თეთრი ნახშირი
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს - ძირითადი ნივთიერებები: სილიციუმის დიოქსიდი (210მგ), მიკროკრისტალური ცელულოზა; დამხმარე ნივთიერებები: შაქრის პუდრი, კარტოფილის სახამაბელი. დამზადების თარიღი და ვარგისიანობის ვადა: დამზადების თარიღი აღნიშნულია შეფუთვაზე. ვარგისიანობის ვადა:დამზადების თარიღიდან 3 წელი. შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 0o-25oC ტემპერატურაზე, არაუმეტეს 75% ჰაერის ტენიანობის პირობებში. მოხმარების რეკომენდაცია: რეკომენდებულია როგორც კვების რაციონის დიეტური დანამატი, როგორც ენტეროსორბენტების დამატებითი წყარო პროფილაქტიკისა და სიმპტომების შემსუბუქების მიზნით საკვებით მოწამვლის (მათ შორის სოკოთი და ალკოჰოლით მოწამვლისას), კუჭის აშლილობის, ჰეპატიტის (მათ შორის ვირუსული ჰეპატიტი A, B), თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობის, ალერგიული დაავადებების, დერმატიტის, ენდოგენური ინტოქსიკაციის, დისბაქტერიოზის დროს. თეთრი ნახშირი განაპირობებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სხვადასხვა წარმოშობის ეგზო- და ენდოგენური ტოქსიკური ნივთიერებების (მათ შორის მიკროორგანიზმების ცხოველქმედების პროდუქტების, კვებითი და ბაქტერიული ალერგენების) ადსორბციას და ორგანიზმიდან მათ გამოდევნას. უშუალოდ ხელს უწყობს ტოქსიკურ-ალერგიული რეაქციების გამოვლინებათა შემცირებას, დეტოქსიკაციის ორგანოებზა (პირველ რიგში - ღვიძლსა და თირკმელებზე) მეტაბოლური დატვირთვის შემცირებას, ნივთიერებათა ცვლისა და იმუნური სისტემის კორექციას, ორგანიზმში ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა დისბალანსის აღმოფხვრას, აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას. მიღების წესი და დოზირება: თეთრი ნახშირი განკუთვნილია უფროსებისა და 3 წლის ასაკის ზევით ბავშვებისთვის: უფროსებისა და 7 წლის ასაკის ზევით ბავშვებისთვის - 3-4 ტაბლეტი 3-4 - ჯერ დღეში კვებათაშორის პერიოდში წყლის მიყოლებით. მოხმარების კურსს ექიმი განსაზღვრავს ინდივიდუალურად. გამოყენების თავისებურებები: მიიღება ჭამამდე არა უადრეს 1 საათისა სასმელი წყლის მიყოლებით. ტაბლეტის დანაწავრება და დაღეჭვა ზრდის სორბციის ეფექტურობას, მაგრამ აუცილებელი არ არის. გამოყენებასთან დაკავშირებული სიფრთხილის ზომები განსაზღვრული კატეგორიის მოსახლეობისთვის (ბავშვების, ორსული ქალების, მოხუცების, სპორტსმენებისა და ალერგიულებისთვის): გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. შენიშვნა დიაბეტით დაავადებულთათვის: 1 ტაბლეტი შეიცავს 0,26 გ საქაროზას (0,026 პურის ერთეულის ექვივალენტი). უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმარ, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლული და ეროზია, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, ნაწლავის გაუვალობა. არ წარმოადგენს წამალს. გამოშვების ფორმა: ტაბლეტები #10 მასა ნეტო, გ: მითითებულია შეფუთვაზე. მწარმოებლის დასახელება, სრული მისამართი და ტელეფონი: უკრაინა, შ.პ.ს. ,,ომნიფარმა კიევი", 02088, ქ. კიევი, ლენინის ქ. 55. ტელ.: (044) 253-39-37; წარმოების ობიექტის მისამართი (ადგილმდებარეობა): 03124, ქ.კიევი, ივანე ლეპსეს ბულვარი 8. 10 ტაბლეტი თეთრი ნახშირი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნას მწარმოებელი: შ.პ.ს. ,,ომნიფარმა კიევი", 02088, ქ. კიევი, ლენინის ქ. 55. უკრაინა. ტელ.: (044) 253-39-37 წარმოების ობიექტის (ქარხნის) მისამართი: 03124, ქ.კიევი, ივანე ლეპსის ბულვარი 8. თეთრი ნახშირი ტაბლეტები ТУ У 15,8-33082808-001:2008 1 ტალბეტი შეიცავს: სილიციუმის დიოქსიდს (210მგ), მიკროკრისტალურ ცელულოზას, შაქრის პუდრს, კარტოფილის სახამაბელს. გამოყენების სფერო: რეკომენდებული როგორც საკვები რაციონის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი - ენტეროსორბენტების დამატებითი წყარო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მიღების წესი და რეკომენდებული სადღეღამისო დოზა: უფროსებისა და 7 წლის ასაკის ზევით ბავშვებისთვის - 3-4 ტაბლეტი 3-4 - ჯერ დღეში კვებათაშორის პერიოდში ჭამამდე 1 საათით ადრე, სასმელი წყლის მიყოლებით; 3-4 წლის ასაკის ბავშვებისთვის - 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში კვებათაშორის პერიოდში ჭამამდე 1 საათით ადრე, სასმელი წყლის მიყოლებით. მიღების წინ კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლული და ეროზია, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, ნაწლავის გაუვალობა. გამოშვების ფორმა: ტაბლეტები. მასა ნეტო: 10 ტაბლეტი, თითო 700 მგ. შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 0o-25oC ტემპერატურაზე. ვარგისობის ვადა: 3 წელი.