ტერჟინანი #10ტ ვაგინალური
ვაგინალური ტაბლეტები
ერთი ტაბლეტი (1.2გ) შეიცავს:აქტიური სუბსტანცია:
ტერნიდაზოლი 0.2გ
ნეომიცინის სუფატი 0.1გ ან 65 000 ერთ.
ნისტატინი 100 000 ერთ.
პრედნიზოლონი ნატრიუმის მეტასულფობენზოატის ფორმით 0.003გ ექსციპიენტები კაფსულების შემადგენლობაში:
სახამებელი, ლაქტოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოვიდონი, არომატიზატორი. ფარმაკოლოგიური თვისებები: კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის გინეკოლოგიაში. პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მისი შემადგენელი კომპონენტებით: ტერნიდაზოლი - იმიდაზოლის წარმოებული - განაპირობებს ტრიქომონაციდულ მოქმედებას, აქტიურია ანაერობული ბაქტერიების, კერძოდ გარდნერელის მიმართ.
ნეომიცინის სულფატი - ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან. ნისტატინი - სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი პოლიენების ჯგუფიდან, გამორჩევა მაღალი ეფექტურობით Candidas გვარის სოკოების მიმართ. პრედნიზოლონი -გლუკოკორტიკოიდი, გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. შემავსებელების შემადგენლობა უზრუნველყოფს საშოს ლორწოვანის გარსის მთლიანობას და pH_ ს მნიშვნელობის მუდმივობას. ჩვენებები:
- ვაგინიტების მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, მათ შორის:
- ბაქტერიული ვაგინოზი;
- ბაქტერიული ვაგინიტი გამოწვეული ბანალური პიოგენური ფლორით;
- ვაგინალური ტრიხომონიაზი;
- ვაგინიტი გამოწვეული Candida-ს ჯგუფის სოკოების მიერ;
- ვაგინიტების პროფილაქტიკა
- გინეკოლოგიური ოპერაციების წინა პერიოდი ;
- მშობიარობის და აბორტის წინა პერიოდი ;
- ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების ჩაყენების წინა და შემდგომი პერიოდი ;
- საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაციის წინა და შემდგომი პერიოდი ;
- ჰისტეროგრაფიის წინ. მიღების წესები და დოზები:
ერთი ტაბლეტი შეჰყავთ საშოში დაწოლილ მდგომარეობაში ძილის წინ. საშუალო ხანგრძლივობა თერაპიის კურსის - 10დღე, დადასტურებული მიკოზის შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გახანგრძლივდეს 20 დღე. არ შეწყვიტოთ მკურნალობა მენსტრუატიის დროს.
საშოში პრეპარატის შეყვანამდე ტაბლეტი დაასველეთ წყლით 20-30 წამის განმავლობაში. შეყვანის შემდეგ აუცილებელია 10-15 წთ დაწოლილ მდგომარეობაში ყოფნა. გვერდითი მოვლენები:
ადგილობრივი რეაქციები: იშვიათად წვის შეგრძნება, ადგილობრივი გაღიზიანება (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში).
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპერატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ. ორსულობა და ლაქტაცია:
ჩვენების მიხედვით შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. განსაკუთრებული მითითებები:
ვაგინიტების, ტრიხომონიაზის მკურნალობის დროს რეკომენდებულია სექსუალური პარტნიორების მკურნალობა. ჭარბი დოზირება:
სისტემურ მიმოქცევაში დაბალი ადსორბციის უნარის გამო დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ტერჟინანის სხვა პრეპარატებთან არა რის გამოვლენილი. შენახვის პირობები და ვადები:
3 წელი, არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ
შეინახეთ 25°C- მდე, ორიგინალური შეფუთვით, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. აფთიაქში გაცემის წესი:
გაიცემა ექიმის რეცეპტით საფრანგეთი, BOUSHARA
t. m
2019-02-22
ძალიან მიშველა ამ წამალმა
ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
შეფასების დამატება