newhospitals

ტერბონილი 250მგ #14ტ

ტერბონილი 250მგ #14ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
7300ნახვა
საერთაშორისო დასახელება:
terbinafine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის; სხვა სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
250 მგ 14/28 ტაბლეტი

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი არის ალილამინის წარმოებული სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით აღჭურვილი, ფართო სპექტრის მქონე საშუალება კანის, თმისა და ფეხის ფრჩხილების პათოგენების მიმართ, როგორიცაა Trichophyton (მაგ. T. rubrum, T.mentagrophytes, T.verrucosum, T.tonsurans, T.violaceum), Microsporum (მაგ. M.canis), Epidermophyton floccosum ve Candida cinsi maya (მაგ. C.albicans) და Pityrosporum. დაბალ კონცენტრაციებში ტერბინაფინი ფუნგიციდურია დერმატოფიტების, ობის და ზოგიერთი დიმორფული სოკოს წინააღმდეგ. საფუარების მიმართ აქტივობა ფუნგიციდური ან ფუნგისტატურია, რაც დამოკიდებულია სოკოს სახეობაზე.
ტერბინაფინი ხელს უშლის ადრეულ საფეხურზე სოკოების სტეროლის ბიოსინთეზს. ეს იწვევს ერგოსტეროლის დეფიციტს და სქვალენის უჯრედშიდა აკუმულირებას, რისი შედეგიც არის სოკოს უჯრედის სიკვდილი. ტერბინაფინი მოქმედებს სქვალენ ეპოქსიდაზას ინჰიბირებით სოკოს უჯრედულ მემბრანაში. ფერმენტი სქვალენ ეპოქსიდაზა არ არის დაკავშირებული ციტოქრომ P450 სისტემასთან. ტერბინაფინი არ ახდენს ზეგავლენას ჰორმონების ან სხვა წამლების მეტაბოლიზმზე.
პერორალური გამოყენებისას, წამალი კონცენტრირდება კანში ფუნგიციდურ აქტივობასთან დაკავშირებულ დონეზე.
ფარმაკოკინეტიკა
ერთჯერადი პერორალური დოზა 250 მგ კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (70%). ტერბინაფინი საშუალო მაქსიმალურ პლაზმურ კონცენტრაციას - 0.97 მკგ/მლ აღწევს მიღებიდან 2 საათის განმავლობაში. შეწოვის ნახევარპერიოდი 0.8 საათია, ხოლო განაწილების ნახევარპერიოდი - 4.6 საათი. ტერბინაფინის ბიოშეღწევადობაზე ზეგავლენას ახდენს საკვები, თუმცა დოზა კორექციას არ საჭიროებს.
პლაზმაში, ტერბინაფინი >99%-ით შეკავშირებულია პლაზმურ ცილებთან. ის სწრაფად დიფუნდირდება კანიდან და კონცენტრირდება ლიპოფილურ შრეში. ტერბინაფინი ასევე სეკრეტირდება კანის ცხიმოვან ქსოვილში, და მაღალ კონცენტრაციებს აღწევს თმის ფოლიკულებში, თმასა და ცხიმოვანი ქსოვილით მდიდარ კანში. ასევე არსებობს მონაცემები, რომ ტერბინაფინი ნაწილდება ფრჩხილების ფირფიტაში მკურნალობის დაწყებიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ტერბინაფინი მეტაბოლიზდება სულ მცირე 7 CYP იზოფერმენტით, განსაკუთრებით CYP2C9, CYP1A2, CYP3A4, CYP2C8 და CYP2C19-ით.
ბიოტრანსფორმაცია წარმოქმნის მეტაბოლიტებს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების გარეშე, რომლებიც უპირატესად შარდში გამოიყოფა. ნახევრად დაშლის პერიოდი არის 17 საათი. აკუმულაცია არ ვითარდება. ფარმაკოკინეტიკაში ასაკობრივი ცვლილებები არ აღინიშნება, თუმცა ელიმინაციის სიჩქარე შეიძლება შემცირებული იყოს პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით, სისხლში ტერბინაფინის უფრო მაღალი დონის წარმოქმნით.
ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში, რომლებიც ჩატარდა პაციენტებში ადრე არსებული ღვიძლის დაავადებით, ნაჩვენებია, რომ ტერბინაფინის კლირენსი დაახლოებით 50%-ით არის შემცირებული.

ჩვენებები:
სოკოვანი ინფექციები:
- ონიკომიკოზები
- Tinea capitis
- Tinea pedis (ტერფის დერმატოფიტია, ათლეტის ტერფი)
- Tinea corporis (სხეულის დერმატოფიტია, გლუვი კანის მიკოზი)
- Tinea cruris (საზარდულის ეპიდერმოფიტია)

მიღების წესები და დოზები:
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმესა და ჩვენებებზე.
თუ არ არსებობს ექიმის სხვა დანიშნულება:
უფროსები: ტერბონილი 250 მგ ტაბლეტი რეკომენდებულია დღეში ერთხელ.
კანის ინფექციები
მკურნალობის სავარაუდო ხანგრძლივობა არის:
Tinea pedis (თითებს შორისი, ტერფის ტიპის) : 2-4 კვირა
Tinea corporis, cruris : 2-4 კვირა
Cutaneous candidiasis : 2-4 კვირა
დაავადების ნიშნებისა და სიმპტომების სრული გაქრობა შეიძლება მიკრობიოლოგიური მკურნალობიდან რამდენიმე დღეში შეინიშნებოდეს.
თმისა და თავის ქალას ინფექციები
მკურნალობის სავარაუდო ხანგრძლივობა არის:
Tinea capitis: 4 კვირა
Tinea capitis განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში.
ონიკომიკოზი: უმრავლესობა პაციენტში წამატებული მკურნალობის ხანგრძლივობა არის 6-12 კვირა.
თითის ფრჩხილების ონიქომიკოზი: უმრავლესობა შემთხვევაში 6-კვირიანი მკურნალობა საკმარისია.
ფეხის ფრჩხილების ონიქომიკოზი: უმრავლესობა შემთხვევაში 12-კვირიანი მკურნალობა საკმარისია. უფრო ხანგრძლივი მკურნალობა შეიძლება საჭირო იყოს პაციენტებში, რომელთა ფრჩხილის ზრდა ნელია. ოპტიმალური კლინიკური ეფექტურობა მიიღწევა მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვეში. ეს ხანგრძლივობა დაკავშირებულია დროსთან, რომელიც საჭიროა ჯანმრთელი ფრჩხილის ზრდისათვის.
ხანდაზმულებში გამოყენება: ტერბინაფინის გვერდითი მოვლენების პროფილი ისეთივეა რაც ახალგაზრდა პაციენტებში. დოზირების კორექცია ასეთ პაციენტებში საჭირო არ არის. ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის შესაძლებლობა გასათვალისწინებელია ამ ჯგუფში (იხ. განსაკუთრებული მითითებანი).
გამოყენება ბავშვებში: 2 წლის ასაკამდე ბავშვებში (< 12 კგ-მდე) ტერბინაფინის ტაბლეტების გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
2 წლის ზემოთ ბავშვებში, ტერბონილი 250 მგ ტაბლეტები კარგად აიტანება.
სხეულის წონა
20-40 კგ: ნახევარი ტაბლეტი ტერბონილი (125 მგ) დღეში ერთხელ
>40 კგ: 1 ტაბლეტი ტერბონილი (250 მგ) დღეში ერთხელ

გვერდითი მოვლენები:
ტერბონილის ტაბლეტები კარგი ამტანობით ხასიათდება. გვერდითი მოვლენები ხშირად მსუბუქი ან ზომიერია და გარდამავალი.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები*: კუჭ-ნაწლავის სიმპტომები (დისპეფსია, შებერილობა, მადის დაკარგვა, გულისრევა, მუცლის მსუბუქი ტკივილი, ფაღარათი), კანის ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ჭინჭრის ციება) და ჩონჩხ-კუნთოვანი დარღვევები (ართრალგია და მიალგია).
არახშირი*: გემოს დარღვევები გემოს დაკარგვით. ეს მოვლენები ნელა ალაგდება წამლის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში.
იშვიათი*: მძიმე ჰეპატობილიარული დისფუნქციის შემთხვევები, ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით (ქოლესტაზური ტიპი) (იხ. განსაკუთრებული მითითებანი).
ძალიან იშვიათი*: კანის მძიმე რეაქციები (მაგ. სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ანაფილაქტოიდური რეაქციები. კანის პროგრესული გამონაყარის არსებობისას, ტერბინაფინით მკურნალობა უნდა შეწყდეს. აღინიშნება ჰემატოლოგიური დარღვევები, როგორიცაა ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია და აგრანულოციტოზი. მიუხედავად იმისა, რომ მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის, ასევე აღინიშნება თმის ცვენა.
სიხშირე: ძალიან ხშირი ≥ 10%, ხშირი ≥ 1% - < 10%, არახშირი ≥ 0.1% - 1%, იშვიათი ≥ 0.01%, - <0.1%, ძალიან იშვიათი < 0.01%.
არასასურველი მოვლენის განვითარებისას მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

უკუჩვენება:
ტერბონილის (ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი) ტაბლეტები უკუნაჩვენებია პაციენტებში ჰიპერმგრძნობელობით ტერბინაფინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ. ის არ გამოიყენება ღვიძლის უკმარისობის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:
B კატეგორიის პრეპარატი: ორსულებში ტერბონილის გამოყენების კლინიკური გამოცდილება არ არსებობს; ამიტომ იგი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი არ აღემატება პოტენციურ რისკს.
ლაქტაცია: ტერბინაფინი გამოიყოფა დედის რძეში და ამიტომ ძუძუთი კვების დროს ტერბონილით მკურნალობა არ შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები:
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის დისფუნქციის მანიშნებელი ნიშნები ან სიმპტომები, როგორებიცაა ქავილი, გაურკვეველი პერსისტული გულისრევა, ანორექსია ან სისუსტე, ან სიყვითლე, მუქი შარდი, ან უფერული განავალი, ღვიძლის წარმოშობა უნდა დადასტურდეს და ტერბონილით მკურნალობა უნდა შეწყდეს (იხ. გვერდითი მოვლენები).
ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა პაციენტებში ადრე არსებული ღვიძლის დაავადებით უჩვენეს, რომ ტერბონილის კლირენსი შეიძლება შემცირდეს 50%-ით. ტერბონილის თერაპიული გამოყენება პაციენტებში ღვიძლის ქრონიკული ან აქტიური დაავადებით არ შესწავლილა პროსპექტულ კლინიკურ კვლევებში, და ამიტომ რეკომენდებული არ არის.
პაციენტებმა თირკმლის დარღვეული ფუნქციით (კრეატინინის კლირენსი < 50 მლ/წთ ან შრატის კრეატინინი > 300 მმოლ/ლ) უნდა მიიღონ ნახევარი დოზა.
In vitro კვლევებმა უჩვენეს, რომ ტერბინაფინი აინჰიბირებს CYP2D6 - განპირობებულ მეტაბოლიზმს. In vitro მონაცემები შეიძლება კლინიკური მნიშვნელობის იყოს პაციენტებისათვის, რომლებიც ღებულობენ ნივთიერებებს, რომლებიც ამ ფერმენტით მეტაბოლიზდებიან, როგორიცაა ციკლოსპორინი, რიფამპიცინი, ციმეტიდინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბეტა-ბლოკატორები, სეროტონინის სელექტიური უკუმიტაცების ინჰიბიტორები, და მონოამინოქსიდაზა ინჰიბიტორები (MAO-I) ტიპი B.

ჭარბი დოზირება:
არსებობს ჭარბი დოზირების (5 გრ-მდე) შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, გულისრევა, მუცლის ტკივილი, კუჭის ტკივილი და თავბრუ, ქავილი და პოლაკიურია. ჭარბი დოზირების რეკომენდებული მკურნალობა მოიცავს წამლის ელიმინაციას, ძირითადად აქტივირებული ნახშირის დანიშვნითა და საჭიროების შემთხვევაში სიმპტომატური შემანარჩუნებელი მკურნალობით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ტერბინაფინი ამჟღავნებს უმნიშვნელო უნარს მოახდინოს ისეთი წამლების კლირენსის ინჰიბირება ან სტიმულირება, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ციტოქრომ P450 სხვა ფერმენტებით (მაგ. ციკლოსპორინი, ტოლბუტამინი, ტერფენადინი, ტრიაზოლამი, პერორალური კონტრაცეპტივები).
In vitro კვლევებმა ადამიანის ღვიძლის მიკორსომებზე უჩვენეს, რომ ტერფენადინი არ აინჰიბირებს ტოლბუტამიდის, ეთინილესტრადიოლის, ეთოქსიკუმარინისა და ციკლოსპორინის მეტაბოლიზმს. In vivo წამლების ურთიერთქმედების კვლევებმა, რომელიც ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარდა უჩვენეს, რომ ტერბინაფინი არ მოქმედებს ანტიპირინის, დიგოქსინისა და ტერფენადინის კლირენსზე. ტერფენადინი აქვეითებს IV კოფეინის კლირენსს 19% თანაფარდობით. ის ასევე ზრდის ციკლოსპორინის კლირენსს 15% თანაფარდობით.
მიუხედავად ამისა, ინ ვიტრო კვლევებმა უჩვენეს, რომ ტერბინაფინი აინჰიბირებს CYP2D6 -განპირობებულ მეტაბოლიზმს. ეს In vitro მონაცემები შეიძლება კლინიკური მნიშვნელობის იყოს პაციენტებისათვის, რომლებიც ღებულობენ ამ ფერმენტით მეტაბოლიზებულ ნივთიერებებს, როგორებიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბეტა-ბლოკატორები, სეროტონინის სელექტიური უკუმიტაცების ინჰიბიტორები და მონოამინ ოქსიდაზა ინჰიბიტორები ტიპი ბ (იხ. განსაკუთრებული მითითებანი).
მენსტრუალური დარღვევების ზოგიერთი შემთხვევა (ჭარბი სისხლდენა და არარეგულარული ციკლი) აღინიშნება პაციენტებში, რომლებიც ტერბინაფინს ღებულობენ სხვა პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად, თუმცა, ამ არარეგულარობის სიხშირე მსგავსია სიხშირისა პაციენტებში, რომლებიც მხოლოდ პერორალურ კონტრაცეპტივებს ღებულობენ.
ტერბინაფინის პლაზმური კლირენსი შეიძლება გაძლიერდეს წამლებით, რომლებიც ასტიმულირებენ მეტაბოლიზმს (როგორიცაა რიფამპიცინი) და შემცირდეს წამლებით, რომლებიც აინჰიბირებენ ციტოქრომ P450-ს (როგორიცაა ციმეტიდინი).
ასეთი პრეპარატის ერთდროულად გამოყენების აუცილებლობისას, ტერბინაფინი დოზირება შესაბამისად უნდა შეირჩეს.

შენახვის პირობები და ვადები:
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში, ბნელ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდეომლ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში.
შენახვის ვადა: 2 წელი

აფთიაქში გაცემის წესი:
ნუ გამოიყენებ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
ბილიმ ფარმასიუტიკალსი
თურქეთი

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.