newhospitals

ტერფალინი 250მგ #28ტ

ტერფალინი 250მგ #28ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3975ნახვა

შემადგენლობა: ყოველი ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 250 მგ ტერბინაფინის ექვივალენტურ 281,25 მგ ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტერბინაფინი არის სინთეზური ალილამინი. რომელსაც გააჩნია ანტიფუნგინალური მოქმედების ფართო სპექტრი. იგი სქუალენეპოქსიდაზის ინჰიბირებით ხელს უშლის ერგოსტეროლის წარმოქმნას, რომელიც სოკოს უჯრედული გარსის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ამ დროს ხდება უჯრედშიდა სქუალენის დაგროვება და ფუნგიციდური ზემოქმედება.

 

მიკრობიოლოგიური თვისებები:
ტერბინაფინს გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი ისეთი სოკოების მიმართ, როგორებიცაა:
დერმატოფიტები:
Trichophyton (Trichophyton rubrum; Trichophyton mentagrophytes; Trichophyton verrucosum; Trichophyton tonsurans; Trichophyton violaceum); Microsporum canis და სხვა სახეობები;
Epidermophyton floccosum;
საფუარა სოკოები:
Candida albicans;
პიტირიაზის გამომწვევები:
Pityrosporum orbiculare;
სხვა სოკოები:
Scopulariopsis brevicaulis.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ორალური გზით მიღებისას იგი კარგად შეიწოვება. (>70%). მისი Cmax პლაზმაში მიიღწევა 1-2 საათში. ნახევრადდაშლის პერიოდი შეადგენს 4,6 საატს.ტერბინაფინი უერთდება სისხლის პლაზმის ცილებს 99%.ის ჩვეულებრივ გაივლის კანის დერმალურ გარსს და კონცენტრირდება ლიპოფილურ რქოვან გარსში.ტერბინაფინის მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება აგრეთვე თმის ფოლიკულებში, თმასა და კანში, რომლებიც მდიდარია ცხიმოვანი ჯირკვლებით.
ტერბინაფინი მეტაბოლიზდება სწრაფად, მინიმუმ 7 ფერმენტის მეშვეობით. ტერბინაფინის ბიოტრანსფორმაციის შემდეგ წარმოიქმნებიან მეტაბოლიტები, რომლებსაც არ გააჩნიათ ანტიფუნგალური მოქმედება.
მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმლების საშუალებით.

 

ჩვენება:
ონიქომიკოზები,გამოწვეული დერმატოფიტებით;
თავის თმიანი ნაწილის მიკოზი;
ტანის, წვივის, ტერფის დერმატომიკოზები;
ინფექციები, გამოწვეული კანდიდას ჯგუფის სოკოებით

ხელისა და ფეხის ფრჩხილის დერმატოფიტული ტიპის სოკოვანი წარმოშობის ონიქომიკოზები (tinea unguium) Trichopyton, Trichopyton rubrum, Trichopyton mentagrophytes, Microsporum canis, Epidermophyton floccosum -ის ტიპის დერმატოფიტების გამომწვევი ფუნგალური ინფექციები, Tinea pedis, tinea cruris, tinea capitis da tinea corporis;
კანის საფუარა სოკოვანი ინფექციები, რომელთა გამომწვევებია Candida (მაგ: Candida albicans)
• Pityriasis (tinea)-ს მსგავსი ინფექციების დროს, რომელიც იწვევს Pityrosporum orbiculare-ს, იგი აგრეთვე ცნობილია Malassezia furtur-ის სახელით.

ტაბლეტირებული ფორმა გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ზოგადი თერაპიის მიზანშეწონილობა განპირობებულია დაზიანების ლოკალიზაციით, ინფექციის გამოხატულებითა და გავრცელებით.

 

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ტერბინაფინის ან მასში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

 

განსაკუთრებული მითითებები:
ოპაციენტებს,რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის ქრონიკული დარღვევა, საჭიროა, დაენიშნოთ რეკომენდებული დოზის ნახევარი. მკურნალობის დროს აუცილებელია რვიძლის ფუნქციური სინჯების პერიოდული კონტროლი. თუ ავადმყოფს აღენიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მოვლენები (გულისრევა, მადის დაკარგვა, გადაღლილობა, სიყვითლე, მუქი ფერის შარდი და უფერო განავალი), საჭიროა, ტერბინაფინის მიღების შეწყვეტა.
პაციენტებმა თირკმლის ფუნქციის დარღვევით(კლირენსი ნაკლებია 50მლ/წუთში,ან კრეატინინის დონე სისხლის შრატში 300მკ-მოლ/ლ-ზე მეტია) საჭიროა,მიიღონ პრეპარატის დოზის ნახევარი.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
ტერბინაფინი მიეკუთვნება B კატეგორიას.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგად რაიმე გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა.
იმის გამო,რომ ორსულებში ტერბინაფინის კლინიკური კვლევა არ არის ჩატარებული,პრეპარატი ორსულობის პერიოდში მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში,როდესაც დედისთვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელ პოტენციურ რისკს.
ვინაიდან ტერბინაფინი გადადის დედის რძეში,ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება არარეკომენდებულია.

გვერდითი მოვლენები:
ძირითადად, ტერბინაფინი ადვილად შეთვისებადია. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, არის მსუბუქი და დროებითი ხასიათის: მადის დაკარგვა, დისპეფსია, გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა, კანზე გამონაყარი (ურტიკარია, ჭინჭრის ციება), ართრალგია, მიალგია.
იშვიათად აღინიშნება გემოვნების დაკარგვა, რომელიც აღდგება მკურნალობის დასრულებიდან რამოდენიმე კვირაში.
ძალიან იშვიათად აღინიშნება ჰეპატობილიარული დარღვევები, გამოხატული რეაქციები კანის მხრივ (მათ შორის სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), ანაფილაქსიური რეაქციები. პროგრესირებადი გამონაყარის დროს მკურნალობა ტერბინაფინით უნდა შეწყდეს.
ძალიან იშვიათია ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი და თრომბოციტოპენია.

გვერდითი მოვლენების შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია .

 

ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედება:
ტერბინაფინს გააჩნია უმნიშვნელო პოტენციალი, დათრგუნოს ან გააძლიეროს უმრავლესი პრეპარატების კლირენსი, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ციტოქრომ P 450 - ის მეშვეობით.
ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ტებინაფინი გავლენას არ ახდენს დიგოქსინის კლერენსზე. ტერბინაფინი 19%-ით ამცირებს კოფეინის კლერენსს, ხოლო ციკლოსპორინის კლერენსს 15%-ით. ვარფარინთან ერთად გამოყენებისას შეიმჩნევა პროთრომბინის ინდექსის მატება ან პირიქით, კლება. თუმცა ეს ცვლილებები ჯერ-ჯერობით არ უკავშირება ტერბინაფინის გამოყენებას. რიფამპინთან ერთად გამოყენებისას შეიმჩნევა კლერენსის მატება 100%-ით, ციმეტიდინთან ერთად გამოყენებისას კი იგი იკლებს 33%-ით. ჯერ-ჯერობით ციკლოსპორინის გამოყენებისას ტერბინაფინის ფარმაკოლოგიურ მონაცემებში ცვლილებები არ დაფიქსირებულა. დადგინდა, რომ ორალური კონტრაცეპტივები, ჰორმონები, ჰიპოგლიკემიური პრეპარატები, თეოფილინი, ფენიტოინი, თიაზიდური ჯგუფის დიურეტიკები, B ბლოკერები, კალციუმის და მსგავსი ჯგუფის პრეპარატების გამოყენება ტერბინაფინზე არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას.

 

დოზირება და მიღების წესი:
მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია-დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და ლოკალიზაციაზე:

 

მოზრდილები:
ონიქომიკოზი: ხელის ონიქომიკოზის შემთხვევაში 6 კვირის მანძილზე დღეში 1 ტაპლეტი. ფეხის ონიქომიკოზის დროს რეკომენდებულია პრეპარატის მიღება იგივე დოზით 12 კვირის განმავლობაში. შედეგის დადგომისთანავე მკურნალობა უნდა შეწყდეს, მიკოლოგიური ბალანსის აღდგენა ხდება მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, ეს პერიოდი საჭიროა ჯანსაღი ფრჩხილის ქსოვილის განვითარებისათვის.

Tinea Capitis: 4-6 კვირა დღეში 1 ტაბლეტი
Tinea Corporis, Tinea Cruris 2-4 კვირა დღეში 1 ტაბლეტი
და Candidiasis
Tinea pedis 2-6 კვირა დღეში 1 ტაბლეტი
Pityriasis (tinea) 2 კვირა დღეში 1 ტაბლეტი

ბავშვები: 3 დან 16 წლამდე ბავშვებში ინიშნება სპეციალური სქემის მიხედვით

12-20 კგ ბავშვები დღეში ერთხელ 62.5 მგ
20-40 კგ ბავშვები დღეში ერთხელ 125 მგ
40კგ ზევით ბავშვები დღეში ერთხელ 250 მგ

 

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:
ხანდაზმულ პატიენტებში გამოყენებისას დოზის განსაკუთრებულ კონტროლს არ საჭიროებს.

 

დოზის გადაჭარბება:
სიმპტომები: თავის ტკივილი, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, თავბრუსხვევა.
საჭიროა, სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

 

შენახვის პირობები:
ინახება 25°C ქვევით, ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივებისგან მოშორებით, ბავშვებისგან დაცულ ადგილას, საკუთარ შეფუთვაში.

 

სავაჭრო სახელწოდება და შეფუთვის სახეობები:
ტერფალინი 250 მგ ტაბლეტები - 14 და 28 ტაბლეტიანი ფირფიტები.

 

სხვა ფარმაკოლოგიური ფორმები:
ტერფალინის 1%-იანი კრემი, 15 გ-იანი ტუბი.

 

ლიცენზიის მფლობელი:
ს.ს. " NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S."
ISTANBUL/TÜRKIYE
წარმოების ადგილი: ს.ს.
"NOBEL PHARMA SANAYII VE TICARET A.S.".
ISTANBUL/TÜRKIYE

 

გაცემის ფორმა:
რეცეპტით.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.