებად, მადოზირებელი სარქველით, 30გ ფლაკონში. შენახვის პირობები:
ინახება 15 -25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისობის ვადა:
2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ მწარმოებლის დასახელება და მისამართი:
კრაკოვის სამკურნალო მცენარეების ქარხანა "ჰერბაპოლი" ქ. კრაკოვი, ხალუპნიკის ქუჩა 14 31-464 პოლონეთი