newhospitals

ტერაფლექსი (კაფსულები)

ტერაფლექსი (კაფსულები)
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3193ნახვა
შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტები:
1 კაფსულა შეიცავს: გლუკოზამინის სულფატი - 250მგ,
ნატრიუმის ქონდროიტინის სულფატი - 200მგ., იბუპროფენი 100მგ.
დამხმარე ინგრედიენტები:
ჟელატინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინირებული სახამებელი, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი, პროპილვინილპიროლიდონი, კრემნიუმის დიოქსიდი, FD&C ცისფერი #1 ლაქი.

წამლის ფორმა:
60 და 120 კაფსულა ფლაკონში

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ხრტილოვანი ქსოვილის ცვლაზე მოქმედი საშუალება. მუკოპოლისახარიდული ბუნების პრეპარატი.

ჩვენება:
ოსტეოართროზისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების გამწვავებისას ტკივილისა და ანთების სხვა სიმპტომების კუპირებისათვის, ასევე გამოიყენება სახსრების ტრავმების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებსა და 12 წლის ზევით ასაკის ბავშვებში მიიღება პერორალურად 2 კაფსულა 2-3 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.
მიღების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 დღეს. პრეპარატის შემდგომი გამოყენება უნდა შეთანხმდეს ექიმთან.

გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: შესაძლებელია გამოვლინდეს გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, მეტეორიზმი, დიარეა, შეკრულობა.
ცნს-ის მხრივ: შესაძლოა თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, თავბრუსხვევა.
სხვა: ალერგიული რეაქციები.
ყველა აღნიშნული სიმპტომები ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

უკუჩვენება:
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება გამწვავების პერიოდში. მხედველობის ნერვის დაავადებები, სისხლწარმოქმნის დარღვევა; ღვიძლისა და თირკმლების მძიმე დაავადებები, გულის ქრონიკული უკმარისობა, "ასპირინული ასთმა", ფენილკეტონურია. ბავშვთა ასაკი 12 წლამდე, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

დოზის გადაჭარბება
არ არის აღწერილი. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა კუჭის გამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება და ჰოსპიტალიზაცია ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:
დაუშვებელია ექიმის მიერ რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლისა და თირკმლების დაავადებები, ქრონიკული გულის უკმარისობა, მკურნალობის დასაწყისში რეკომენდებულია ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების, პერიფერიული სისხლის კონტროლი. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში, ანამნეზში კუჭის წყლულისა ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებების არსებობისას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის დროს. ხანგრძლივი მკურნალობის დროს გლუკოკორტიკოსტეროიდებითა და აასს -ით ერთდროულად გამოყენებისას. მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდებული.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატი აუმჯობესებს ტეტრაციკლინების და ამცირებს პენიცილინებისა და ქლორამფენიკოლის შეთვისებას. ამცირებს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების (აგფ ინჰიბიტორების, ბეტა-ადრენობლოკატორების), დიურეტიკების (ფუროსემიდი, ჰიპოთიაზიდი) მოქმედებას, აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას. აასს-სა და გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენება აძლიერებს გვერდითი მოვლენების განვითარებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს +25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. არ გამოიყენოთ ყუთზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაიცემა:
ექიმის რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი ფირმის დასახელება, მწარმოებელი ქვეყანა, მისამართი:
საგმელი, ინკ., ჩიკაგო, ა.შ.შ.
1580 S. Milwaukee Ave.,
Suite 415, Libertyville, IL 60048

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შემდეგ მისამართს:
Bayer Consumer Care AG
საქართველო ქ. თბილისი
მისამართი: ზემო ვეძისის N69
ტელ: +995 32 30 80 87
+995 32 30 97 57

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.