newhospitals

ტერბისილი 1% 15გ კრემი

ტერბისილი 1% 15გ კრემი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
4820ნახვა
გენერიული დასახელება:
ტერბინაფინი

 

წამლის ფორმა:
კრემი, გარეგანი გამოყენებისათვის

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სოკოს საწინააღმდეგო საშუალება

 

შემადგენლობა:
ტერბიზილის 1%-იანი კრემი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 0,15 გ ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: მწვავე ნატრიუმი, ბენზილის სპირტი, მონოსტეარატის სორბიტანი, ცეტილ-პალმიტატი, ცეტილის სპირტი, ცეტილ-სტეარილის სპირტი, პოლისორბატი 60, იზოპროპილის მირისტატი, დემინერალიზირებული წყალი.

 

ჩვენებები:
ტერბიზილის კრემი გამოიყენება კანისა და ფრჩხილების სოკოვანი დაზიანებების სამკურნალოდ (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

 

უკუჩვენება:
ტერბიზილის კრემი არ გამოიყენება პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას. ბავშვებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

 

მიღების წესი და დოზირება:
ტერბიზილის 1%-იანი კრემი გამოიყენება ექიმის კონსულტაციით. კრემი დღეღამეში 1-2-ჯერ ჩვეულებრივ თხელ ფენად დაიტანება წინასწარ გასუფთავებული მშრალი კანის ზედაპირზე, მსუბუქი შეზელვით. სარძევე ჯირკვლების მიდამოში, თითებს შორის, დუნდულოებისა და საზარდულის ნაკეცებში კრემის გამოყენება შესაძლებელია დამცავი ნახვევის ქვეშ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და ხასიათზე. მკურნალობის ვადაზე ადრე შეწყვეტა იწვევს ინფექციის რეციდივს.
პრეპარატის მიღებიდან 1-2 კვირის შემდეგ თუკი არ აღინიშნება სასურველი შედეგი, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ფრჩხილის სოკოვანი დაავადების სამკურნალოდ რეკომენდებულია შედარებით ხანგრძლივი მკურნალობის კურსი. ახალი ინფექციების განვითარების პროფილაქტიკისათვის რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია (მაგალითად, დეზინფექცია და სპეციალური ფეხსაცმლის ტარება).

 

განსაკუთრებული მითითებანი:
პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ გარეგანად! მისი თვალის ლორწოვანი გარსზე გამოყენება დაუშვებელია. თვალის მიდამოში მისი შემთხვევითი მოხვედრისას საჭიროა დიდი რაოდენობით წყლით დაბანა, გამწვავების შემთხვევაში სასურველია ოკულისტის კონსულტაცია.
კრემის ყოველი გამოყენებისას რეკომენდებულია ხელების დაბანა.

 

გვერდითი მოვლენები:
მკურნალობისას მოსალოდნელია წვის შეგრძნება, კანის სიწითლე ან ქავილი. აღნიშნული ეფექტის განვითარების დროს რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია. ზემოთაღნიშნული მოვლენები ატარებენ მსუბუქ ხასიათს და მკურნალობის დამთავრებისთანავე ქრება.
ნებისმიერი არასასურველი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს!

 

შენახვის პირობები:
ინახება 15-300C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისიანობის ვადა:
5 წელი.
პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია.

 

გამოშვების ფორმა:
15გ. ტუბი 1 ცალი

 

გაცემის წესი:
ექიმის რეცეპტის გარეშე.

 

მწარმოებლის დასახელება:
ს.ს.გედეონ რიხტერი
ბუდაპეშტი, უნგრეთი

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.