ტერაფლექს M (კრემი)
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: კრემი ტუბში 28,4გ და 56,7გ აქტიური ინგრედიენტები: გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი 3მგ (0,3%) ნატრიუმის ქონდროიტინის სულფატი 8მგ (0,8%), ქაფური 32მგ (3,2%), ბაღის პიტნის ზეთი 9მგ (0,9%). დამხმარე ინგრედიენტები: ალოე, ეთილის სპირტი, ლანოლინი, მეთილპარაბენი, პოლიეთილენგლიკოლი 100 სტეარატი, პროპილენგლიკოლი, პროპილპარაბენი, გამოხდილი წყალი, დიმეთიკონი.
კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მუკოპოლისაქარიდული ბუნების პრეპარატი, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებებისა და ტრავმების სამკურნალოდ.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ქონდროიტინის სულფატი წარმოადგენს მაღალმოლეკულურ პოლისაქარიდს, რომელიც მონაწილეობს ხრტილის ქსოვილის ჩამოყალიბებაში. ამცირებს ფერმენტების აქტივობას, რომელიც შლის სახსრების ხრტილს და ასტიმულირებს მის რეგენერაციას. ანთებითი პროცესის ადრეულ სტადიებში ქონდროიტინის სულფატი ამცირებს მის აქტივობას და ამგვარად ანელებს ხრტილის ქსოვილის დეგენერაციას. ხელს უწყობს ტკივილის სინდრომის ინტენსივობის შემცირებას, სახსრების ფუნქციის გაუმჯობესებას, ამცირებს მოთხოვნილებას არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებზე. გლუკოზამინის ჰიდროქლორიდს გააჩნია ქონდროპროტექტორული თვისებები, ამცირებს გლიკოზამინოგლიკანების დეფიციტს ორგანიზმში, მონაწილეობს პროტეოგლიკანებისა და ჰიალურონის მჟავას ბიოსინთეზში. გააჩნია რა ხრტილის ქსოვილში შეღწევის უნარი, გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი ახდენს გოგირდის ფიქსაციის პროცესის ინიცირებას ქონდროიტინგოგირდმჟავას სინთეზის დროს. იგი სელექტიურად მოქმედებს სახსრის ხრტილზე, წარმოადგენს სპეციფიურ სუბსტრატს და ჰიალურონის მჟავასა და პროტეოგლიკანების სტიმულატორს, თრგუნავს სუპეროქსიდული რადიკალებისა და ფერმენტების წარმოქმნას, რომლებიც აზიანებენ ხრტილის ქსოვილს (კოლაგენაზა და ფოსფოლიპაზა), ამცირებს გლუკოკორტიკოიდების დამაზიანებელ მოქმედებას ქონდროციტებზე. ქაფური ადგილობრივი გამოყენებისას აღიზიანებს კანისა და კანქვეშა ქსოვილების მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებს, აფართოებს ზედაპირულ სისხლძარღვებს, აუმჯობესებს კანისა და კანქვეშა ქსოვილების სისხლმომარაგებას, ახასიათებს მცირე ანტისეპტიკურ მოქმედება. ბაღის პიტნის ზეთი ადგილობრივი გამოყენებისას ავლენს ანისეპტიკურ, ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ და ყურადღების გამფანტველ მოქმედებას. ადგილობრივი გამოყენებისას ქონდროიტინი და გლუკოზამინი შეიწოვება კანის ზედაპირიდან, რის შემდეგაც ლიმფოგენური და ნაწილობრივ ჰემატოგენური გზით ხვდება უახლოესი ხრტილებისა და სახსრების ქსოვილებში. ქაფური და ბაღის პიტნის ზეთის კომპონენტები კანზე წასმის შემდეგ ნაწილობრივ ჰაერში ორთქლდება, ნაწილობრივ კანის უჯრედებში მეტაბოლიზირდება.
ჩვენება: პირველადი და მეორადი ოსტეოართროზი, ოსტეოპოროზი, მხარ-ბეჭის პერიართრიტი, ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, მუხლზედა ქონდრომალაცია; ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები. ასევე გამოიყენება როგორც სიმპტომური გამაყუჩებელი საშუალება დაჟეჟილობების, დაჭიმვის, ტრავმების, რადიკულიტის დროს. პრეპარატი რეკომენდებულია 12 წლის ზევით ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებისთვის, აგრეთვე ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის კომპლექსურ მკურნალობაში საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების, პოსტტრავმული და სხვა მდგომარეობების დროს, რომელთაც თან ახლავს სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებები.
მიღების წესი და დოზირება: გამოიყენება დაზიანებულ უბანზე 2-3ჯერ დღეში. მალამო შეიზილება კანში სრულ შეწოვამდე.
გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ. ამ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს ალერგიული რეაქციები კანზე, გამონაყარისა და ქავილის სახით.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ (ალერგიული რეაქციები).
განსაკუთრებული მითითებები: და სიფრთხილის ზომები დაუშვებელია კანის დაზიანებულ უბანზე გამოყენება. კლინიკური მონაცემები ორსულ და მეძუძურ დედებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: მონაცემები პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებების ფარმაკოდინამიკასა და ფარმაკოკინეტიკაზე ზემოქმედების შესახებ არ არსებობს.
შენახვის პირობები პრეპარატი ინახება არაუმეტეს +270C ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე:
მწარმოებელი ფირმის დასახელება და მისამართი საგმელ ინკ. 1580 საუს მილუოკი ავენიუ, 415, ლიბერტვილი, ილინოისი 60048, აშშ.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შემდეგ მისამართს: Bayer Consumer Care AG საქართველო ქ. თბილისი მისამართი: ზემო ვეძისის #69 ტელ: +995 32 30 80 87 +995 32 30 97 57