ტერბონილი 1% 15გ კრემი
საერთაშორისო დასახელება:
terbinafine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:terbinafine
საშუალებები სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით; შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
10მგ/1გრ 15 გრ ტუბი ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი არის ალილამინის წარმოებული სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით აღჭურვილი, ფართო სპექტრის მქონე საშუალება კანის, თმისა და ფეხის ფრჩხილების პათოგენების მიმართ, როგორიცაა Trichophyton (მაგ. T. rubrum, T.mentagrophytes, T.verrucosum, T.tonsurans, T.violaceum), Microsporum (მაგ. M.canis), Epidermophyton floccosum ve Candida cinsi maya (მაგ. C.albicans) და Pityrosporum... დაბალ კონცენტრაციებში ტერბინაფინი ფუნგიციდურია დერმატოფიტების, ობის და ზოგიერთი დიმორფული სოკოს წინააღმდეგ. საფუარების მიმართ აქტივობა ფუნგიციდური ან ფუნგისტატურია, რაც დამოკიდებულია სოკოს სახეობაზე.
ტერბინაფინი ხელს უშლის ადრეულ საფეხურზე სოკოების სტეროლის ბიოსინთეზს. ეს იწვევს ერგოსტეროლის დეფიციტს და სქვალენის უჯრედშიდა აკუმულირებას, რისი შედეგიც არის სოკოს უჯრედის სიკვდილი. ტერბინაფინი მოქმედებს სქვალენ ეპოქსიდაზას ინჰიბირებით სოკოს უჯრედულ მემბრანაში. ფერმენტი სქვალენ ეპოქსიდაზა არ არის დაკავშირებული ციტოქრომ P450 სისტემასთან. ტერბინაფინი არ ახდენს ზეგავლენას ჰორმონების ან სხვა წამლების მეტაბოლიზმზე.
ფარმაკოკინეტიკა
ტოპიკური გამოყენების შემდეგ დოზის 5%-ზე ნაკლები შეიწოვება. ამიტომ მისი სისტემური ზეგავლენა ძალიან მცირეა. ჩვენებები:
გამოიყენება მგრძნობიარე სოკოებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
- Tinea pedis (ტერფის დერმატოფიტია, ათლეტის ტერფი)
- Tinea corporis (სხეულის დერმატოფიტია, გლუვი კანის მიკოზი)
- Tinea cruris (საზარდულის ეპიდერმოფიტია)
- კანის კანდიდოზი
- Pityriasis versicolor (ფერადი ლიქენი) მიღების წესები და დოზები:
გარეგანი გამოყენების.
თუ არ არსებობს ექიმის სხვა დანიშნულება.
ტერბონილი გამოიყენება დღეში ერთხელ ან ორჯერ.
გამოყენება:
ტერბონილის გამოყენებამდე გაასუფთავეთ და გააშრეთ დაზიანებული ადგილი. წაუსვით კრემი დაზიანებულ კანზე და მიმდებარე ადგილებზე თხელი ფენით და მსუბუქად შეაზილეთ. ინტერტრიგინოზული ინფექციების შემთხვევაში (სარძევე ჯირკვლების ქვემოთ, თითებს შორის, საზარდულის) წასმის შემდეგ ადგტილი შეიძლება დაიფაროს დოლბანდის ნაჭრით, განსაკუთრებით ღამით.
მკურნალობის სავარაუდო ხანგრძლივობა არის:
Tinea corporis, cruris: 1 კვირა
Tinea pedis : 1 კვირა
Cutaneous candidiasis: 1 კვირა
Pity riasis versicolor: 2 კვირა
კლინიკური სიმპტომები ხშირად მოიხსნება რამდენიმე დღეში. მოუწესრიგებელი გამოყენებას და მკურნალობის ნაადრევ შეწყვეტას თან ახლავს რეციდივის განვითარების საშიშროება. ორი კვირის შემდეგ გაუმჯობესების არარსებობისას, დიაგნოზი უნდა გადამოწმდეს.
ტერბონილის კრემის გამოყენება ხანდაზმულებში:
ხანდაზმულები არ საჭიროებენ განსხვავებულ დოზირებას. მათ განსხვავებული გვერდითი მოვლენები არ აღენიშნებათ.
ტერბონილის კრემის გამოყენება ბავშვებში:
გამოცდილება ბავშვებში ჯერ კიდევ შეზღუდულია. გვერდითი მოვლენები:
გამოყენების ადგილზე შეიძლება აღინიშნებოდეს სიწითლე, ქავილი ან ჩხვლეტა; მიუხედავად ამისა, ამი მიზეზის გამო მკურნალობა იშვიათად ჭყდება. ამას სჭირდება განსხვავება ალერგიული რეაქციისაგან, რომელიც იშვიათია, მაგრამ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
არასასურველი მოვლენის განვითარებისას მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის. უკუჩვენება:
უკუნაჩვენებია პირებში ჰიპერმგრძნობელობით ტერბინაფინის ან კრემის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ. ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა:
B კატეგორიის პრეპარატი: ნაყოფის ტოქსიურობა და ცხოველებზე ჩატარებული ფერტილობის კვლევები უარყოფით ზეგავლენას არ ავლენენ. თუმცა კლინიკური გამოცდილება ორსულ ქალებში ტერბონილთან დაკავშირებით არ არსებობს, ამიტომ ტერბონილი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.
ლაქტაცია:
ტერბინაფინი გამოიყოფა დედის რძეში. ჯერ კიდევ მიჩნეულია, რომ ტერბონილის კრემით მკურნალობის დროს, კანის მიერ შეწოვილი მცირე რაოდენობა ზეგავლენას არ ახდენს ბავშვზე. ძუძუთი კვების დროს ტერბონილის გამოყენება არ შეიძლება. განსაკუთრებული მითითებები:
ტერბონილის კრემი მხოლოდ გარეგანი გამოყენებისაა. მოერიდეთ თვალებზე მოხვედრას. ჭარბი დოზირება:
ტერბონილის კრემის შემთხვევაში ჭარბი დოზირება არ აღინიშნება. მიუხედავად ამისა, ტერბონილის შემთხევვითი მიღების დროს, ტერბონილის ტაბლეტის ჭარბი დოზირების გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს. ამ შემთხვევაში ნაჩვენებია აქტივირებული ნახშირის გამოყენება, და საჭიროების შემთხვევაში სიმპტომატური შემანარჩუნებელი მკურნალობა. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ტერბონილ კრემთან წამლების ურთიერთქმედებები დღეისათვის არ აღინიშნება. შენახვის პირობები და ვადები:
ინახება არა უმეტეს 30°C ოთახის ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდეომლ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში.
შენახვის ვადა: 2 წელი აფთიაქში გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ. მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
ბილიმ ფარმასიუტიკალსი
თურქეთი