ტერაფლექსი ადვანსი #60კაფს
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა კაფსულები:
შეფუთვაში 60 და 120 ც. 1 კაფს.გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი. . . . . . . 250 მგნატრიუმის ქონდროიტინის სულფატი. . . . 200 მგ
იბუპროფენი. . . . . . . . . . . . . . . . . . . .100 მგ
სხვა ინგრედიენტები:ჟელატინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინირებული სახამებელი, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი, პროპილვინილპიროლიდონი, კრემნიუმის დიოქსიდი. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფიფოსფორ-კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალება. მუკოპოლისაქარიდული ბუნების პრეპარატი. ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნატრიუმის ქონდროიტინის სულფატი მონაწილეობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენასა და შენებაში, იცავს მას დაშლისაგან და აუმჯობესებს სახსრების მოძრაობას. გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი ააქტიურებს პროტეოგლიკანების, ჰიალურონისა და ქონდროიტინგოგირდმჟავას, აგრეთვე იმ სხვა ნივთიერებების სინთეზს, რომლებიც წარმოადგენენ საშენ მასალას სახსრის გარსის, სახსარშიდა სითხისა და ხრტილოვანი ქსოვილისათვის. გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი აგრეთვე ახდენს ძვლის ქსოვილში კალციუმის დეპონირების ნორმალიზებას.იბუპროფენს ახასიათებს სწრაფი ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ეფექტი. ჩვენებები:
ტკივილისა და ანთების სხვა სიმპტომების აღმოსაფხვრელად ოსტეოართროზის და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების გამწვავების დროს. აგრეთვე გამოიყენება სახსრების ტრავმების სამკურნალოდ. დოზირების რეჟიმი მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში გამოიყენება 2 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მიღების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 დღეს. პრეპარატის შემდგომი გამოყენება შეთანხმებული უნდა იქნას ექიმთან. გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: შესაძლებელია გულისრევა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, დიარეა, შეკრულობა.ცნს-ის მხრივ: შესაძლოა თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, თავბრუსხვევა.შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები. უკუჩვენებები:
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ (ალერგიული რეაქციები), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადების გამწვავების სტადია. მხედველობის ნერვის დაავადებები, სისხლწარმოქმნის პროცესის დარღვევა; გულის ქრონიკული უკმარისობა, ფენილკეტონურია, 12 წლამდე ასაკი. პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. განსაკუთრებული მითითებები დაუშვებელია ექიმის მიერ რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. მკურნალობის დასაწყისში, პაციენტებში ღვიძლისა და თირკმლის დაავადებებით, გულის ქრონიკული უკმარისობით, რეკომენდებულია ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციებისა და პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი. სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში, ანამნეზში კუჭის წყლულის არსებობისას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისას, გლუკოკორტიკოიდებითა და აასს-ით ერთდროულად ხანგრძლივად მკურნალობისას. მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება. სხვა წამლებთან ურთიერთქმედებაპრეპარატი აუმჯობესებს ტეტრაციკლინების და ამცირებს პენიცილინებისა და ქლორამფენიკოლის შეთვისებას. ამცირებს ანტიჰიპერტენზიული საშუალებების (ბეტა-ადრენობლოკატორების, დიურეტიკების (ფუროსემიდი, გიპოთიაზიდი)) მოქმედებას, აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას. აასს-სა და გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენება აძლიერებს გართულებებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. შენახვის პირობები:
და ვადა პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის