newhospitals

ტერჟინანი #6ტ ვაგინალური

ტერჟინანი  #6ტ ვაგინალური
ანოტაციის მომწოდებელია
3.7
0
რეკომენდაცია
1შეფასება
5532ნახვა

ვაგინალური ტაბლეტები:

ერთი ტაბლეტი (1.2გ) შეიცავს:
აქტიური სუბსტანცია:
ტერნიდაზოლი 0.2გ
ნეომიცინის სუფატი 0.1გ ან 65 000 ერთ.
ნისტატინი 100 000 ერთ.
პრედნიზოლონი ნატრიუმის მეტასულფობენზოატის ფორმით 0.003გ

 

ექსციპიენტები კაფსულების შემადგენლობაში:
სახამებელი, ლაქტოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოვიდონი, არომატიზატორი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის გინეკოლოგიაში. პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მისი შემადგენელი კომპონენტებით: ტერნიდაზოლი - იმიდაზოლის წარმოებული - განაპირობებს ტრიქომონაციდულ მოქმედებას, აქტიურია ანაერობული ბაქტერიების, კერძოდ გარდნერელის მიმართ.
ნეომიცინის სულფატი - ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან. ნისტატინი - სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი პოლიენების ჯგუფიდან, გამორჩევა მაღალი ეფექტურობით Candidas გვარის სოკოების მიმართ. პრედნიზოლონი -გლუკოკორტიკოიდი, გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. შემავსებელების შემადგენლობა უზრუნველყოფს საშოს ლორწოვანის გარსის მთლიანობას და pH_ ს მნიშვნელობის მუდმივობას.

 

ჩვენებები:
- ვაგინიტების მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, მათ შორის:
- ბაქტერიული ვაგინოზი;
- ბაქტერიული ვაგინიტი გამოწვეული ბანალური პიოგენური ფლორით;
- ვაგინალური ტრიხომონიაზი;
- ვაგინიტი გამოწვეული Candida-ს ჯგუფის სოკოების მიერ;
- ვაგინიტების პროფილაქტიკა
- გინეკოლოგიური ოპერაციების წინა პერიოდი ;
- მშობიარობის და აბორტის წინა პერიოდი ;
- ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების ჩაყენების წინა და შემდგომი პერიოდი ;
- საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაციის წინა და შემდგომი პერიოდი ;
- ჰისტეროგრაფიის წინ.

 

მიღების წესები და დოზები:

ერთი ტაბლეტი შეჰყავთ საშოში დაწოლილ მდგომარეობაში ძილის წინ. საშუალო ხანგრძლივობა თერაპიის კურსის - 10დღე, დადასტურებული მიკოზის შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გახანგრძლივდეს 20 დღე. არ შეწყვიტოთ მკურნალობა მენსტრუატიის დროს.
საშოში პრეპარატის შეყვანამდე ტაბლეტი დაასველეთ წყლით 20-30 წამის განმავლობაში. შეყვანის შემდეგ აუცილებელია 10-15 წთ დაწოლილ მდგომარეობაში ყოფნა.

 

გვერდითი მოვლენები:
ადგილობრივი რეაქციები: იშვიათად წვის შეგრძნება, ადგილობრივი გაღიზიანება (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში).
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

 

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპერატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
ჩვენების მიხედვით შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

 

განსაკუთრებული მითითებები:
ვაგინიტების, ტრიხომონიაზის მკურნალობის დროს რეკომენდებულია სექსუალური პარტნიორების მკურნალობა.

 

ჭარბი დოზირება:

სისტემურ მიმოქცევაში დაბალი ადსორბციის უნარის გამო დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ტერჟინანის სხვა პრეპარატებთან არა რის გამოვლენილი.

შენახვის პირობები და ვადები:

3 წელი, არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ
შეინახეთ 25°C- მდე, ორიგინალური შეფუთვით, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

აფთიაქში გაცემის წესი:
გაიცემა ექიმის რეცეპტით

საფრანგეთი, BOUSHARA

 

თეონა
2014-06-05
კარგი მედიკამენტი
ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.