newhospitals

ტერავიტი პრეგნა #60ტ

ტერავიტი პრეგნა #60ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3154ნახვა

შემოგარსული ტაბლეტები:
შეფუთვაში 30 და 60 ც.

1 ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტები:
ვიტამინი A (რეტინოლის პალმიტატი 1500 სე და ბეტაკაროტინი 1500 სე), ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) 100 მგ, ვიტამინი E (dl-ალფა ტოკოფეროლის აცეტატი) 30სე, ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლის სახით) 250 სე, ნიაცინი (ნიაცინამიდი) 20 მგ, ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი) 3 მგ, ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) 3.4 მგ, ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 10.0Mმგ, ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) 12 მკგ, ფოლიუმის მჟავა 1.0 მგ, პანტოტენის მჟავა (კალციუმის პანტოტენატის სახით) 10 მგ, ბიოტინი 30 მკგ, რკინა (რკინის ფუმარატის სახით) 60 მგ, სპილენძი (სპილენძის ოქსიდის სახით) 2 მგ, იოდი (კალიუმის იოდიდის სახით) 150 მკგ, თუთია (თუთიის ოქსიდის სახით) 25 მგ, მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდის სახით) 150 მგ, კალციუმი (კალციუმის ციტრატის სახით) 46 მგ, მოლიბდენი (ნატრიუმის მოლიბდატის სახით) 25 მკგ, ქრომი (ქრომის ქლორიდის სახით) 25 მკგ, სელენი (ნატრიუმის სელენატის სახით) 25 მკგ, მანგანუმი (მანგანუმის ულფატის სახით) 5 მგ.
არააქტიური ინგრედიენტები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, კრემნიუმის დიოქსიდი, საქაროზა, სახამებელი, ასკორბილპალმიტატი, ნატრიუმის ასკორბატი, ჟელატინი, დიკალციუმის ფოსფატი, პოლივინილპიროლიდონი.

გარსი:
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაგნიუმის სილიკატი, პოლიეთილენგლიკოლი, მინერალური ცხიმი, რკინის ოქსიდი.

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პოლივიტამინები მაკრო- და მიკროელემენტებით. მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალება.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პრეპარატი, რომლის შემადგენლობაში შედის ვიტამინები, მინერალები და მიკროელემენტები. პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განისაზღვრება მასში შემავალი ინგრედიენტების თვისებებით.

 

ჩვენებები:
ორსულთა ტოქსიკოზის პროფილაქტიკისათვის, რკინადეფიციტური ანემიის, იოდის დეფიციტის, თვითნებური აბორტის და ნაადრევი მშობიარობის რისკის, ნაყოფის ჰიპოტროფიის დროს; ჰიპოლაქტაციის პროფილაქტიკისათვის.

 

დოზირების რეჟიმი:
1 ტაბლეტი ერთხელ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
მკურნალობის მიზნით მიიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით.

 

გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება ალერგიული რეაქციები პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. კანის ქავილი, გამონაყარი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობა. ვიტამინ B2-მა შესაძლოა გამოიწვიოს შარდის ინტენსიურად ყვითელი შეფერილობა, რკინამ შესაძლოა გამოიწვიოს განავლის მონაცრისფრო-შავი შეფერილობა.

 

უკუჩვენებები:
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პერნიციოზული ანემიით დაავადებულ პირებში, ვინაიდან დამტკიცებულია, რომ ვიტამინ A-ს, დიდ დოზებში, აქვს ტერატოგენული ეფექტი (ცხოველებზე ექსპერიმენტების ჩატარებისას დადგინდა, რომ იწვევს ნაყოფის სიმახინჯეს), თავი უნდა ავარიდოთ თვითმკურნალობას ვიტამინ A-ს დიდი დოზებით. ეს ასევე ეხება ნებისმიერ კვებით დანამატს, რომელიც ვიტამინ A-ს შეიცავს.

 

ჭარბი დოზირება:
ტერავიტი პრეგნას რეკომენდებული დოზისა და მიღების ხანგრძლივობის დაცვის შემთხვევაში დოზის გადაჭარბების მოვლენები არ არის აღწერილი.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის რეკომენდებული ხანგრძლივი დროით ტერავიტი პრეგნას მიღება სხვა პოლივიტამინებთან ერთად.

 

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატ ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
SAGMEL, INC.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.